Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდი და დომინოს პრინციპი

დონალდი და დომინოს პრინციპი

1090

ევროკავშირი, რომელსაც მისი რიგებიდან ბრიტანეთის სამეფოს გასვლა ჯერაც ვერ მოუნელებია, გლობალისტები და, საზოგადოდ, ნეოლიბერალები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მოულოდნელმა გამარჯვებამ ისეთ შოკში ჩააგდო, რომ ვეჭვობ, მათ ვეღარც მდოგვის საფენები უშველით და ვეღარც აბი გლუკოზა.

ტრამპის გაპრეზიდენტება მოულოდნელი აღმოჩნდა მადამ ჰილარის მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთათვის აშშ-შიც და მის გარეთაც (მათ შორის, საქართველოშიც). სკეპტიკოსთა შორის მეც გახლდით, რადგანაც აშშ-ის საარჩევნო სისტემა ისეა აწყობილი, უფრო სწორად, ისეთი აბრადაკაბრაა, რომ ძნელი გასარკვევია, სად აქვს თავი და სად _ ბოლო. სწორედ ამ აბრადაკაბრას მეშვეობით წყვეტს აშშ-ის მმართველი ელიტა, ვინ იქნება პრეზიდენტი.

მოკლედ, დონალდ ტრამპი ისეთ სისტემას დაუპირისპირდა, რომელიც, ჩემი აზრით, არ დაუშვებდა მის გაპრეზიდენტებას.

მეგონა, გაგრძელდებოდა პოლიტიკური შოუ “აი, რა მაგარი დემოკრატები ვართ”, რომელიც 8 წლის წინათ აშშ-ის ისტორიაში პირველი ზანგი (უუფ, შემეშალა, აფრო-ამერიკელი უნდა მეთქვა, რადგან აფრიკელი ზანგების ძვლებზე აშენებულ ამერიკაში სიტყვა “ზანგის” გამოყენება სიძულვილის ენით ლაპარაკად ითვლება) პრეზიდენტის (მისივე აღიარებით, ჰომოსექსუალთა მედროშის) არჩევით დაიწყო, წელს ასევე პირველი ქალი (ეს უკვე ლესბოსელთა მედროშე) პრეზიდნტის არჩევით გაგრძელდებოდა, 4-8 წელიწადში ტრანსგენდერი პრეზიდენტის არჩევით დასრულდებოდა და აშშ-ის (მის სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად, ე.ი. საქართველოს) თავზე ლგბტ-პედერასტების ბაირაღი აფრიალდებოდა, რაც იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ ნეოლიბერალური დასავლეთის გაპედერასტება წარმატებით დასრულდა.

მაგრამ მოხდა სასწაული და დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ახლა მავანი იკითხავს და სამართლიანადაც _ წინასაარჩევნო რიტორიკა, დაპირებები სხვაა, რეალური პოლიტიკა კი სულ სხვა, და რა გარანტია გვაქვს, ტრამპი წინამორბედ კლინტონ-ბუშ-ობამასავით ან უფრო უარესად რომ არ მოიქცევა?

რა გარანტია უნდა გვქონდეს? _ არანაირი. უბრალოდ, ბოლო დღეების მოვლენების, მათზე აშშ-ისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის რეაქციის ანალიზი მაძლევს იმედს, რომ, თუ ტრამპს დასცალდა და დაპირებების ნახევარი მაინც შეასრულა, მსოფლიო ოდნავ უკეთესი გახდება.

დიახ, თუ დასცალდა, რადგან ინაუგურაციამდე საკმაო დროა და უოლ სტრიტის გაწბილებული ელიტა უკვე დღეს ამუშავებს სხვადასხვა სცენარს, როგორ არ შეუშვან თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპი და მავანთა მიერ ორგანიზებულ-დაფინანსებული საპროტესტო აქციებიც ამ სცენარებიდან ერთ-ერთია. თუმცა, აშშ-ის ისტორიისთვის არც ოვალური კაბინეტის მკვიდრის მკვლელობაა უცხო.

პრეზიდენტი ჯონ კენედიც და მისი ძმა რობერტ კენედიც, რომელიც პრაქტიკულად აშშ-ის პრეზიდენტი იყო, თავის დროზე სისტემას დაუპირისპირდნენ და ამიტომაც განისვენებენ არლინგტონის სასაფლაოზე.

ასე რომ, დონალდ ტრამპს დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან გლობალისტი ნეოლიბერალები ყველაფრის მკადრებლები არიან.

ახლა ვნახოთ, ვინ არის რელიგიური მრწამსით აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი:

იგი პრესვიტერიანელი ქრისტიანია, ანუ კალვინისტი.

ცნობისათვის: კალვინიზმი პროტესტანტული რელიგიური მოძღვრებაა, რომელიც შექმნა ჟან კალვინმა. მიმართული იყო როგორც კათოლიციზმის, ასევე სახელმწიფო რეფორმაციის წინააღმდეგ. კალვინიზმის თანახმად, რწმენის ერთადერთ წყაროსა და უმაღლეს ავტორიტეტს წარმოადგენს ბიბლია, საღვთო წერილი; მას უნდა შეესაბამებოდეს რელიგია, მორალი, პოლიტიკა, საეკლესიო ორგანიზაცია; ინგლისში პურიტანებს ეძახიან, ხოლო საფრანგეთში _ ჰუგენოტებს.

მართალია, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კალვინიზმიც ისევე მიუღებელია, როგორც ყველა სხვა რელიგია, რომლებიც ქრისტეს აღიარებს, მაგრამ სულ არარაობას ცალუღელა ხარი სჯობსო, _ ამბობს ქართული ანდაზა. ცოდვის მონობას, ღვთის გმობას, რასაც მისდევს ნახევარი დასავლეთი, პრესვიტერიანელობა არ სჯობს?

ამაზე ამბობს დიდი ვაჟა: “ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი, რომ ჩვენ ვცხონდებით, სხვას ყველას კუპრში მოელის ქშენანი”…

პრესვეტერიანელები ტრადიციული ღირებულებების დამცველნი არიან და, შესაბამისად, ლგბტ-პირების მომხრეები ვერ იქნებიან. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ უჭერდა მხარს ამერიკულ-ევროპული “თავისუფალი მედია” ჰილარი კლინტონს (რომელმაც, ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივნის პოსტზე მყოფმა, გამოაცხადა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად მსოფლიოში ლგბტ-სექტის უფლებების დაცვა, ხოლო პრეზიდენტმა ობამამ აშშ-ის ყველა შტატში დააკანონებინა ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება), ხოლო ლანძღავდა და დასცინოდა დონალდ ტრამპს.

57 გაზეთი (13-მილიონიანი ტირაჟით) და თითქმის ყველა ტელევიზია აშშ-სა თუ ევროპაში მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა, ხოლო დონალდ ტრამპს _ მხოლოდ 2 გაზეთი (315 ათასიანი ტირაჟით) და ერთი ტელევიზია “ფოქსნიუსი”.

ამას დავუმატოთ ჰოლივუდი რობერტ დე ნიროს თამადობით (მინუს კლინტ ისტვუდი, რომელიც ლამის შეჭამეს ტრამპის მხარდაჭერისთვის) და, დონალდის რელიგიური მრწამსი გვერდით რომ გადავდოთ, მხოლოდ ეს უთანასწორო არითმეტიკა _ ყველა ერთის წინააღმდეგ _ დააფიქრებდა ხალხს.

ჰოდა, ამერიკელი ხალხიც დაფიქრდა და ხმა დონალდ ტრამპს მისცა, ძირითადად, თეთრკანიანებმა, რომლებიც ეკლესიებში დადიან, ჰყავთ ოჯახები, ტრადიციულ ღირებულებებზე ზრდიან შვილებს.

ერთი სიტყვით, “გაიღვიძა”, ე.წ. ერთსართულიანმა ამერიკამ, გნებავთ, კოვბოების ამერიკამ; ადამიანებმა, რომლებიც ოკეანეებისგან შორს, შუაგულ შტატებში, პატარა ქალაქის ტიპის სოფლებში თუ პირიქით _ სოფლის ტიპის პატარა ქალაქებში ცხოვრობენ, საღამოობით ლუდხანებში “აბირჟავებენ”, სვამენ ლუდს, თამაშობენ ბილიარდს და საერთოდ არ აინტერესებდათ არჩევნები, “გამოიღვიძეს” და დონალდ ტრამპს გაამარჯვებინეს.

მადამ ჰილარის “მრევლი”? _ განსხვავებით ერთსართულიანი, “უწიგნური” ამერიკისგან, ყველა ჯურის უმცირესობა და “ცივილიზებული”, “განათლებული” ხალხი ნიუ იორკში თუ ფლორიდა-კალიფორნიაში ცხოვრობს _ ოკეანეების სანაპიროზე და იქ ნამდვილი სამოთხეებია შექმნილი ლგბტ-უმცირესობისთვის, რომელიც, დიდი ხანია, მართავს უმრავლესობას, უფრო მეტიც, ნორმალური ორიენტაციის ხალხთან შედარებით, პრივილეგიებითაც სარგებლობენ.

ცალკე თემაა ევროპა და მათი ლიდერები, რომლებიც, დარწმუნებულნი ჰილარის გამარჯვებაში, შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ იშურებდნენ დონალდ ტრამპის მიმართ. ფრანსუა ოლანდმა _ გული მერევა ტრამპის სახელის გაგონებაზეო, ხოლო ლონდონის პარლამენტი სერიოზულად განიხილავდა საკითხს დონალდ ტრამპისთვის ინგლისში შესვლის აკრძალვაზე. აღარაფერს ვიტყვი ევროპარლამენტის სპიკერ მარტინ შულცის, ბრიტანეთის პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ნატოს გენმდივნისა და სხვა პოლიტიკოსების შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. 9 ნოემბერს კი გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ დონალდ ტრამპი არათუ აშშ-ის პრეზიდენტია, არამედ მათ “ნაჩალნიკობასაც” აღარ აპირებს, რადგან ნატოზე სხვა თვალსაზრისი აქვს. და სასაცილო იყო, მგლოვიარის სახით როგორ ულოცავდნენ დონალდ ტრამპს გამარჯვებას. მგლოვიარის, რადგან გადაფურთხებულის ალოკვა მოუწიათ. ტრამპის გამარჯვება მერკელის, ოლანდისა და სხვა ევროპელი ნეოლიბერალი ლიდერების კარიერის დასასრულს ნიშნავს _ მიწისძვრა, როგორც უწოდეს ტრამპის გამარჯვებას, აუცილებლად იქონიებს გავლენას გაისად ევროპაში გასამართ არჩევნებზე და დღევანდელ ევროპელ ლიბერალ ლიდერებს შეცვლიან მარინ ლე პენისა და ნაიჯელ ფარაჯის მსგავსი მემარჯვენე ნაციონალი ლიდერები.

ამ უთანასწორო ბრძოლაში ტრამპის გამარჯვების მთავარი ფაქტორი, ანალიტიკოსების აზრით, იყო ის, რომ ტრამპი “გაუნათლებელ” ამომრჩეველს მისთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა. კლინტონთან გამართულ დებატებში ტრამპს ერთხელაც არ გამოუყენებია სიტყვები “დემოკრატია” და “ადამიანის უფლებები”, ის გაბედულად არქმევდა ყველაფერს თავის სახელს მაშინ, როდესაც ჰილარი მხოლოდ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე საუბრით ცდილობდა “განათლებული” ამომრჩევლის გულის მოგებას.

აი რა თქვა ტრამპმა ჩვენში ავადსახსენებელ ჯონ მაკკეინზე: “მაკკეინი ომის გმირი არ არის. ის გმირად ითვლება იმიტომ, რომ ტყვედ იყო. მე უპირატესობას ვანიჭებ ადამიანებს, რომლებიც ტყვედ არ ჩავარდნილან”…

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საქართველოს რა ხეირი?

ტრამპი და პუტინი, რომელთანაც, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტი პირველ ვიზიტს აპირებს, ერთმანეთს იმით ჰგვანან, რომ მარტივი, გასაგები ენით საუბრობენ და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. შეხვედრისას კი ორივენი საკუთარი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრებენ.

აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ევროპაში მიმდინარე პროცესებიც. ამერიკის შეერთებული შტატები ხომ ჩვენში დასავლეთად წოდებული ჯაჭვის პირველი რგოლია და მის მიერ ინიცირებული ნებისმიერი მოქმედება დომინოს პრინციპით გადაეცემა ჯაჭვის სხვა რგოლებს, ანუ ტრამპის გაპრეზიდენტება მკაფიო სიგნალია, რომ ევროპაშიც დაიწყება მსგავსი პროცესი _ მერკელს, ოლანდსა და სხვა უსახურ, ვაშინგტონისადმი მონურად მორჩილ ლიდერებს, დიდი ალბათობით, შეცვლიან პრაგმატული, პრინციპული, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებზე და არა აშშ დირექტივებზე აგებული პოლიტიკის გატარების მსურველი ლიდერები და ძალები. ეს პროცესი უკვე დაიწყო აღმოსავლეთ ევროპაში. ამას წინათ ლიტვის სეიმში დამაჯერებელი უმრავლესობით შევიდა “გლეხებისა და მწვანეთა კავშირი”, რომელსაც ადგილობრივი პრესა დაუფარავად უწოდებდა პრორუსულ ძალას, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტების პრორუსმა კანდიდატმა იგორ დოდონმა გაიმარჯვა, ბულგარეთში პრეზიდენტი გახდა გენერალი რუმენ რადევი, რომელც ასევე პრორუს კანდიდატად ჰყავს მონათლული დასავლურ პრესას. დიდი ალბათობით, საფრანგეთსა და გერმანიაშიც არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვლენ ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აღვირახსნილ ლიბერალებს, არ მოსწონთ ამერიკის დიქტატი და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ემხრობიან.

მოკლედ, მსოფლიო იცვლება და დონალდ ტრამპი პირველი რგოლია, რომელიც ამ ცვლილებებს, დომინოს პრინციპით, ჯაჭვურ რეაქციად გადააქცევს, ეს მშვენივრად ესმის ყველას, საქართველოს მთავრობის გარდა.

იქნებ ახლა მაინც გადახედოს ჩვენმა ხელისუფლებამ საგარეო კურსს და პრიორიტეტად ერთმორწმუნე რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება დაისახოს მიზნად, თორემ ნატო, ევროკავშირი და ვიზალიბერალიზაცია აქამდეც უტოპია იყო და, მით უმეტეს, უტოპიაა ახლა _ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ.

“ძალიან კარგი წერილი მომწერა პუტინმა”, _ განაცხადა ტრამპმა და იქვე უახლოეს დღეებში პუტინთან სატელეფონო საუბარიც დააანონსა საჯაროდ.

ასე რომ, ეს კაცი ყველაფერს გამჭვირვალედ აკეთებდა და აკეთებს და, არა მგონია, ეს გაბედულება ოვალურ კაბინეტში შესვლის შემდეგ დაკარგოს. ვიმედოვნებ, არ დაკარგავს და ეს გაბედულება ახლო მომავალში კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებში აისახება. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა კი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-რუსეთს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის განმუხტვით მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა იყოს დაინტერესებული, მათ შორის, უგუნური საქართველოც…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ნათლად, მარტივად და გასაგებადაა მომავალ გეოპოლიტიკურ შესაძლო განვითარებაზე. ლიბერალები, მსოფლიოში თავიანთი პოზიციების დასაბრუნებლად ტრამპის მოცილებას შეეცდებიან, ან შეიძლება პუტინის მიმართ არის დაგეგმილი სალიკვიდაციო ღონისძიება და ტრამპი თავის რიტორიკით ამერიკის ჯავშნადაა გამოყენებული

  2. დიდი მადლობა ბატონო დავით ღიად შეფასებისთვის მიმდინარე მოვლენების. ამ ქვეყანაში სკამების დათრვით არიან დაკავებულნი, საგარეო პოლიტიკა ახალი ხილია ამმათვის.ნიჭიერი,გულანთებული ხალხი უნდა იყვნენ მთავრობაში, როგორიც თქვენ ხართ. გისურვებთ წარმატებებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here