Home რუბრიკები პოლიტიკა კოჰაბიტაცია ამერიკულად

კოჰაბიტაცია ამერიკულად

582

„ჩვენ არც ”რესპუბლიკელები” ვართ, არც ”დემოკრატები”, პირველ რიგში ამერიკელები ვართ“. – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 9 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ობამამ ქვეყნის წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. 

”როდესაც არჩევნებს აგებ, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ მეორე დღეს აღიარებ და აცნობიერებ, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. ჩვენ არც ”რესპუბლიკელები” ვართ, არც ”დემოკრატები”, პირველ რიგში ჩვენ ამერიკელები ვართ, ჩვენ გახლავართ პატრიოტები. ჩვენ ვართ ის, რაც უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინ (8 ნოემბერს) ბატონი ტრამპის შენიშვნები როდესაც მოვისმინე და როდესაც ვესაუბრე მას, ეს დამოკიდებულება დავიჭირე. ამან გამაძლიერა. ეს გახლავთ ის, რაც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას – ერთიანობის შეგრძნება, პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი, კანონის უზენაესობა და რა თქმა უნდა ერთმანეთის პატივისცემა. იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით იმუშავებს ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე სულისკვეთებით აიღებს სტარტს მისი პრეზიდენტობა”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

ბარაკ ობამამ  ჰილარი კლინტონს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მან მადლობა გადაუხადა ასევე საკუთარი გუნდის წევრებსაც. ”მქონდა საშუალება ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, კლინტონთან მელაპარაკა. მე ნამდვილად ვამაყობ მისით. მას ბრწყონვალე კარიერა გააჩნდა საჯარო სამსახურში. სენატორი, სახელმწიფო მდივანი – მე ვამაყობ ამ პიროვნებით. ბევრი ამერიკელი მისი იმედით იყო და მისი ასეთი ბრძოლა იყო ისტორიული მომენტი, რომ ამ ქვეყნის ყველა ქალს შეუძლია მსგავსი დონის მიღწევა და დარწმუნებული ვარ, რომ იგი და მისი მეუღლე ბილ კლინტონი გააგრძელებენ მოღვაწეობას მსოფლიოს საკეთილდღეოდ… მე ასევე ვუთხარი ჩემს გუნდს, რომ მხრებში გასწორდნენ, რადგანაც სერიოზული სამუშაო ჩაატარეს ყოველდღე, ყოველგვარი საჯაროობის და ყურადღების გარეშე. ისინი მუშაობდნენ პოლიტიკის სხვადასხვა ძნელ უბნებზე, რათა მთავრობა უფრო ეფექტური გამხდარიყო. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ პრეზიდენტს ქვეყანას ვუტოვებთ უფრო ძლიერ სახელმწიფოს, ვიდრე გვქონდა”, -განაცხადა ბარაკ ობამამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here