Home რუბრიკები პოლიტიკა ნადეჟდა სავჩენკო აშშ-ს საერთაშორისო, ტექნიკური და სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

ნადეჟდა სავჩენკო აშშ-ს საერთაშორისო, ტექნიკური და სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

528

უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ იუწყება „ინტერპრესნიუსი“. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში სავჩენკო აღნიშნავს, რომ აშშ ყოველთვის ეხმარებოდა უკრაინელ ხალხს, თავის მისწრაფებაში „შეუერთდეს იმ ქვეყნების ოჯახს, რომლებიც დემოკრატიულ ფასეულობებს, სხვა სახელმწიფოების საზღვრების ხელშეუხებლობას და კანონის უზენაესობის პრინციპს იზიარებენ“.

სავჩენკო აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიის გამო უკრაინამ ტერიტორიების ნაწილი, ათი ათასობით სამხედრო, მოხალისე და სამოქალაქო პირი დაკარგა. სანქციების გამკაცრებასთან ერთად, ნადეჟდა სავჩენკო აშშ-ს საერთაშორისო, ტექნიკური და სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპი საპასუხო წერილს გამოაქვეყნებს, სადაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ახალი ადმინისტრაციის პოზიციას დააფიქსირებს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here