Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ რევოლუციის, რუსეთისა და მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადი

სტალინი _ რევოლუციის, რუსეთისა და მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადი

1148

უწინარესად, მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, კერძოდ, დირექტორის მოადგილე ლევან თაქთაქიშვილსა და მთავარ სპეციალისტ ნათია კობახიძეს იმ უნიკალური მასალების მოძიებაში დახმარებისთვის, რომლებსაც მკითხველს პერიოდულად მივაწვდი. მასალები ამოღებულია რუსეთის სოციალურპოლიტიკური ისტორიის სახელმწიფო არქივიდან. ფონდი 558 (სტალინი), აღწერა 1, საქმე # 3150.

სრ. საიდუმლოდ!

ენგელსის სტატიაზე “რუსული ცარიზმის საგარეო პოლიტიკის” შესახებ

გიგზავნით რა პოლიტბიუროს წევრებს ენგელსის სტატიას “რუსული ცარიზმის საგარეო პოლიტიკა”, საჭიროდ ვთვლი, მოვაყოლო შემდეგი შენიშვნები.

ამხანაგი ადორაცკი გვთავაზობს, “ბოლშევიკის” უახლოეს ნომერში, რომელიც ეძღვნება მსოფლიო იმპერიალისტური ომის მეოცე წლისთავს, დავბეჭდოთ ენგელსის ცნობილი სტატია “რუსული ცარიზმის საგარეო პოლიტიკა”, რომელიც პირველად გამოქვეყნდა საზღვარგარეთ 1890 წელს. მე ჩავთვლიდი სრულიად ნორმალურად, რომ შემოეთავაზებინათ ამ სტატიის დაბეჭდვა ენგელსის თხზულებათა კრებულში ან სხვა ისტორიულ ჟურნალში, მაგრამ ჩვენ გვთავაზობენ, დავბეჭდოთ იგი ჩვენს საბრძოლო ჟურნალ “ბოლშევიკის” იმ ნომერში, რომელიც ეძღვნება მსოფლიო იმპერიალისტური ომის მეოცე წლისთავს. როგორც ჩანს, თვლიან, რომ სტატია შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სახელმძღვანელო, ყოველ შემთხვევაში ღრმად გამაცნობიერებელი ჩვენი პარტიული მუშაკებისათვის, იმპერიალიზმისა და იმპერიალისტური ომების პრობლემების გამოკვლევის თვალსაზრისით. მაგრამ ენგელსის სტატიას, როგორც მისი შინაარსიდან ჩანს, მიუხედავად მისი ღირსებებისა, სამწუხაროდ, არ აქვს ასეთი თვისებები. გარდა ამისა, მას აქვს რიგი ისეთი ნაკლოვანებებისა, რომლებსაც, კრიტიკული შენიშვნების გარეშე გამოქვეყნების შემთხვევაში, შეუძლია დააბნიოს მკითხველი.

ამიტომ, მიზანშეუწონლად ვთვლი, ენგელსის სტატიის დაბეჭდვას “ბოლშევიკის” უახლოეს ნომერში.

და რა ნაკლოვანებებია ეს?

1. რუსული ცარიზმის დამპყრობლური პოლიტიკის დახასიათებისას და ამ პოლიტიკის სისაძაგლეებისთვის საკადრისის მიზღვისას ენგელსი მას ხსნის არა სამხედრო-ფეოდალურ-სავაჭრო ბობოლებისთვის ზღვებში გასვლის, საზღვაო პორტებში საგარეო ვაჭრობის გაფართოებისა და სტრატეგიული პუნქტების დაუფლების “მოთხოვნილებად”, არამედ იმით, რომ თითქოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის სათავეში იდგა უცხოელ ავანტიურისტთა ყოვლისშემძლე, მაგრამ ნიჭიერი ბანდა, რომელსაც ყოველთვის და ყველგან უმართლებდა, რომელსაც თავისი ავანტიურისტული მიზნის მიღწევის გზაზე შეეძლო დაეძლია ყველა დაბრკოლება და რომელიც მოხერხებულად აცურებდა ყველა ევროპელ მმართველს და საბოლოოდ მიაღწია იმას, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით გახადა ყოვლისშემძლე სახელმწიფო.

ენგელსის მიერ საკითხის ამგვარად დაყენება შეიძლება დაუჯერებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია.

“საგარეო პოლიტიკა, _ ამბობს ენგელსი, _ ეს უსათუოდ ის დარგია, რომელშიც ცარიზმი ძალიან, ძალიან ძლიერია. რუსული დიპლომატია ქმნის ერთგვარად ახალ იეზუიტურ ორდენს, საკმაოდ ძლიერს, რათა საჭიროების შემთხვევაში ძლიოს სამეფო ახირებებს და კორუფციის გავრცელებით აღკვეთოს ის თავის გარემოში. თავდაპირველად ეს ორდენი დაკომპლექტებული იყო უპირატესად გადაბირებული უცხოელებისგან, კორსიკელებისგან, მაგალითად, როგორიც იყო პოცო დი ბორგო, გერმანელებისგან, როგორებიც იყვნენ ნესელროდე, ლივენი. უცხოელი იყო მისი დამფუძნებელიც _ ეკატერინე მეორე”.

აქამდე სუფთა სისხლის მხოლოდ ერთმა რუსმა გორჩაკოვმა დაიკავა ამ ორდენში მაღალი თანამდებობა. მისი მონაცვლე უკვე კვლავ ატარებს უცხოურ გვარს.

ეს ფარული საზოგადოება თავდაპირველად დაკომპლექტებული იყო უპირატესად უცხოელებისგან და რუსეთის სახელმწიფო მის ამჟამინდელ სიძლიერემდე აწია. რკინისებური დაჟინებით მიიწევდა დასახული მიზნისკენ, არ გაჩერებულა არც ვერაგობის, არც ღალატის, არც მკვლელობის წინაშე, არ დახარბებულა მოსყიდვას, არ დამთვრალა გამარჯვებებით, წაგებისას არ დაცემულა სულით და, გადააბიჯა რა მილიონობით ჯარისკაცის გვამს და, სულ მცირე, ერთი მეფის გვამსაც, ამ ბანდამ, იმდენადვე უსინდისომ, რამდენადაც ნიჭიერმა, გააკეთა მეტი, ვიდრე მთელმა რუსულმა არმიამ, იმისათვის, რომ გაეფართოვებინა რუსეთის საზღვრები დნეპრიდან დვინამდე და ვისლას იქით, პრუტისკენ, დუნაისკენ, შავი ზღვისკენ, დონიდან ვოლგამდე და კავკასიის იქით, ამუდარიისა და სირდარიის სათავეებთან. ეს მან გახადა რუსეთი დიდი, ძლიერი, შიშის ჩამნერგავი და გაუხსნა მას გზა მსოფლიო მბრძანებლობამდე” (იხ. ენგელსის ზემოხსენებული სტატია).

შეგიძლიათ იფიქროთ, რომ რუსეთის ისტორიაში, მის საგარეო ისტორიაში, დიპლომატია შეადგენდა ყველაფერს, ხოლო მეფეები, ფეოდალები, ვაჭრები და სხვა სოციალური ჯგუფები _ არაფერს ან თითქმის არაფერს.

შეგიძლიათ იფიქროთ, რომ, თუ რუსეთის საგარეო პოლიტიკის სათავეში იქნებოდნენ არა უცხოელი ავანტიურისტები, ნესელროდესა და გირსის მსგავსნი, არამედ რუსი ავანტიურისტები, გორჩაკოვი და მისთანანი, მაშინ რუსეთის პოლიტიკა სხვა გზით წავიდოდა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დაპყრობითი პოლიტიკა თავისი სიბინძურეებითა და ჭუჭყით საერთოდ არ შეადგენდა რუსეთის მეფეების მონოპოლიას. ყველასათვის ცნობილია, რომ დაპყრობითი პოლიტიკა, აგრეთვე, თანამდევია ევროპის ქვეყნების მეფეებსა და დიპლომატებისა, მათ შორის, ისეთი ბურჟუაზიული ფორმაციის იმპერატორის, როგორიცაა ნაპოლეონი, რომელიც, მიუხედავად თავისი სამეფო წარმომავლობისა, წარმატებით იყენებდა თავის საგარეო პოლიტიკაში ინტრიგებსაც, ტყუილსაც, მზაკვრობასაც, პირფერობასაც, მხეცობასაც, მოსყიდვებსაც, მკვლელობებსაც, ცეცხლის წაკიდებასაც.

გასაგებია, რომ სხვაგვარად ვერც იქნებოდა.

ალბათ, თავის პამფლეტში რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ (ენგელსის სტატია კარგი პამფლეტია) ენგელსი ისე იყო გატაცებული, რომ ერთი წუთით დაივიწყა მისთვის კარგად ცნობილი ზოგიერთი ელემენტარული რამ.

2. ევროპის მდგომარეობის დახასიათებისას და მოახლოებული მსოფლიო ომის მიზეზებისა და პერსპექტივების ამოხსნისას ენგელსი წერს:

* “თანამედროვე ევროპის მდგომარეობა განისაზღვრება სამი ფაქტით: 1) გერმანიის მიერ ელზასისა და ლოტარინგიის ანექსიით; 2) მეფის რუსეთის კონსტანტინოპოლისკენ სწრაფვით; 3) პროლეტარიატის ბრძოლით ბურჟუაზიის წინააღმდეგ, რომელიც გაჩაღდა ყველა ქვეყანაში. ბრძოლით, რომლის თერმომეტრად იქცა სოციალისტური მოძრაობის საყოველთაო აღმასვლა”.

* “პირველი ორი ფაქტით განპირობებულია თანამედროვე ევროპის ორ დიდ სახელმწიფო ბანაკად დაყოფა. ელზას-ლოტარინგიის ანექსიამ საფრანგეთი აქცია რუსეთის მოკავშირედ გერმანიის წინააღმდეგ, კონსტანტინოპოლისთვის სამეფო მუქარა გერმანიის მოკავშირედ აქცევს ავსტრიასა და იტალიასაც კი. ორივე ბანაკი ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ომისთვის, რომლის მსგავსიც ჯერ არ უნახავს სამყაროს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდება ათიდან თხუთმეტ მილიონამდე შეიარაღებული მებრძოლი. მხოლოდ ორი გარემოება აბრკოლებდა აქამდე ამ საშინელი ომის აფეთქებას: პირველი _ საომარი ტექნიკის სწრაფი განვითარება, როცა ყოველ ახალგამოგონილი იარაღის ნიმუშს, სანამ მოასწრებენ მის შეტანას თუნდაც ერთ არმიაში, წინ უსწრებს ახალი გამოგონებები; და მეორე _ შანსების გათვლის აბსოლუტური შეუძლებლობა, თუ ვინ გამოვა საბოლოოდ გამარჯვებული ამ გიგანტური ბრძოლიდან”.

* “ამ მსოფლიო ომის ეს საფრთხეები გაქრება იმ დღეს, როდესაც რუსეთში საქმეები შემოტრიალდება ისე, რომ რუსი ხალხი შეძლებს, ჯვარი დაუსვას თავისი მეფეების ტრადიციულ დამპყრობელ პოლიტიკას და, მსოფლიო ბატონობის ფანტაზიის ნაცვლად, დაკავდეს თავისი ცხოვრების ინტერესებით ქვეყნის შიგნით, ინტერესებით, რომლებსაც უკიდურესი საფრთხე ემუქრება”.

* “რუსეთის ეროვნული კრება, რომელიც მოინდომებს, გაუმკლავდეს თუნდაც ყველაზე გადაუდებელ საშინაო ამოცანებს, იძულებული შეიქნება, ბოლო მოუღოს ახალი დაპყრობებისკენ ყოველგვარ სწრაფვას”.

* “ევროპა მზარდი სისწრაფით, როგორც დახრილ სიბრტყეზე, მიექანება გაუგონარი ძალისა და შესაძლებლობების მსოფლიო ომის უფსკრულში. იგი შეიძლება შეაჩეროს მხოლოდ ერთმა რამემ _ რუსეთში წყობილების შეცვლამ. ეს რომ უნდა მოხდეს უახლოეს წლებში, არავითარ ეჭვს არ იწვევს”.

* “იმ დღეს, როდესაც დაემხობა სამეფო ძალაუფლება, საერთო ევროპული რეაქციის ბოლო საყრდენი, ევროპაში დაუბერავს სულ სხვა ქარი”.

შეუძლებელია, არ აღინიშნოს, რომ ევროპის მდგომარეობის ამ დახასიათებასა და მიზეზების ნუსხაში, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ომი, გამორჩენილია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშა, სახელდობრ, იმპერიალისტური ბრძოლა კოლონიებისათვის, გასაღების ბაზრისთვის, ნედლეულის წყაროებისთვის, რომელსაც უკვე იმხანად ჰქონდა სერიოზული მნიშვნელობა; გამორჩენილია ინგლისის როლი, როგორც მოახლოებული მსოფლიო ომის ფაქტორი, გერმანიასა და ინგლისს შორის წინააღმდეგობის მომენტი, წინააღმდეგობებისა, რომლებსაც უკვე მაშინ ჰქონდა სერიოზული მნიშვნელობა და რომლებმაც შემდგომ ითამაშა განმსაზღვრელი როლი მსოფლიო ომის წარმოშობასა და განვითარებაში.

ვფიქრობ, რომ ეს უკმარისობა შეადგენს ენგელსის სტატიის მთავარ ნაკლოვანებას.

ამ ნაკლოვანებიდან გამომდინარეობს შემდეგი ნაკლოვანებები, რომელთაგან ურიგო არ იქნება აღინიშნოს შემდეგი:

) გადაფასება მეფის რუსეთის კონსტანტინოპოლისაკენ სწრაფვის როლისა მსოფლიო ომის მოახლოების საქმეში. მართალია, თავდაპირველად ენგელსი ომის ფაქტორებში პირველ ადგილზე აყენებს გერმანიის მიერ ელზას-ლოტარინგიის ანექსიას, მაგრამ შემდეგ უკანა პლანზე სწევს ამ მომენტს და წინა პლანზე გამოაქვს მეფის რუსეთის სწრაფვა დაპყრობისკენ; ამტკიცებს, რომ “ამ მსოფლიო ომის მთელი ეს საშიშროება გაქრება იმ დღეს, როდესაც რუსეთში საქმეები შემოტრიალდება ისე, რომ რუსი ხალხი შეძლებს დაუსვას ჯვარი თავისი მეფეების ტრადიციულ დამპყრობლურ პოლიტიკაზე”.

ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებაა.

) გადაფასება რუსეთში ბურჟუაზიული რევოლუციის როლისა და “რუსული ეროვნული კრების” (ბურჟუაზიული პარლამენტი) როლისა მოახლოებული მსოფლიო ომის თავიდან აცილების საქმეში. ენგელსი ამტკიცებს, რომ რუსეთის ცარიზმის დაცემა მსოფლიო ომის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა. ეს აშკარად გადაჭარბებულია. ახალი ბურჟუაზიული წყობა რუსეთში მისი “ეროვნული კრებით” ვერ შეძლებდა, თავიდან აეცილებინა ომი თუნდაც იმიტომ, რომ ომის მთავარი ზამბარები ჩადებული იყო ძირითად იმპერიალისტურ სახელმწიფოებს შორის იმპერიალისტური ბრძოლის სიბრტყეში. საქმე ის არის, რომ ყირიმის დამარცხების დღიდან (გასული ასწლეულის ორმოცდაათიანი წლები) ცარიზმის დამოუკიდებელმა როლმა ევროპის საგარეო პოლიტიკის დარგში მნიშვნელოვნად იწყო დაცემა, ხოლო მსოფლიო იმპერიალისტური ომის წინა მომენტამდე მეფის რუსეთი არსებითად ასრულებდა დამხმარე რეზერვის როლს ევროპის მთავარი სახელმწიფოებისთვის.

) “სამეფო ძალაუფლების როლი, როგორც “საერთო ევროპული რეაქციის ძლიერი საყრდენი” (ენგელსის სიტყვებია). სამეფო ძალაუფლება რუსეთში რომ იყო საერთო ევროპული რეაქციის ძლიერი საყრდენი (აგრეთვე, აზიური), ამაში საეჭვო არაფერია. მაგრამ ის, რომ მას შეეძლო ყოფილიყო ამ რეაქციის ბოლო საყრდენი, ამაში ეჭვის შეტანა დასაშვებია.

უნდა აღინიშნოს, რომ ენგელსის სტატიის ეს ნაკლოვანებები წარმოადგენს არა მხოლოდისტორიულ ღირებულებებს”, არამედ მათ აქვთ ან უნდა ჰქონდეთ კიდევ პრაქტიკული მნიშვნელობაც. სინამდვილეში: თუ იმპერიალისტური ბრძოლა კოლონიებისთვის და გავლენის სფეროები გამოტოვებულია მხედველობიდან, როგორც მოახლოებული მსოფლიო ომის ფაქტორი, თუ, აგრეთვე, გამორჩენილია მხედველობიდან ინგლისსა და გერმანიას შორის იმპერიალისტური წინააღმდეგობები, თუ გერმანიის მიერ ელზასისა და ლოტარინგიის ანექსია, როგორც ომის ფაქტორი, გადაწეულია უკანა პლანზე რუსული ცარიზმის კონსტანტინოპოლისკენ სწრაფვასთან შედარებით, როგორც ომის უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი, თუ, ბოლოს და ბოლოს, რუსული ცარიზმი წარმოადგენს საერთო ევროპული რეაქციის ბოლო საყრდენს, ნუთუ გასაგები არ არის, რომ ომი, ვთქვათ, ბურჟუაზიული გერმანიისა მეფის რუსეთთან არის არა იმპერიალისტური, არა მძარცველური, არა სახელმწიფოებრივი ომი, არამედ განმათავისუფლებელი ან თითქმის განმათავისუფლებელი ომი?!

ნუთუ შეიძლება საეჭვო იყოს, რომ მსგავსს აზროვნებას შეეძლო შეემსუბუქებინა გერმანიის სოციალ-დემოკრატიის დაცემა 1914 წლის 4 აგვისტოს, როდესაც მან გადაწყვიტა, ხმა მიეცა სამხედრო კრედიტებისათვის და გამოაქვეყნა მეფის რუსეთისგან, ე.წ. რუსული ბარბაროსობისაგან, ბურჟუაზიული სამშობლოს დაცვის ლოზუნგი და ა.შ.

დამახასიათებელია, რომ ბებელისადმი მიწერილ წერილებში, რომლებიც დაიწერა 1891 წელს (ენგელსის სტატიის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ) და რომლებშიც ლაპარაკია მოახლებული ომის პერსპექტივებზე, ენგელსი პირდაპირ ამბობს, რომ “გერმანიის გამარჯვება არის რევოლუციის გამარჯვებაა”, “თუ რუსეთი დაიწყებს ომს რუსეთის მოკავშირეებთან, ვინც უნდა იყვნენ ისინი”.

გასაგებია, რომ ამგვარი აზროვნებისას არ რჩება ადგილი რევოლუციური დამარცხებისთვის, იმპერიალისტური ომის სამოქალაქო ომად გადაქცევის ლენინური პოლიტიკისთვის.

ამგვარად არის საქმე ენგელსის სტატიის ნაკლოვანებების შესახებ.

როგორც ჩანს, ენგელსმა, აღშფოთებულმა ფრანკორუსული კავშირის მოგვარებით (1890-1891.), რომელიც თავისი მახვილით მიმართული იყო ავსტროგერმანული კოალიციის წინააღმდეგ, თავის სტატიაში მიზნად დაისახა, თავს დასხმოდა რუსული ცარიზმის საგარეო პოლიტიკას და მისთვის დაეკარგა ყოველგვარი ნდობა ევროპისა და, უწინარესად, ინგლისის საზოგადოებრივი აზრის თვალში, მაგრამ, მიილტვოდა რა ამ მიზნისკენ, მას მხედველობიდან გამორჩა სხვა რიგი მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი მომენტიც კი. ამის შედეგია სტატიის ცალმხრივობა.

ღირს კი, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რომ ენგელსის სტატია დაიბეჭდოს ჩვენს საბრძოლო ორგანო “ბოლშევიკში”, როგორც სახელმძღვანელო სტატია ან ღრმად შემეცნებითი, რადგან გასაგებია, მისი დაბეჭდვა “ბოლშევიკში” ნიშნავს, მას ჩუმად მიეცეს ზუსტად ასეთი რეკომენდაცია?

ვფიქრობ, არ ღირს.

1934. 19 ივლისი.

 . სტალინი

(გამოუქვეყნებელი მასალა. სტალინის პირადი არქივი. საქმე 3150)

სტალინის, როგორც რევოლუციის ბელადის, რუსეთისა და მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ცალკე თემად განხილვა, სწორედ იმ არქივმა და საარქივო მასალებმა გადამაწყვეტინა, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ. სხვა ძვირფას საარქივო მასალებს შორის აღმოჩნდა ენგელსის ერთ-ერთი ნაშრომის სტალინის მწვავე კრიტიკა რუსეთის იმპერიისა და იმპერატორთა მიმართ არასწორი შეფასებების გამო, რომელმაც მტკიცედ ჩამომიყალიბა აზრი იმის შესახებ, რომ სტალინი ყველა შემთხვევასა და ყველა მდგომარეობაში რუსეთისა და სიმართლის დამცველია.

რით ვერ გაიგეს ქართველმა და რუსმა ხალხებმა ეს რეალობა, როდესაც არა სტალინის თანამედროვე, არა მისი საქმის გამგრძელებელი, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, თანამედროვე გეოპოლიტიკის არქიტექტორი, სტალინზე ამბობს, რომ:

სტალინი დემოკრატიული ქვეყნების სხვა ლიდერებზე მეტად მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანად შესწავლას და რწმენით, რომ ის იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ნაციონალურ ინტერესებს; ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადული ინტერესების ტვირთით”.

ან ავიღოთ ამერიკელი პროფესორის, სოვეტოლოგისა და მწერლის _ ალექს დე ჯონგის სიტყვები: “ჰიტლერს სსრკ რომ დაემარცხებინა, არ იქნებოდნენ რუსები, ფრანგები, ინგლისელები, ამერიკელებიც აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა… ამიტომ სტალინის სახელთანაა დაკავშირებული ყოველი ჩვენგანის არსებობა”.

შვიდჯერ დაპატიმრებული და გადასახლებიდან ექვსჯერ გამოქცეული სტალინი 1917 წლის მარტში საბოლოოდ ჩავიდა რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტროგრადში.

ბურჟუაზიულმა რევოლუციამ რუსეთში ყველა პოლიტიკური პარტია სანაგვეზე მოისროლა. ყველა მოქმედი დიდი თუ პატარა პარტია ცდილობდა, ახალი ადგილი მოეძებნა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ რევოლუციური მუხტი უკვე განელებული იყო. პოლარულღამეებნათევმა სტალინმა, რომელიც პეტერბურგში 1917 წლის 12 მარტს ჩავიდა, თავისი ტუსაღის ზურგჩანთიდან რუსეთის პროლეტარიატის უკვე მოფიქრებული და ფურცელზე გადატანილი გენერალური გეგმა ამოიღო, რომელიც ზებუნებრივი ძალით გაანგარიშებულ და შემუშავებულ პროგრამას ჰგავდა და ეყრდნობოდა შემდეგ დასკვნას: “აუცილებელია, 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შედეგების ლიკვიდაცია და რუსეთის სახელმწიფოს მოსალოდნელი კატასტროფისგან ხსნა, “რუსული სმუტის” თავიდან აცილება”.

პროფესორი ვახტანგ გურული თავის გენიალურ ნაშრომშისტალინის დიდი ექსპერიმენტიწერს:

“რუსი ბოლშევიკების ლიდერი ვლადიმერ ლენინი პეტროგრადში 1917 წლის 3 აპრილს დაბრუნდა. 7 აპრილს “პრავდაში” გამოაქვეყნა ცნობილი “აპრილის თეზისები”, რომელშიც მოცემული იყო მომხდარის შეფასება და ბოლშევიკთა სამოქმედო პროგრამა. ვ. ლენინის “აპრილის თეზისების” ძირითადი დებულებები აღებულია 1917 წლის მარტში გამოქვეყნებული ი. სტალინის შემდეგი ნაშრომებიდან: “მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების შესახებ” (14 მარტი), “ომის შესახებ” (16 მარტი), “რუსეთის რევოლუციის გამარჯვების პირობების შესახებ” (18 მარტი), “ნაციონალურ შეზღუდვათა შესახებ” (25 მარტი).

ამრიგად, 1917 წლის 25 მარტისთვის სტალინს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შედეგების ლიკვიდაციის გეგმა, რომლის ყველა ძირითადი დებულება უცვლელად აიღო ვ. ლენინმა. აშკარა პლაგიატის ფაქტი დოკუმენტურადაა დადასტურებული. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მეტად საყურადღებო მოვლენა: ი. სტალინისა და ვ. ლენინის ასეთი დამოკიდებულება 1917 წლის 24 ოქტომბრამდე _ გადატრიალების წინა დღემდე. ი. სტალინი მისთვის დამახასიათებელი სიმარტივითა და აზრის სინატიფით წამოაყენებდა რაიმე დებულებას, ლენინი კი იმავე დებულებას მისთვის დამახასიათებელი, რთული, გაუგებარი, სიცხადეს მოკლებული ენით რამდენიმე დღის შემდეგ მიითვისებდა ხოლმე.

ლენინის ილუზია პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობის შესახებ სავსებით გაფანტა 1905_1907 წლების რევოლუციამ. რუსეთი ის ქვეყანა იყო, რომელშიც მეჯინიბე ან გაკრეჭილი ბერი შეიძლებოდა მეფის ტახტზე დამჯდარიყო, მაგრამ რუსეთი ის ქვეყანაც იყო, რომელშიც მეფე-მამის მისიის აღსრულება ყველას არ შეეძლო. რევოლუციამ, მისმა მსვლელობამ და მარცხმა ლენინი, როგორც მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე, გააკოტრა. იგი ახალს ვერაფერს ქმნიდა, თავს ისევ მარქსისტად ასაღებდა, კვლავ ერთ ადგილს ტკეპნიდა.

ასეთ ვითარებაში რუსეთში განგებისგან განსაზღვრული მისიის აღსრულებას იწყებს იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი). იოსებ სტალინის წინასწარმეტყველება ახდა. 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ რუსეთის იმპერია დაანგრია და პოლიტიკური პარტიებისთვის ფართო სამოქმედო ასპარეზი გადაშალა. იოსებ სტალინის ზებუნებრივმა ნიჭმა და ენერგიამ გასაქანი ჰპოვა და ის თავისი მისიის შესრულებას შეუდგა. ი. სტალინის ამ მისიის შესრულება მარქსისტის მანტიამოსხმულს მოუხდა. იმხნად სტალინს მის მიერ ახალი მოძღვრების შექმნაზე რომ დაეწყო ლაპარაკი, იგი უნდა დაპირისპირებოდა ლენინსა და მთელ ბოლშევიკურ პარტიას. ეს ძალზე გაართულებდა პოლიტიკური მიზნის განხორციელებისთვის ბრძოლას. მარქსისტის სამოსელი კი სტალინს სულაც არ უშლიდა ხელს ჩანაფიქრის აღსრულებაში.

1917 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკური პარტიის გამარჯვება სულაც არ იყო განპირობებული მარქსიზმის ყოვლისშემძლეობით, იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა. 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამდე რუსეთი ისტორიული პროცესის განვითარების კანონზომიერებამ მიიყვანა. პოლიტიკურ პარტიებს რევოლუციის მომზადებასა და განხორციელებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშიათ. პოლიტიკური პარტიებისთვის ფართო სამოღვაწეო ასპარეზი შექმნა თებერვალ-მარტის რევოლუციამ. ხელისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიათა შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკების პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქსიზმს, არა ლენინიზმს, არამედ სოციალისტური მოძღვრების ახალ მიმდინარეობას _ სტალინიზმს (პროფ. ვ. გურული, “სტალინის დიდი ექსპერიმენტი”, გვ. 34).

(გაგრძელება იქნება)

1 COMMENT

  1. დიდება დიდ სტალინს! დიდება სოციალისტური სახელმწიფოს-სსრკ-ს შემქმნელს! დიდება დიდ სტალინს დიდი სამამულო ომის უდიდეს მხედათმთავარს, უდიდეს გენრასიმუსს! ნეტავ დღესაც გვყავდეს ერთი სტალინი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here