Home რუბრიკები პოლიტიკა “ფოქს ნიუსი”: საარჩევნო თაღლითობისთვის _ ციხე

“ფოქს ნიუსი”: საარჩევნო თაღლითობისთვის _ ციხე

527

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შტატების სამ მოქალაქეს ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინეს, რომელიც საარჩევნო თაღლითობას ეხება.

ვაფალა მასაკუას 40 წლით პატიმრობა ემუქრება, თუ დაუმტკიცდა, რომ რეგისტრაციაში ატარებდა არარსებულ ამომრჩევლებს. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, 30 წლის მასაკუა ერთ-ერთი რეგიონული “პროპაგანდისტური ჯგუფისთვის” მუშაობდა, რომლის არაკანონიერი საქმიანობის შესახებ ადგილობრივმა მოხელეებმა შეიტყვეს.

ფლორიდაში 74 წლის გლედის კოეგო დააპატიმრეს, რომელიც მისმა კოლეგებმა, რომლებთან ერთადაც მუშაობდა ამომრჩეველთა რეგისტრაციის ბიუროში, ამხილეს ხმის მიცემის შედეგების გაყალბებაში ადგილობრივი მერის ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ. მზიან შტატშივე ამხილეს 33 წლის ქალი _ ტომიკა კერგილი, რომელმაც შეავსო ხუთი სარეგისტრაციო ფორმა ამომრჩეველთა თანხმობის გარეშე. გამოძიების ინფორმაციით, კერგილი უწინ ამავე ხერხით აყალბებდა სარეგისტრაციო ფორმებს არარსებულ ამომრჩევლებზე, ასევე, ზოგიერთ გარდაცვლილ ადამიანზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here