Home რუბრიკები საზოგადოება დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

623

ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში

1990 წლის 14 ნოემბერს ლუქსემბურგის პარლამენტის წინაშე წარდგა პრემიერმინისტრი ჟაკ სანტერი და დაადასტურა, რომ ნატოსთან დაკავშირებული საიდუმლო არმია დიდ საჰერცოგოშიც არსებობდა. “ის, რითაც დაკავებული იყო ეს არმია ქსელის არსებობის პერიოდში, შემოიფარგლებოდა მათი მისიის მომზადებით, რომელიც გულისხმობდა მოწინააღმდეგის ზურგში საბრძოლო მოქმედების ასათვისებელ წვრთნას და მოკავშირეებთან კოორდინაციის გაძლიერების ღონისძიებების შესწავლას”. ლუქსემბურგის პარტიამწვანე ალტერნატივის წარმომადგენლის _ ჟან ჰუსის წინადადებას, რომ დაწყებულიყო საპარლამენტო დებატები ამ თემაზე და ჩამოეყალიბებინათ საგამოძიებო საპარლამენტო კომისია, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

საერთაშორისო პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც დამოწმებული იყო ლისაბონში პორტუგალიის რადიოსადგურით გადაცემული ცნობა, 1950-იან წლებში “გლადიოს” უჯრედების აქტიური მოქმედების შესახებ დოქტორ სალაზარის დიქტატურის მხარდასაჭერად, მოქმედება მთავრობამ კატეგორიულად უარყო.

1990 წლის 16 ნოემბერს პორტუგალიის თავდაცვის მინისტრმა ფერნანდო ნოგეირამ განაცხადა, რომ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ პორტუგალიაში არსებობდა “გლადიოს” არმიის რაიმე ფილიალი, და რომ არც მის სამინისტროში, არც პორტუგალიის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ ჰქონდათ არავითარი ინფორმაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად შეეხებოდა პორტუგალიაში “გლადიოს” სტრუქტურის არსებობას ან მოქმედებას”. მაგრამ გადამდგარი გენერალი არ დაეთანხმა მთავრობას და ანონიმურობის პირობის დაცვის საფუძველზე დაუდასტურა პრესას, რომ პორტუგალიაში ნამდვილად არსებობდა საიდუმლო ქვედანაყოფები და მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევდა თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და კოლონიების საქმეთა სამინისტრო.

მეზობელ ესპანეთში, ისევე, როგორც პორტუგალიაში “ცივი ომის” განმავლობაში, დამყარებული იყო მემარჯვენე დიქტატურა, რომელიც პოლიტიკურ ოპოზიციას ტერორისა და წამების მეშვეობით ებრძოდა. 1980-იანი წლების დასაწყისში ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ალბერტო ოლიარტი მიიჩნევდა, რომარასერიოზულიიყო კამათი საკითხზე, მოქმედებდა თუ არა ფრანკოს დიქტატურის დროს მემარჯვენე მიმართულების საიდუმლო არმია, რადგან ამ დროსგლადიოთვითონ იყო მთავრობა.

დანიის თავდაცვის მინისტრი კნუდ ენგაარდი საზოგადოებრიობის ზემოქმედების შედეგად იძულებული შეიქნა, წარმდგარიყო ფოლკეტინგის (დანიის პარლამენტი) წინაშე 21 ნოემბერს. მან უარყო ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ორგანიზაციების არსებობა, რომლებსაც მხარს ნატო უჭერდა. “შემდეგი ინფორმაცია საიდუმლო სამსახურების ოპერაციის შესახებ ოკუპაციის შემთხვევაში არის მასალა გრიფითსაიდუმლო”, _ ხაზი გაუსვა თავდაცვის მინისტრმა, _ ამიტომ აკრძალული მაქვს, გავამჟღავნო რაიმე ინფორმაცია დანიის პარლამენტში”.

პარლამენტის წევრმა პელე ვოიტმა შეკითხვაზე, ვინ წამოჭრა “გლადიოს” თემა ფონკეტინგში, აღნიშნა, რომ “თავდაცვის მინისტრის პასუხი წინააღმდეგობრივი იყო და მივიღეთ არაპირდაპირი პასუხი იმაზე, რომ დანიაშიც იყო “გლადიოს” საიდუმლო ნაწილები. ამის შემდეგ საიდუმლო ქვედანაყოფების შესახებ აზრთა გაცვლა პარლამენტის სპეცსამსახურების საქმიანობის მეთვალყურეობის კომიტეტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

როცა ნორვეგიის პრესამ მთავრობასგლადიოსშესახებ შეკითხვით მიმართა, მიიღო ლაკონური კომენტარი კონტინენტზე საიდუმლო არმიის არსებობის შესახებ: “ჰანსენის სიტყვები ჯერ ისევ ძალაში”, _ განმარტა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ერიკ სენსტადმა. 1978 წელს, მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა საიდუმლო ქვედანაყოფების არსებობა ნორვეგიის ტერიტორიაზე, თავდაცვის მინისტრი როლფ ჰანსენი იძულებული გახდა, პარლამენტის წინაშე ეღიარებინა საიდუმლო არმიის არსებობა. კონტრადმირალი იან ინგებრისტენი, რომელიც 1985 წელს თადარიგში გავიდა და დაინიშნა დაზვერვის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელად, დაჟინებით იმეორებდა, რომ ასეთი გასაიდუმლოება ლოგიკურია: “ამაში საეჭვო არაფერია, ამიტომ მათი მოღვაწეობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს”.

3 დეკემბერს თურქეთის მმართველმა ელიტამ გაავრცელა განცხადება “გლადიოს” საიდუმლო ქვედანაყოფების არსებობის შესახებ. თურქეთის სამხედრო ძალების ოპერატიული სამმართველოს უფროსმა დოღან ბეიაზითმა და თურქეთის სპეცდანიშნულებს ძალების სარდალმა ქემალ იილმაზმა დაადასტურეს თურქეთში ნატოს საიდუმლო არმიის არსებობა, რომელსაც კურატორობდა საბრძოლო ოპერაციების სპეციალური დეპარტამენტი. ამ ქვედანაყოფების მთავარი ამოცანა იყო “წინააღმდეგობის ორგანიზება კომუნისტური ოკუპაციის შემთხვევაში”. მაშინ, როცა გენერლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ თურქული “გლადიოს” მონაწილენი ნამდვილი პატრიოტები არიან, პრესა და ყოფილი პრემიერმინისტრი ბიულენტ ეჯევითი ამტკიცებდნენ, რომ თურქეთის საიდუმლო ქვედანაყოფები, რომლებიც მოწინააღმდეგის საოკუპაციო ჯარებთან საბრძოლველად იყო შექმნილი, ხშირად მონაწილეობდნენ წამებაში, მკვლელობაში, თავდასხმებში, ასევე, გადატრიალების ორგანიზებაში, და მათ გამოიყენებდნენ ქვეყანაში ქურთი უმცირესობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთი განცხადებების შემდეგ თურქეთის მმართველმა სამხედრო ელიტამ უარი თქვა, ეპასუხა პარლამენტისა და სამოქალაქო მინისტრების შეკითხვებზე, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გირეიმ კი გააფრთხილა, რომ ეჯევითმა უნდა დახუროს თავისი ეშმაკისეული პირი”.

ქვედანაყოფები, რომლებიც შექმნილი იყო საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად, განაგრძობდნენ თავიანთ ოპერაციებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1995 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ თავის მოხსენებაში ადამიანის უფლებათა შესახებ აღნიშნა, რომ თურქეთის “ცნობილი და სანდო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ქურთების ლიდერები, ასევე რიგითი ქურთები ამტკიცებენ, რომ თურქეთის მთავრობა თვალს ხუჭავს, ზოგან კი თავად მონაწილეობს სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობებში”. სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში განმარტებულია, რომ “უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ დადასტურებულია თურქეთში ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ ოკუპაციის შემთხვევაში გამოსაყენებლად შექმნილი საიდუმლო ქვედანაყოფები დაკავშირებულია სპეციალური დანიშნულების ჯარებთან და რომ მათ განახორციელეს რამდენიმე “საიდუმლოებით მოცული მკვლელობა”.

ამერიკელი ჟურნალისტი ქალი ლუსი კომისარი შეეცადა, მიეღო მეტი ინფორმაცია, მაგრამ გაარკვია, რომ მისი მთავრობა ძლიერ განსხვავდება თურქეთის მთავრობისგან საიდუმლოების დაცვის რეჟიმის განხორციელების თვალსაზრისით. “რაც შეეხება ვაშინგტონის როლს, პენტაგონი არასოდეს გასცემდა ინფორმაციას იმის შესახებ, უწევს თუ არა იგი მატერიალურ ან სხვა სახის დახმარებას საომარი ოპერაციების დეპარტამენტს. იგი არ უპასუხებს ამ თემატიკის არც ერთ საკითხს”.

ჟურნალისტს კვლავ არ მისცეს ინფორმაცია: “ყველა ოფიციალურმა პირმა განმიმარტა, რომ არაფერი იციან ამ საკითხზე და, თუ რამ შეიძლება იყო კიდეც, დიდი ხნის წინათ და არ დარჩა, ალბათ, არავითარი მტკიცებულება. ან ის, რაც მე აღვწერე, იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია, და მათ არ შეუძლიათ რაიმე ინფორმაციის მოწოდება”.

პენტაგონის ერთ-ერთმა ისტორიკოსმა იკითხა: “მხედველობაში გაქვთ საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ? ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია”.

1996 წლის 3 ნოემბერს სტამბოლიდან 100 კილომეტრით დაშორებულ სოფელ სუსურლიკთან შავი “მერსედესი” ტრაქტორს შეეჯახა. ავტოკატასტროფაში დაიღუპა საოკუპაციო ჯარებთან ბრძოლის თურქეთის საიდუმლო ქვედანაყოფების ფუნქციონერი, მაღალი თანამდებობის პოლიციელი და პარლამენტის წევრი. ბევრისთვის ეს იყო აშკარა მტკიცებულება იმისა, თუ რა მჭიდროდაა ჩათრეული მთავრობა საიდუმლო ქვედანაყოფების მონაწილეობით წარმოებულ ბინძურ ომში. ათასობით ადამიანმა მოაწყო პროტესტი “უმოქმედო სახელმწიფოს” წინააღმდეგ და მოითხოვა ქვეყნის “კრიმინალური ბანდებისგან” გაწმენდა.

1998 წლის იანვარში პრემიერმინისტრი მესუთ იილმაზი იძულებული შეიქნა, მილიონობით ტელემაყურებლისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია შვიდთვიანი საპარლამენტო გამოძიების შედეგების შესახებ სოფელ სუსურლიკთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე. “დავინახეთ საშინელი სურათი სამარცხვინო სისაძაგლის”, _ ასე დაიწყო მან თავისი განცხადება. და შემდეგ აღიარა, “რომ სადამსჯელო რაზმები შექმნილი იყო სახელმწიფოს შიგნით. სახელმწიფო სრულად იყო საქმის კურსში, რაც ხდებოდა”.

1990 წლის 22 ნოემბერს, “გლადიოს” გარშემო ატეხილი სკანდალი ევროკავშირის პარლამენტმა განიხილა. იმხანად ევროკავშირში გაერთიანებული იყო 12 ქვეყანა, ყველა, როგორც ერთი ამ სკანდალში იყო ჩათრეული. იმ პერიოდში უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკის წარმოება ჯერ კიდევ ექვემდებარებოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუვერენულ კონტროლს.

“ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, არსებობს ერთი ფუნდამენტური მორალური და პოლიტიკური აუცილებლობა იმ ახალი ევროპის მიმართ, რომელსაც თანდათან ვაშენებთ”, _ ამ ბრძნული სიტყვებით გახსნა იტალიელმა პარლამენტარმა ფალკიმ სხდომა, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეძღვნებოდა. “ამ ევროპას არ ექნება მომავალი, თუ იგი არ იქნება აგებული სიმართლეზე, თავისი ინსტიტუტების სრულ გამჭვირვალობაზე დემოკრატიის წინააღმდეგ წარმოებული ფარული შეთქმულებების მიმართ, რომლებმაც ისტორია თავდაყირა დააყენეს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ბევრ ევროპულ ქვეყანაში”. ფალკი ამტკიცებდა, რომ “მომავალი… არ გვექნება, თუ უარს არ ვიტყვით იდეაზე, ვიცხოვროთ ორმაგ სახელმწიფოში. პირველი ღია და დემოკრატიულია, მეორე _ საიდუმლო რეაქციულია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, “გლადიოს” კერძოდ რომელი და რამდენი ქსელი მოქმედებს ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებში”.

პარლამენტის წევრმა დიურიმ გაიზიარა ეს შეშფოთება და განაცხადა: “გლადიოს” ამ საქმეში ჩვენ ყველაზე უფრო შეგვაშინა იმან, რომ ამ ქსელებს შეეძლოთ ეარსებათ დემოკრატიული პოლიტიკური ხელისუფლების თვალთახედვისა და კონტროლის მიღმა. ვფიქრობ, ეს ფუნდამენტური საკითხია, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ”. დიურიმ დაასკვნა, რომ უნდა ჩატარდეს “გლადიოს” საქმის გამოკვლევა. “ვფიქრობთ, რომ ნათელი უნდა გახდეს ყველაფერი, რაც ამ საქმესთან არის დაკავშირებული, რათა გავერკვეთ არსში და თავიდან ავიცილოთ საკითხის გადაჭრის გაჭიანურება… აგრეთვე, არ დავუშვათ არავითარი ცდუნება იმისა, რომ ბრძოლის ამგვარი მეთოდები გავრცელდეს სხვა ორგანიზაციებზე”. ამასთანავე, მან წამოაყენა წინადადება ნატოს როლის გამოძიების შესახებ. თუმცა, “როცა საქმე ეხება ნატოს ან ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების შტაბის პასუხისმგებლობას, არა მგონია, შეთქმულებაზე შეიძლებოდეს ლაპარაკი”, _ თქვა მან, _ მაგრამ, ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩავიკლათ სურვილი სიმართლის გაგების და გულგრილნი არ უნდა დავრჩეთ ყველას და ყველაფრის მხილების მიმართ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი “გლადიოს” არმიიდან მუშაობს ნატოს კომიტეტებში”. თავისი გამოსვლა მან ასე შეაჯამა: “მე ვგრძნობ, რომ ამ პრობლემების გამოაშკარავება ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია”.

სისტემა გლადიო ოთხი ათეული წლის განმავლობაში მოქმედებდა სხვადასხვა სახელწოდებით, _ მიმართა ევროპარლამენტს საბერძნეთის პარლამენტარმა ეფრემიდისმა, _ სისტემა ფარულად მუშაობდა და ჩვენ შეგვიძლია მივაწეროთ მას დესტაბილიზაციის ყველა პროცესი, ყველა პროვოკაცია და ყველა ტერაქტი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა ამ ორმოცი წლის განმავლობაში, და შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ თუ არაპირდაპირგლადიოჩართული უნდა ყოფილიყო ამ პროცესებში”. ეფრემიდისმა მკაცრად გააკრიტიკა საიდუმლო არმიების ქსელი: “საქმე ის არის, რომგლადიოშექმნილი იყო ნატოსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ, რომელთაც განზრახული ჰქონდათ, დაეცვათ დემოკრატია, ფაქტობრივად კი, ძირს უთხრიდნენ მას და თავიანთი ბინძური მიზნებისთვის იყენებდნენ”. დეპუტატმა მიანიშნა, რომგლადიომონაწილეობდა 1967 წლის გადატრიალებაში და განაცხადა, რომდემოკრატია, რომლის შედეგებით უნდა დავმტკბარიყავით, ფაქტობრივად, მხოლოდ ნიღაბი აღმოჩნდა”, და ევროპალამენტს მოუწოდა ამ საკითხის შესწავლას შესდგომოდა. “დეტალები უნდა გამოვავლინოთ, შევქმნათ სპეციალური საგამოძიებო ქვეკომიტეტი, შევისწავლოთ მთელი პრობლემა იმისთვის, რათა გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების ამგვარი საიდუმლო ორგანიზაციებისგან გასაწმენდად”.

ფრანგმა პარლამენტარმა დე დონეამ თავისი თვალსაზრისი გაუზიარა კოლეგებს: “მეორე მსოფლიო ომის დასასრულს კანონიერი იქნებოდა, ქვეყნების უმრავლესობისთვის შეგვექმნა სამსახურები, რომელთა ძირითადი მიზანი იქნებოდა წინააღმდეგობის ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც გააქტიურდებოდნენ ვარშავის ქვეყნების მიერ ევროპის ოკუპაციის შემთხვევაში. საფრანგეთის პარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ ისინი, ვინც “ცივი ომის” პერიოდში მონაწილეობდა ამ ქსელების მუშაობაში”. დე დონეა ამტკიცებდა, რომ “ეფექტიანი რომ დარჩენილიყო, ეს ქსელები საიდუმლო უნდა ყოფილიყო”. ამასთანავე, მას სურდა, გარკვეულიყო ამ ქსელების ტერორისტებთან შესაძლო კავშირის რეალობაში: “მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ, თუ არიან სერიოზული მოწმეები და არსებობს ეჭვი გარკვეულ ქვეყნებში ზოგიერთი ქსელის არაკანონიერი და არანორმალური მუშაობის შესახებ, ჩვენ ხელს გვაძლევს, გავასაჯაროოთ ეს და დავსაჯოთ დამნაშავეები”.

ნიდერლანდის პარლამენტის წევრმა ვანდემელებროკმა, რომელმაც ალღო აუღო ევროპელთა უმრავლესობის განწყობილებას, ხაზი გაუსვა, რომ იგი, როგორც პარლამენტარი, შეშფოთებულია ამ ოპერაციის საყოველთაობით. “საიდუმლო ორგანიზაციების ბიუჯეტიც გასაიდუმლოებული იყო. ეს საკითხი ევროპის არც ერთ პარლამენტში არ განუხილავთ, და ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ შეშფოთება კონტროლს მიღმა არსებული ცენტრების არსებობის გამო, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და განახორციელებენ მათ”. სიტყვის დასასრულს ნიდერლანდელმა პარლამენტარმა შენიშნა: “მსურს, გამოვხატო პროტესტი ევროპელთა უმრავლესობის სახელით: ამერიკელი სამხედროები ფიქრობენ, რომ ევროპაში ნატოს გაერთიანებული სამხედრო ძალების მთავარსარდლის შტაბის, თვით ნატოს ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეშვეობით შეუძლიათ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ უფლებებში. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ”. მაგრამ მან აღიარა, რომ ამ საქმეების შესწავლა ევროპის პარლამენტის კომპეტენციას სცილდება: “კარგად მესმის, რომ ევროპის პარლამენტს არ შეუძლია გადაწყვიტოს მშვიდობისა და უშიშროების საკითხები, _ განმარტა მან, _ და ამიტომ კომპრომისულ გადაწყვეტილებად გთავაზობთ, ევროკავშირის წევრ თორმეტივე ქვეყანაში შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები ყველა საკითხზე განმარტებების მისაღებად”.

ევროკავშირის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია “გლადიოს” საქმეზე, რომელშიც კრიტიკულად მიუდგნენ “გლადიოს” ფენომენს და რეზოლუციის პრეამბულაში შეეცადნენ, განეზოგადებინათ ინფორმაცია “გლადიოს” შესახებ:

“1. მხედველობაში ვიღებთ იმას, რომ ევროპის რამდენიმე მთავრობის ძალისხმევით გაიხსნა გასაიდუმლოებულიპარალელურისპეცსამსახურების და გასამხედროებული ორგანიზაციების არსებობა ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში;

2. იმის გამო, რომ ორმოცი წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია არსებობდა ყოველგვარი კონტროლის მიღმა და იმართებოდა სახელმწიფო საიდუმლო სამსახურების მიერ, რომლებიც ჩართული იყვნენ ნატოსთან მოღალატურ თანამშრომლობაში;

3. იმის შეგნებით, რომ ამგვარ ორგანიზაციებს შეეძლოთ არალეგალურად ჩარეულიყვნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საშინაო პოლიტიკაში და შეიძლება განაგრძობენ იმავეს;

4. იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს საიდუმლო სამსახურები (ან მათი გაუკონტროლებელი ფილიალები) ჩათრეული იყვნენ სერიოზული ტერაქტებისა და დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენაში, რაც მტკიცდება სხვადასხვა სასამართლო გამოძიებით;

5. იმის გამო, რომ აღნიშნული ორგანიზაციები მოქმედებდნენ კანონის მიღმა და საპარლამენტო კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ, ხშირად კი მთავრობის უმაღლესმა მოხელეებმა სრულიად არაფერი იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ;

6. მხედველობაში ვიღებთ იმას, რომგლადიოსსხვადასხვა ორგანიზაციას თავის განკარგულებაში აქვს დამოუკიდებელი არსენალები და სამხედრო რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ საომარი პოტენციალით და, აქედან გამომდინარე, ემუქრება დემოკრატიულ სტრუქტურებს იმ ქვეყნებში, რომლებშიც ისინი მოქმედებენ ან მოქმედებდნენ უწინ;

7. ფრიად შეშფოთებული ვართ იმით, რომ არსებობს დემოკრატიის კონტროლს დაუმორჩილებელი და სრულიად საიდუმლო ორგანოები, რომლებიც იღებენ და ოპერატიულად განახორციელებენ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა დისკუსიების მუდმივ თემად განიხილება საზოგადოების გაერთიანება უშიშროების საკითხის გარშემო”.

ამ პრეამბულას მოჰყვებოდა ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუცია, რომლის პირველი პუნქტი გმობდა იატაკქვეშა მანიპულაციური ქსელების არსებობას და მოითხოვდა, სრულად ყოფილიყო გამოძიებული: მათი ბუნება, სტრუქტურა, მიზნები და სხვა ასპექტები ამ საიდუმლო ორგანიზაციების ან ნებისმიერი, ცალკე მოქმედი ქვედანაყოფების, მათი არაკანონიერი ჩარევა საშინაო პოლიტიკურ საქმეებში, და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ან მესამე ქვეყნების სპეცსამსახურების შეთქმულებაში.

მეორე პუნქტში მითითებული იყო, რომ ევროკავშირი მკვეთრად ილაშქრებს ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ზოგიერთი ამერიკელი სამხედრო პირის მცდელობის წინააღმდეგ ევროპაში სადაზვერვო-დივერსიული ქვედანაყოფების შესაქმნელად.

რეზოლუციის მესამე პუნქტში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მთავრობებს მოუწოდებდა, განეიარაღებინათ ყველა საიდუმლო სამხედრო და ნახევრადსამხედრო ქსელი.

მეოთხე პუნქტით ევროკავშირი მოუწოდებდა ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნების სასამართლო ხელისუფლებას, რომლებშიც დადგინდა ამგვარი საიდუმლო სამხედრო ორგანიზაციები, სრულად გამოავლინონ მათი სტრუქტურა და გაარკვიოს, რას მოიმოქმედებდნენ ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემოკრატიული სტრუქტურების დესტაბილიზაციისთვის.

მეხუთე პუნქტი აცხადებდა, რომ ევროკავშირი მოუწოდებდა ყველა ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირში შედიან, განახორციელონ აუცილებელი ღონისძიებები, თუ საჭიროება მოითხოვდა, საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტების შექმნით, ამგვარი საიდუმლო ორგანიზაციების სრული სიის შესადგენად და, პარალელურად, შესაბამისი ქვეყნების დაზვერვის სამსახურების კავშირის დასადგენად ტერორისტების ჯგუფებთან ან სხვა უკანონო საქმიანობის გამოსავლენად.

ევროკავშირის პარლამენტი მეექვსე პუნქტით მიმართავდა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვის სამინისტროს, და მოუწოდებდა მინისტრთა საბჭოს საიდუმლო სადაზვერვო და საბრძოლო სამსახურების შესახებ მოპოვებული სრული ინფორმაცია გაესაჯაროვებას.

მეშვიდე პუნქტი რეზოლუციისა მოუწოდებდა უფლებამოსილ კომიტეტს, განეხილა მოსმენების ორგანიზება “გლადიოსა” და მისი მსგავსი ორგანიზაციების როლისა და გავლენის გარკვევის მიზნით.

ბოლო პუნქტით რეზოლუცია მიმართავდა უშუალოდ ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, გადაეცათ ეს რეზოლუცია ნატოს კომისიისთვის, ევროკავშირის საბჭოსთვის, ნატოს გენერალური მდივნისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის მთავრობებისთვის, მაგრამ “მყეფარი ძაღლი არ იკბინებაო”:

რვა ქმედებიდან, რომელთა განხორციელებასაც ევროპალამენტი ითხოვდა, არც ერთი არ შესრულებულა.

მხოლოდ ბელგიამ, იტალიამ და შვეიცარიამ ჩაატარეს გამოძიება საიდუმლო არმიების არსებობის თაობაზე საპარლამენტო კომისიების ძალებით და გამოაქვეყნეს კიდეც დეტალური ანგარიშები. მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია გადაეცა ევროკავშირს, ნატოსა და აშშ-ის შესაბამის ინსტიტუტებს, ნატოს გენერალურ მდივან მანფრედ ვერნერსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს არც უფიქრიათ საქმის დეტალური გამოძიება და არც საჯაროდ გაუკეთებიათ რაიმე განცხადება.

ნატოს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა დამი-6”-ის დუმილი

1990 წელს, როცა მხილებულ იქნა “გლადიო”, უდიდესი სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში _ ნატოში 16 ქვეყანა იყო გაერთიანებული: ბელგია, გერმანია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, თურქეთი და შეერთებული შტატები. ეს უკანასკნელი ალიანსში დომინირებდა. იტალიის პრემიერმინისტრ ანდრეოტის გულახდილობაზე ნატოს დაბნეული რეაქცია ჰქონდა, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ მოერიდა საკუთარი სახელის შებღალვას, რადგან საიდუმლო არმიებს უკავშირდებოდა მასობრივი დარბევები, წამება, გადატრიალების მცდელობები და ტერორისტული ოპერაციები, რომლებიც დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა.

1990 წლის 5 ნოემბერს, თითქმის ერთთვიანი დუმილის შემდეგ, ნატოს წარმომადგენლებმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღეს: ალიანსმა კატეგორიულად უარყო ანდრეოტის ბრალდებები, რომლებიც ეხებოდა ნატოს ჩართულობას “გლადიოს” ოპერაციებში და საიდუმლო არმიების შექმნაში. ნატოს მაღალჩინოსანმა ჟან მარკოტამ ევროპაში ნატოს გაერთიანებული სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბ-ბინაში, რომელიც ქალაქ მონსშია (ბელგია), განაცხადა, ალიანსს აზრადაც არ მოსვლია, ეწარმოებინა საიდუმლო ომი და განეხორციელებინა საიდუმლო ოპერაციები; რომ ალიანსი ყოველთვის დაკავებული იყო თავისი სამხედრო საქმეებით და საკუთარი და თავისი მოკავშირეების საზღვრების დაცვით.

6 ნოემბერს ნატოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნატოს მიერ გუშინდელი უარყოფა იყო მხოლოდ სიცრუე. წარმომადგენელმა ჟურნალისტებს გადასცა მხოლოდ მოკლე კომუნიკე, რომლითაც განცხადებული იყო, რომ ნატო კომენტარს არასოდეს აკეთებს სამხედრო საიდუმლოებებზე და რომ, საერთოდ, არაფერი უნდა განეცხადებინა.

საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებმა პროტესტი განაცხადეს სამხედრო ალიანსის საზოგადოებრიობასთან კავშირის პოლიტიკის გამო: “მთელი კონტიგენტი დაზაფრული იყო, ნატოს წარმომადგენელმა მხოლოდ უარყოფა გამოაქვეყნა: არაფერი იყო ცნობილი “გლადიოს” ან ე.წ. საიდუმლო ქვედანაყოფების შესახებ, რომლებიც სპეციალურად იქნენ დატოვებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის მიერ მათი ოკუპაციის შემთხვევაში. შემდეგ კომუნიკეში ნათქვამი იყო, რომ უარყოფა შეცდომაა, რადგან უარყოფა “არაკორექტული” იყო.

ნატოსადმი ნდობა შეირყა, გაზეთებში გაჩნდა სათაურები: “ნატოს გასაიდუმლოებული ქვედანაყოფები, შესაძლოა, ტერორისტებთან ყოფილიყო დაკავშირებული”, “ნატოს საიდუმლო ქსელი დაღდასმულია დივერსიული ქმედებით: კომისიამ გაარკვია, რომ “გლადიო”, როგორც ალიანსის იარაღი, იტალიაში გადაიქცა ფაშისტური ელემენტების საკოორდინაციო ცენტრად, იმათი, რომლებიც ილტვოდნენ კომუნისტების წინააღმდეგ საბრძოლველად ტერორისტული შეტევების პროვოცირების გზით რეპრესიული კანონების გასამართლებლად”, “ბოლონიაში გამოყენებული ბომბები ნატოდან მოვიდა”.

ნატოელმა დიპლომატმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, პრესას განუცხადა: “რადგან ეს ორგანიზაცია გასაიდუმლოებულია, მე არ ველოდი, რომ გამცემდნენ პასუხს ბევრ კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ “ცივი ომი” დამთავრებულია. რომც ყოფილიყო რაღაც კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ინფორმაცია ამის შესახებ ძალიან ღრმად იქნებოდა ჩამარხული. თუ არა, მაშ, რა არის ცუდი იმაში, რომ განხორციელებული იყო სიფრთხილის წინასწარი ზომები საბჭოთა თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად?!”

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here