Home რუბრიკები პოლიტიკა საკონტროლო სიტყვა

საკონტროლო სიტყვა

693

აშშსიტყვის თავისუფლებისსაშუალებით სხვა ხალხებს ანადგურებს

ადამიანების მიერ მოგონილი ვერავითარი კანონები, ვერავითარი ღონისძიება ვერ აღუდგება წინ ზნეობრივ მკვლელობას სიტყვით. ესაა იმ სამართლის სუსტი ადგილი, რომელსაც საზოგადოებრიობა განახორციელებს”.

ონორე დე ბალზაკი

სწორედ ზნეობრივი მკვლელობა აქვს არჩეული იარაღად აშშ (ანგლოსაქსურ ელიტას და მის ხელისბიჭებს) სახელმწიფოების დასამუშავებლად კოლონიზაციის დაწყების წინ, _ თავისებურ საარტილერიო მომზადებად, ომის დროს შეტევამდე რომ განახორციელებენ.

ასეთია კაცობრიობის კონკურენციისა და მტრობის ისტორიის ახალი ეპოქა.

ე.წ. ფსიქოლოგიური, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ან იდეოლოგიური ომები, როგორც ჩანს, გლობალურ ოპერაციაში, ხალხთა ზნეობრივ მკვლელობაში ჩართული ჯარის ქვედანაყოფები ან სახეობებია.

მსხვერპლის ტერიტორიაზე შეჭრისა და ზნეობრივი მკვლელობის დაწყების კეთილშობილური იდეალური საფარისიტყვის თავისუფლებაა”.

ეს დამახინჯებული უფლება ყალბი იდეალებისა და პრინციპების (ამერიკელმა მეცნიერებმა გამოააშკარავეს და სიტყვით მკვლელობა საქმის ცოდნითა და კვალიფიციურად გამიჯნეს სიტყვის ჭეშმარიტი თავისუფლებისგან).

მსხვერპლი სახელმწიფოები ისე არიან დაშინებული მუდმივიპროფილაქტიკური” (უსაფუძვლო) ბრალდებებითსიტყვის თავისუფლებისდაკნინების გამო (რომლებიც მოგონილია, როგორც დათრგუნვის მეთოდი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ფსიქოლოგების მიერ), რომ ფიქრსაც ვერ ბედავენ, რეალურად შეზღუდონ ძალადობრივი შეცდენა და სიცრუე. შიში ფობიაში ტრანსფორმირდება და მსხვერპლ სახელმწიფოებს ეკარგებათ თავდაცვის უნარი. ისინი ეჩვევიან ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი მასმედიის პარპაშს თავიანთ ქვეყნებში.

ამასთანავე, თვით ამერიკაში, ევროპაში და, მით უფრო, დასავლეთის ახალ ქვეყნებში არსებული ცენზურა არა მხოლოდ ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი კულტურა და ზნეობრივი ღირებულებები, არამედ იცავს თავის პროპაგანდას მხილებისგან და ამით ჭეშმარიტებას უმალავს ხალხს.

მაგალითად, უკრაინაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო სრულად მართავს ლიბერალურ ცენზურას მარიონეტული ხელისუფლების მეშვეობით და, ამასთანავე, არაკომერციული ორგანიზაციების დახმარებით ახერხებს ქვეყანაშისიტყვის თავისუფლებისაუტანელი მდგომარეობის იმიტირებას.

აი რატომ არის, რომ ამერიკული პროპაგანდა მოითხოვს მსოფლიოში სახელმწიფოს როლის შემცირებას მასმედიის საქმიანობასა და ბიზნესში, “სამოქალაქო საზოგადოებებსა” და საბაზრო ურთიერთობებში, რომლებსაც (ყველაფერს ერთად) აკონტროლებს აშშ. ამ მეთოდით იოლია ქვეყნების კოლონიზაცია. თუმცა ისიც არის, რომ მითი “დამოუკიდებელი ბიზნესისა” და “თავისუფალი ბაზრის” შესახებ არაერთხელ გაუქარწყლებია თვით თეთრ სახლს, რომელსაც, მაგალითად, საჯაროდ აუკრძალავს კომპანიებისთვის გარკვეულ გაერთიანებებში მონაწილეობა. და არავითარ ე.წ. თავისუფალ მედიას არ დაუცავს “კერძო” სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება.

დღეს ბევრს ლაპარაკობენეკონომიკურ მკვლელებზე”, მაგრამ ხმა არავის არ ამოუღიაზნეობრივი მკვლელებისშესახებ, რომლებიც, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით _ კულტურაში, წარმართავენ საღი აზროვნების დეგრადაციის პროცესებს. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ ევროპული და საბჭოთა კინემატოგრაფის მაღალხარისხიანი ნაწარმოებების ერთდროული გაქრობა ეკრანებიდან.

სანამ არსებობდა დიდი საბჭოთა კინემატოგრაფი, მის საპირწონედ აშშ ნებას რთავდა ევროპას, ჰქონოდა თავისი დიდი კინემატოგრაფი, რომელიც გენიოსების თაობების მიერ იყო შექმნილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საპირწონის საჭიროება მოიხსნა. კარგად გათვლილმა ბიზნესსქემებმა, რეკლამირებისა და სპონსორობის პრინციპებმა და, რაც მთავარია, “კრეატიული” უნიჭობის პიარმა, შავი საქმე წარმატებით გააკეთა _ იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა, პოლონეთმა და ა.შ., დაკარგა ეროვნული კინემატოგრაფი.

ევროპული დიდი კინემატოგრაფის სკოლების დეგრადირება ერთდროულად, მოკლე ისტორიულ მონაკვეთში გარე ძალების ჩარევის გარეშე ვერ მოხდებოდა.

იმისთვის, რომ ევროპას ეს ვერ შეემჩნია და, ბოლოს და ბოლოს, შეჩვეოდა აზრს, რომ უნარი არ შესწევს, აწარმოოს ხარისხიანი კულტურული პროდუქტი, მისი ყურადღება გადაიტანეს გამოგონილ საფრთხეებზე: ჩრდილოეთი კორეა, ირანის ბირთვული პროგრამა, რუსეთის “შესაძლო აგრესია” ყველგან და ყველაფერში, ლიბიისა და სირიის “სისხლიანი რეჟიმები”, ჩინური ექსპანსია და ა.შ.

ხარისხიანი ევროპული ფილმები, რომელთა ხილვა დღეს შეგვიძლია, ეკრანზე გამოჩენას უნდა უმადლოდეს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ დაწესებულ კვოტებს ან პირიქით _ მის უყურადღებობას. რუსეთისთვის ასეთი კვოტები არ არსებობს, მხოლოდ _ “ჩერნუხა”, მხოლოდ შავი პიარი. არ დაზარალებულა ერთადერთი კინოინდუსტრია _ ანგლოსაქსური.

ამერიკულისიტყვის თავისუფლებაკოლონიების დასაპყრობად მიმართული მრავალფუნქციური იარაღია:

1. ბოროტი განზრახვის კეთილგანმზრახველი საფარველი.

2. ხელისუფლებებისთვის ძალის გამოცლა საკუთარი ხალხის იმ სიცრუისგან დასაცავად, რომელიც ამახინჯებს ისტორიასა და თანამედროვეობას, ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის კლასიკას

3. სოციალური დეგრადაციის საინფორმაციო მხარდაჭერა.

4. გავლენის შესაძლებლობა აღმზრდელობითი შეცდომებით დამახინჯებულ ხასიათებზე და (ამ ადამიანების) საკუთარი ხალხის მტრებად (კოლაბორაციონისტებად) გარდასაქმნელად.

5. ხელისუფლების მიერ ქვეყანაში მყოფი მტრებისა და უცხოეთის აგენტების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების გამოყენების თავიდან აცილება და არიდება.

ეს მხოლოდ მოკლე ნუსხაა, ამერიკული გაგებით, სიტყვის თავისუფლების ანტიჰუმანური ფუნქციებისა.

ბოლო პუნქტი “სიტყვის თავისუფლების”, როგორც დღევანდელ პირობებში ეფექტიანი იარაღის, წარმოშობის მიზეზი შეიქნა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეცსამსახურებმა გამოწვლილვით შეისწავლეს სტალინის წარმატებული ბრძოლის ასპექტები საზოგადოებრივი აზროვნების მანიპულაციის დასავლური მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც მიმართული იყო ევროპული ფაშისტური არმიის ძლიერი მეხუთე კოლონის შესაქმნელად საბჭოთა კავშირში.

ამ უკომპრომისო ბრძოლას, ანუ იძულებით თავდაცვას, როგორც ამპუტაციას _ განგრენის მკურნალობის რადიკალურ მეთოდს, ანგლოსაქსების მიერ საბჭოთა კავშირისთვის თავსმოხვეულს, ლიბერასტები “სტალინურ რეპრესიებს” უწოდებენ. არადა, სწორედ ასეთმა უკომპრომისო დამოკიდებულებამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებაში.

იმისათვის, რომ არ დაეშვა ახალი ჩავარდნები კოლონიზაციის საქმეში, აშშმა გააუმჯობესა საზოგადოებრივი მაპინულირება და ზნეობრივ მკვლელობამდე აღაზევა იგი: “თავისუფალი სიტყვა” “დემოკრატიისდროშად ააფრიალა.

ამჟამად აშშ-ის კონტროლს დაქვემდებარებულ მედიას მსოფლიოში მინიჭებული აქვს უფლება, აუკრძალოს ხელისუფლებას, იბრძოლოს გაუნათლებლობისა და გახრწნის, სიცრუისა და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ, რაც ამერიკისადმი ქვეყნების სრული დამორჩილების პირობებს ქმნის. ხოლო პროდასავლური არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ მეხუთე კოლონის წევრთაუფლებებისხელშეუხებლობას, არავითარ ყურადღებას არ აქცევენ სხვათა უფლებების დაცვას. ამასთანავე, აქტივობის იმიტაციის მიზნით, მონდომებით ამოწმებენ (“მონიტორინგს უწევენ”) ადგილობრივ არსებულ სიტუაციას _ წარმოიქმნება თუ არა ზნეობრივი მკვლელობის საწინააღმდეგოდ მოწოდებული, საღი აზროვნების კერები და დაუყოვნებლივ აცნობებენ კურატორებს.

 ეს უკანასკნელნიც არ იზარებენ, განახორციელონ მათი ნეიტრალიზაციის ღონისძიებანი.

ერდოღანი, როგორც ჩანს, ერთადერთია, რომელმაც გაბედა, აშშ-ის დიქტატის საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა სტალინისეული სცენარი პროამერიკული “მეხუთე კოლონის” წინააღმდეგ (21-ე საუკუნეში სიცოცხლე მოუსწრაფონ მოღალატეთა თემის მთავარ ფიგურებს, თანაც საფრთხე არც ისე დიდი იყო, როგორიც სსრკ-ში ომამდე), რათა დასავლეთისთვის მოესპო თურქეთში სამოქალაქო ომის დაწყებისა და ქვეყნის ტერიტორიის დანაწევრების ყველა შესაძლებლობა.

მაგრამ საკითხავია, ერდოღანი ამას სტალინური საბჭოთა კავშირის მიბაძვით სოციალური სამართლიანობის დასამყარებლად აკეთებს თუ რელიგიური ან პოლიტიკური დიქტატურის დასამყარებლად და საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მეტი გამორჩენის მისაღებად, რომლის უფლებასაც აშშ მხოლოდ თავის მარიონეტებს (საუდის არაბეთი, ყატარი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა…) აძლევს.

საარტილერიო მომზადებისას” “სიტყვის თავისუფლებისპირველ დარტყმას მოსდევს სახელმწიფო გადატრიალება და მართვის ყველა სისტემის ხელში ჩაგდება, მოსახლეობის რაოდენობის შესაძლო შემცირება ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტების, სამოქალაქო ომისა და მისი (მოსახლეობის) ალკოჰოლიზაციისა და ნარკოტიზაციის მეშვეობით.

ამის შემდეგ იწყება მოქალაქეთა ზნეობრიობის საბოლოოდ მოსპობა ყველა ინსტიტუტის მეშვეობით, რომლებიც სწრაფად იყო რეფორმირებული ნგრევაზე ორიენტირებით, უწინარეს ყოვლისა კი, დეჰუმანიზაციის თვალსაზრისით. ასე იყო სსრ კავშირის, იუგოსლავიის, შემდეგ _ უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში და ა. შ., ასევე გრძელდება დღევანდელ რუსეთში. ზოგჯერ ყველაფერი მთავრდება მსუბუქი გადატრიალებებით, ყალბი იდეებისა და რეფორმების დახმარებით, როგორც ეს მოხდა ევროპაში, რომელმაც მსოფლიოს დანაწილებაში აშშ-ის, “გენერალური პარტნიორის”, მლიქვნელური დაპირების მიღმა ვერ შეამჩნია თავისი კოლონიზაციის რეალური პერსპექტივა.

დამორჩილებული ქვეყნების ბუნებრივი სიმდიდრეების, საწარმოო და სამომხმარებლო რესურსების ხელში ჩასაგდებად აუცილებელია მათი მოსახლეობის უნებისყოფო მასად გადაქცევა. ამიტომ არის, რომ აშშ მთელ მსოფლიოში ამ გრანდიოზულ ანტიჰუმანურ პროექტს _ ზნეობრივ მკვლელობას განახორციელებს.

ამ პროექტის განხორციელების პროცესში გამოყენებული საშუალებები, ისევე, როგორც მიზანი, ისე ძნელად დასამტკიცებელია, რომ იურიდიულად ვერ შეფასდება, მაშასადამე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ფორმალურად ვერ იქნება მიჩნეული. მეტიც, ისე ჩანს, რომ ეს იციან მხოლოდ გლობალური დანაშაულის დამკვეთებმა. დანარჩენი ადამიანები, შემსრულებლების ჩათვლით, რომც ეცადათ, ვერ წარმოიდგენდნენ და არც დაიჯერებდნენ.

დანარჩენებისთვის, ვინც ხვდება, რა უბედურებაც ტრიალებს, გამზადებულია აგრესიულ-ირონიული ბრალდებები _ “შეთქმულების თეორია”, “კონსპიროლოგია”… და იმიტომ, რომ ჩამოუყალიბებელ საზოგადოებაში დაუსჯელობა არის დანაშაულის ჩადენის მთავარი ფაქტორი, ასობით მილიონი ადამიანისთვის, რომლებმაც იციან, ვისგან და რისგან დაიცვან თავი, სიცოცხლე უხალისო ხდება.

საღად მოაზროვნე საზოგადოება შეფიქრიანებულია მსოფლიოში კულტურის დონის დაცემით, რადგან ეს უკარგავს ხალხებს გონიერი აზროვნების, ცოდნის, ღირსებისა და საკუთარი უფლებების დაცვის უნარს. თრგუნავს მის ნებას, შეეწინააღმდეგოს მაღალტექნოლოგიურ კოლონიზაციას და ხელს უშლის ახალი ძალების წარმოქმნას, რომლებიც მომავალში შეძლებენ დეკოლონიზაციის მოძრაობის სათავეში ჩადგომას.

ბევრ ადამიანს მართლაც უჭირს ამის დაჯერება, მაგრამ ასეთი ქმედების შედეგის ნიშანი ძალიან ბევრია, რომლებიც უფლებას აძლევს საკუთარი თავის პატივისმცემელ დამკვირვებელს, აღიაროს ამერიკული ჰიბრიდული ფაშიზმის არსებობა.

ამგვარი ნიშნების მრავალ წყაროს შორის ერთ-ერთი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის _ ჰილარი კლინტონის გამონათქვამებშია გაბნეული.

თუ უკრაინა შევა საბაჟო კავშირში, მას რუსეთის ფინანსურ და კულტურულ სივრცეში გაერთიანება მოუწევს”, _ თქვა ჰილარი კლინტონმა აღმოსავლური პარტნიორობის სამიტზე პრეზიდენტ იანუკოვიჩის გამგზავრების წინ, სადაც მას, დასავლეთის ჩანაფიქრით, ხელი უნდა მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისთვის.

იმის შიშით, რომ იანუკოვიჩს არ ეყოფოდა გამბედაობა, უკრაინა გაეყიდა, დასავლეთის მასმედიამ და პოლიტიკოსებმა სრულად და უპრეცედენტოდ შეუტიეს მას. კლინტონსაც თავისი წვლილი უნდა შეეტანა ამ ზემოქმედებაში, რაც მისთვის ჩვეული გამჭვირვალობით კიდეც გააკეთა.

ნათელია, რის თქმაც სურდა, მაგრამ ყველამ ვერ გაიგო, რაც განაცხადა. მისი აზრი შეიძლება ასე გავშიფროთ: “მე, როგორც ყოფილ სახელმწიფო მდივანს… კარგად მესმის, რა დიდხანს და როგორ ძირფესვიანად ანგრევდა და იმორჩილებდა აშშ რუსეთის ფინანსურ და კულტურულ სივრცეს და როგორ გრანდიოზულ წარმატებას მივაღწიეთ! და მე შემშურდება მისი, ვინც ამ დეგრადირებულ გარემოში აღმოჩნდება”.

აქედან გამომდინარეობს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო საფუძველს უთხრის იმ ქვეყნების არა მხოლოდ სამრეწველო და საფინანსო სექტორებს, რომლებიც აშშის სასიცოცხლო ინტერესების სფეროში აღმოჩნდნენ, არამედ ანადგურებს მათ კულტურასაც.

თავდაპირველად, ყალბი რეფორმების მეშვეობით ანგრევენ სახელმწიფოს ინსტიტუციურ საფუძვლებს, შემდეგ ამ რღვევითა თუ ნგრევით აშინებენ სხვებს, თანაც აბუჩად იგდებენ მათ, ვინც თავისი სულელური დამოკიდებულებით დაეხმარა აშშ-ს, დაენგრია საკუთარი ქვეყანა, და გულწრფელად სძულთ, ვინც სერიოზულად ეწინააღმდეგება შეერთებულ შტატებს.

აშშმა შექმნა და მსოფლიოში გაავრცელა კულტურასა და მასმედიაში მოღვაწეთა (უნიჭო ადამიანების) საკადრო სისტემა; ადამიანებისა, რომლებიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობით ზნეობრივი მკვლელობის მთავარ მონაწილეებად გვევლინებიან. ამაოდ არ უწოდებდა ონორე დე ბალზაკი ცალკეულ ჟურნალისტებს “იდეებისა და რეპუტაციების დაქირავებულ მკვლელებს”. დღეს ასეთებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ე.წ. კულტურის მოღვაწეები, რომლებიც ზემოთ ნახსენებ სისტემაში არიან ჩათრეულები.

დასავლეთის და პროდასავლურად განწყობილმა ჟურნალისტებმა თითქმის სრულად მოსპეს ყველასთვის ერთნაირი შესაძლებლობის სამართლიანი საზოგადოების იდეა, ხალხთა მეგობრობის იდეა, დამარხესმთელ მსოფლიოში მშვიდობის იდეაც”.

ისინი სახელს უტეხენ თავიანთი ქვეყნების არა მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეებსა და კერძო პირებს, არამედ ბღალავენ ყველაზე უფრო ეფექტიანი ინსტიტუტების რეპუტაციას, რომლებიც სახელმწიფოთა სიამაყე და საფუძველია, და პირდაპირ თუ ირიბად ეწინააღმდეგებიან კოლონიზაციას.

ყველაფერი საუკეთესო, ხარისხიანი, ეფექტიანი, რაც კი ქვეყანაში არსებობს და ამერიკელების თვალსაწიერში მოხვდება, სიტყვით მკვლელობას ემსხვერპლება. დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ლიბერალურიაგრესიული ინტერპრეტაცია (დემონიზაცია) ცნობილი ინსტიტუტებისა და გამოჩენილი პიროვნებებისა, რომლებიც მოღვაწეობდნენ და მოქმედებდნენ სსრ კავშირში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იუგოსლავიასა და სხვაგან, ასი პროცენტით სისტემური ფალსიფიკაციაა.

ავტორი ცნობილია _ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო.

ადამიანების უმრავლესობაში ასეთი პიროვნებების შესახებ ნეგატიური დამოკიდებულება ძალადობრივად არის ჩანერგილი დასავლეთის ტოტალური პროპაგანდის მიერ, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ამგვარი შეხედულების პირობით რეფლექსად ჩამოყალიბება.

ამ ამოცანას მათ წარმატებით გაართვეს თავი.

სიტყვის თავისუფლების ნიღბით სიცრუის პროპაგანდის ეფექტიანობა ისე ძლიერია, რომ ბევრი ადამიანი ყოფილ საბჭოთა სივრცეში, პატრიოტებიც კი, ამა თუ იმ ამერიკული ვარიანტის გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ და საკუთარი ისტორიისადმი, კულტურისადმი, მენტალობისადმი, ქვეყნის მიმართ ზიზღით დაავადდნენ. ამავე პროპაგანდის ზემოქმედებით სისხლიან გადატრიალებას უკრაინაშირევოლუციადმოიხსენიებენ.

მასმედიის მხარდამხარ კინოცა და თეატრიც კულტურის ნგრევის თავიანთ წილს “წარმატებით” ასრულებენ. განათლების ნაცვლად _ უბირობის პროპაგანდა, სამყაროსა და საზოგადოების ღრმა და ობიექტური შეცნობის ნაცვლად _ გონებრივი და ზნეობრივი დეგრადაცია. თეატრებში აღმოფხვრეს კლასიკური რეპერტუარი, თუ რამ დარჩა, გაუკუღმართებული ფილოსოფიური არსითა და ჰუმანიზმის წარყვნითაა დაღდასმული.

კინოსა და ტელევიზიაში გააუქმეს მორალის ნორმები და მათ ნაცვლად ნერგავენ გარყვნილებასა და უტიფრობას. მასმედია ამ პროცესს მაქებარი “კრიტიკით” უჭერს მხარს დამაინტრიგებელი ანონსებითა და პოლიტიური პიარით.

საერთო მიზანი ინსტიტუტებისა, რომლებიც 1990-იანი წლებიდან მეხუთე კოლონის მიერ არის ოკუპირებული, “ცნობიერების დეცენტრალიზაციადა ინტელექტუალური სტერილიზაციაა, როგორც ძირითადი გზა, ზნეობრივი მკვლელობისკენ მიმავალი. ზნეობრივ მკვლელობაში ტელევიზია, როგორც ყველაზე იოლად მისაწვდომი ფენომენი, მთავარ და საშინელ როლს ასრულებს.

ამიტომ დღეს პრაქტიკულად არავის შეუძლია თქვას, რომ წესიერი და პატიოსანი ოჯახის შვილია, რადგან ყველა ოჯახში არის ტელევიზორი.

ზნეობრივი მკვლელობა სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანებზე: ზოგს აპათიაში აგდებს და იწვევს დეპრესიას; ზოგს აიძულებს, ირწმუნოს ნიჭიერად აგებული სიცრუე და აბრუებს ფსევდოდემოკრატიული ბანგით; ზოგს უმოქმედებით აავადებს; ზოგს ნგრევისა და იავარქმნის ვნებით აღაგზნებს.

ყველა შემთხვევაში ზიანი ადგება სახელმწიფოს, სუსტდება, რადგან ადამიანები კარგავენ უნარს:

*გაიაზრონ და დაიცვან საკუთარი უფლებები;

* ისწრაფონ ნამდვილი დემოკრატიისკენ;

*დაიცვან თავიანთი ისტორია ფალსიფიკატორებისგან და “ახლებურად გააზრების” მქადაგებლებისგან;

*აირჩიონ აუცილებელი პრიორიტეტები, ნამდვილი მეგობრები, რომლებისთვისაც უცხოა უსინდისობა და საკუთარი უპირატესობის გრძნობა;

*მოთოკონ დაუოკებელი სწრაფვა ინსტნიქტური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, დაძლიონ განურჩევლობა ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის დანაკარგების მიმართ.

ზნეობრივი მკვლელობის უსაშინელესი მომენტია გარედან შემოტანილი სიცრუის ტოქსიკურობა, რომელიც დამუშავებულია აშშ-ის მეცნიერი სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების მიერ და უცხოური პროპაგანდით გაბრუებული ადამიანები ზნეობრივ თვითმკვლელობამდე მიჰყავს, უკარგავს ისტორიულ მეხსიერებას და აქცევს მათ საკუთარი კულტურის გამანადგურებლებად. და, ამასთანავე, სხვებსაც აავადებს ნგრევისა და იავარქმნისკენ მისწრაფების პათოლოგიური სურვილით.

ამგვარი ზნეობრივი თვითმკვლელობა გამოზარდა აშშმა გარკვეული ხასიათის მქონე ადამიანებისგან, რომლებსაც, როგორც წესი, გაამწესებენ მქადაგებლებად ქუჩასა თუ აუდიტორიაშირეჟიმთან ბრძოლისადასისტემის წინააღმდეგ მასობრივი უკმაყოფილებისატმოსფეროს შესაქმნელად.

სწორედ ასეთ ადამიანებს აწინაურებდა საბჭოთა ეპოქის დასალიერს კადრების ჩრდილოვანი განყოფილება. დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, ჯერ კიდევ გორბაჩოვის პერიოდში იყო აპრობირებული და 1991 წლის გადატრიალების შემდეგ განხორციელდა მასშტაბური, ოღონდ წინასწარ განუცხადებელი ლუსტრაცია საქვეყნო ცხოვრების ყველა სფეროში _ პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში, და, უწინარეს ყოვლისა, მასმედიასა და კულტურაში. სასწრაფო წესით იცვლებოდნენ და იდევნებოდნენ კულტურასა და მედიაში მოღვაწე ჭეშმარიტად ნიჭიერი ადამიანები, ნამდვილი პროფესიონალები, მათ ადგილებს იკავებდნენ ხელმოცარული რეჟისორები, ვაიმსახიობები, მდარე დონის ჟურნალისტები და რედაქტორები _ ყველა, ვინც საბჭოთა პერიოდში მეორე და მესამე პლანზე, საკუთარი უნიჭობის შესაფერ ადგილებზე იმყოფებოდნენ.

კულტურის ყველა დამსახურებულმა მოღვაწემ ერთბაშად დაკარგა სამუშაო 1990-იან წლებში, ცარიელზე დარჩა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნიჭიერები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ იცავდნენ შემოქმედებით ატმოსფეროს, იყვნენ მხატვრულად აზროვნების გენერატორები, კულტურული გარემოს ფუძემდებლები და მოდალური ტიპის მოაზროვნენი.

ისინი იყვნენ პროფესიონალები, ზნეობრივი ავტორიტეტები, თავიანთ გარშემო იკრებდნენ ნიჭიერებს და მთელ საზოგადოებრიობას ეწეოდნენ მაღლა _ ზნეობრივი პროგრესისკენ.

ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ზნეობრივი მკვლელების სამიზნეში, რომლებსაც შესანიშნავად ესმოდათ მათი მნიშვნელობა კულტურის ინსტიტუტისა და საზოგადოებრიობისთვის.

არა მხოლოდ ზნეობრივი მკვლელობის მსხვერპლი, არამედ განწირულები სასიკვდილოდ…

ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ კლავდნენ სპორტსმენებს, მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს სირიაში, როცა ისინი მხარს უჭერდნენ ასადს კონფლიქტის დასაწყისში. ასე იყო უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

ყველგან, ადამიანებისა და იდეების მკვლელობით დაწყებული (ერაყში, ავღანეთსა და სირიაში _ ისტორიული ძეგლების, უკრაინაში საბჭოთა კულტურის ძეგლების განადგურებით დამთავრებული), უკლებლივ ყველგან ამერიკული კვალი ჩანს.

ეს ყველაფერი, ისტორიისა და ლიტერატურის “ახლებურად წაკითხვასთან” ერთად, იწოდება ხალხების ზნეობრივ მკვლელობად.

როგორ მოხდა, რომ პრაქტიკულად მთელი კულტურა (კონკურსებისა და პრემიების ჩათვლით) აშშ-ის ხელში აღმოჩნდა? თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს სტიქიური პროცესი იყო, ცდება: ეს იყო მოსახლეობის დეჰუმანიზაციის დაგეგმილი აგრესიული ოპერაცია.

აშშ-მა დაამტკიცა, რომ მის მიერ პროვოცირებული ზნეობრივი მკვლელობის მიზეზით ვერც ერთი ხალხი ვერ დაიცავს “საუკუნეებით განმტკიცებულ” მეგობრობას, ძმობას, პარტნიორობასა და კეთილმეზობლობას. და ეს ქაოსი უახლოეს პერიოდში გაგრძელდება.

 ეს ობამას გაეროს ტრიბუნიდან წამოსცდა, როცა განაცხადა: “…სისხლისღვრას, განხეთქილებას რელიგიურ ნიადაგზე, შურისძიებას _ ყველა ამ უბედურებას უცებ ვერ მოიცილებ. და თუ ამას სერიოზულად მიუდგები, უნდა შეიგნო, რომ ვერავითარი გარეშე ძალა ვერ აიძულებს ეთნიკურ და რელიგიურ საზოგადოებებ, დიდხანს თანაარსებობას”.

“განსაკუთრებული ერის” წარმომადგენლის რა საშინელი გამონათქვამია! მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რასაც ანგლოსაქსები ესწრაფოდნენ, დაეფიქსირებინათ, როგორც გარდაუვალი ბოროტება, როგორც ბედისწერა, რომელსაც მსოფლიო უნდა შეურიგდეს, შეერთებული შტატები კი _ “ებრძოლოს”.

დამცავი მექანიზმების ამოქმედების გარეშე შეუძლებელია, წინ აღვუდგეთ ზნეობრივ აგრესიას, რომელიც დამუშავებულია დასავლეთის მეცნიერული ფსიქოლოგიის მიერ.

უკეთესი იქნებოდა, ჩაგვეტარებინა კონტრლუსტრაცია, თუნდაც კულტურის სფეროში, თურქეთის ამასწინანდელი მაგალითის მიხედვით, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც “სიტყვის თავისუფლებით”, ასევე, ინვესტიციების დაკარგვით არის დაშინებული, ვერ ბედავს მასობრივი ღონისძიების განხორციელებას.

პავლე გორტაკოვი,

რუსსკაია ვესნისთვის

(ქვეყნდება მცირე შემოკლებით)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here