Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

3341

ახალგაზრდა რომის პაპი: სვამსკოკაკოლას”, ეწევა და არ სწამს ღმერთის

კომპანიამ HBO (Home Box Office _ ამერიკელი საკაბელო და თანამგზავრული სატელევიზიო ქსელი, შედის კომპანია Time Warner-ში), რომელმაც სახელი გაითქვა სერიალებით _ “სატახტო თამაშები” და “ველური დასავლეთის სამყარო” _ ახალი სერიალი გადაიღო _ “ახალგაზრდა პაპი” (The Young Pope). რეჟისორია იტალიელი პაოლო სორენტინო, რომელიც ოსკარით დააჯილდოვეს ფილმისთვის “დიდი სილამაზე”. “ახალგაზრდა პაპის” პირველი სეზონი 8 ეპიზოდისგან შედგება. ფილმის შემქმნელებმა უკვე მიიღეს ნებართვა მეორე სეზონის სერიალების გადასაღებად.

ქრისტიანული თვალსაზრისით, ფილმი ღვთის გმობაა, მაგრამ ნახვა აუცილებელია, რადგან აჩვენებს, საით მიექანება განვითარებული დასავლეთი თავისი პოსტმოდერნისტული კულტურითა და კათოლიკური დოგმატების დემოკრატიზაციით.

ახალგაზრდა პაპი ოცნებობს მასტუბრაციაზე, აბორტებსა და სოდომისტურ ქორწილებზე

კათოლიკური კანონების მიხედვით, რომის პაპის ტახტხე შეიძლება ავიდეს ნებისმიერი უცოლო კათოლიკე მამაკაცი. ფილმში რომის პაპის ტახტზე ადის სატანის მოციქული ლენი ბელარდო _ 47 წლის სიმპათიური მამაკაცი, რომელიც შესანიშნავად განასახიერა ნიჭიერმა მსახიობმა ჯუდ ლოუმ.

პერსონაჟი არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ, გამოგონილ რომის პაპად _ პიუს XXIII აირჩიეს ძალაუფლებას მოწყურებული, აბსოლუტურად უპრინციპო, გარყვნილი, რომელიც ძილში შავბნელ სიზმრებს ხედავს. პირველი სერია სწორედ სიზმრით იწყება, რომელშიც ბელარდო მძინარე ახალშობილების პირამიდიდან გამოძვრება აიფონის ზარის ხმაზე.

გულისშემძვრელია ბელარდოს მეორე სიზმარიც, რომელშიც ის წმინდა პეტრეს სახელობის მოედანზე სიტყვას წარმოთქვამს ათასობით მორწმუნის წინაშე:

თამაში _ ეს სიცოცხლესთან ჰარმონიულად ცხოვრების ერთადერთი ბუნებრივი გზაა. ხოლო ღმერთთან ჰარმონიულად რომ ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ ჰარმონიულად თვით სიცოცხლესთან. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. და კიდევ: რა დაგვავიწყდა? ჩვენ დაგვავიწყდა, როგორ უნდა მასტურბირება, კონტრაცეპტივების გამოყენება, აბორტების კეთება, გეების ქორწილებში მხიარულება. დავივიწყეთ იმის შესახებ, რომ ნება დავრთოთ მღვდელმსახურებს, უყვარდეთ ერთმანეთი და დაქორწინდნენ კიდეც. ჩვენ დავივიწყეთ, რომ გვაქვს სიკვდილის უფლება, თუკი მოგვყირჭდა სიცოცხლე”.

“ერთადერთი გზა, იყო ბედნიერი _ ეს არის თავისუფლება”, _ გამოაქვს დასკვნა სიტყვის ბოლოს ბელარდოს სიზმარში.

მეორე მხრივ, ფილმში აქცენტი კეთდება მძიმე ბავშვობაზე ბიჭისა, რომელიც მონასტერმა შეიფარა. მონაზონი, რომელიც მასზე ზრუნავდა, ახალგამომცხვარმა პაპმა მთავარ თანაშემწედ დანიშნა და მის მიმართ დიდ სინაზესა და მადლიერებას გამოხატავს. მაგრამ ეს, ალბათ, არ იქნება ფროიდისტული სურათი ფსიქოლოგიური ტრავმაზე, ეს არის სურათი სამომავლოდ ევროპის სავარაუდო მზის ჩასვენებაზე.

პაპისბანქოს სახლი

ბელარდო პაპის პოსტზე კათოლიკური ეკლესიის კარდინალებმა წარადგინეს, რათა ადვილად ემართათ ახალი პონტიფიკოსი. ფილმში კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირები გამოყვანილი არიან ცივსისხლიან მმართველებად და არა მორწმუნე ქრისტიანებად.

ამონარიდი ვატიკანელი კარდინალების დიალოგიდან:

_ სამაგიეროდ მივიღეთ ეს ფოტოგენური პაპი.

_ ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მისით მანიპულირება. ეს დიპლომატური ეშმაკობის შედევრია, მაგრამ დიპლომატური ეშმაკობა არ გამოვიდა, პირიქით _ კარდინალებს პირველი დღიდანვე შეექმნათ პრობლემა პონტიფიკოსთან. ტახტის მთავარ პრეტენდენტს, კარდინალ სპენსერს, პაპი ყავის მოტანას ავალებს, შემდეგ ვატნიკანის წევრების სუსტ მხარეებს ავლენს და, საერთოდ, დესპოტივით იქცევა.

პოლიტიკური თამაშის სწორედ ასეთი რთული დასაწყისი იძლევა საფუძველს, “ახალგაზრდა პაპი” შევადაროთ პოპულარულ სერიალ “ბანქოს სახლს”, რომელშიც ნაჩვენებია, როგორი ცინიკური უნდა იყო, რომ მოიპოვო ამერიკის პრეზიდენტის პოსტი. ამ სერიალის მთვარი გმირი ფრენკ ანდერვუდიც თეთრ სახლში სხვების დახმარებით შედის, როგორც მათი ახლობელი, მაგრამ შემდეგ იწყებს რთულ და ამორალურ თამაშს უამრავი მსხვერპლით.

კინოკრიტიკოსთა ბევრ რეცენზიაში აღნიშნულია, რომ ეს ამჟამინდელი პაპის _ ფრანცისკეს ანტითეზაა, მაგრამ ეს შეფასება მთლად კორექტული არ არის: რაც უნდა კარგი ინიციატივები ჰქონდეს რეალურ რომის პაპს (მაგალითად, ევთანაზიისა და აბორტის წინააღმდეგ), ის ცდილობს, კათოლიციზმში ანტიდოგმატები დაამკვიდროს, ეს, უწინარესად, არის სოდომისტებისადმი ტოლერანტულობა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა შემდეგი: “თუკი ადამიანი გეია, აქვს კეთილი ნება და მიისწრაფვის ღმერთისკენ, მე ვინ ვარ, რომ ის გავკიცხო?”

მან მოიშველია რომის კათოლიკური ეკლესიის კათეხიზმო და განაცხადა, რომ “ჰომოსექსუალები არ უნდა გამარგინალდნენ და საზოგადოებასთან ინტეგრირება მოახერხონ”. ამჟამად პაპი მხარს უჭერს ლიბერალურად განწყობილ არქიეპისკოპოსებს, რომლებსაც დასაშვებად მიაჩნიათ ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება. მიმდინარე წელს კი ფრანცისკემ სოდომისტების წინაშე მონანიებისკენ მოუწოდა:

რომის კათოლიკურმა ეკლესიამ და რიგითმა ქრისტიანებმა ბოდიში უნდა მოიხადონ გეების წინაშე მათდამი უწინდელი დამოკიდებულების გამო”.

ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს ანტიგმირი შეიძლება ჩაფიქრებული იყოს, როგორც ფრანცისკეს რადიკალური მიმდევარი.

ევროპის უახლოესი მომავალი, დაყვანილი აბსურდამდე

აშშ და ევროპის ბევრი ქვეყანა დაადგა დამღუპველ გზას, რომლიდანაც გადახვევა რთულია. ტოლერანტულობის იდეასა და ტრადიციული იერარქიის არარსებობას ადამიანები ჩიხში შეჰყავს: როდესაც ყველაფერი დასაშვებია, კონსტრუქცია იშლება. როგორც კი განაცხადებ სოდომისტების მიმართ მოთმინების გამოჩენაზე, პაპის “ბანქოს სახლი” ინგრევა.

სერიალი, რა თქმა უნდა, მიზნად არ ისახავს დემონური პონტიფიკოსის პროპაგანდას, იმიტომ, რომ ფილმის პერსონაჟი ანტიქრისტეა. სერიალი მხოლოდ აჩვენებს ტოლერანტულობისა და ყველაფრის დაშვების იდეის ლოგიკურ დასასრულს _ ჯერ მსოფლიოში, ახლა უკვე ეკლესიაშიც. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ცარგრადი

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/italiis-tavdacvis-ministrma.jpg

იტალიის თავდაცვის მინისტრმა ლესბოსელები დააქორწინა

იტალია, მისი ძლიერი კათოლიკური ტრადიციებითურთ, ბოლო ქვეყანა იყო დასავლეთის ძლიერ სახელმწიფოებს შორის, რომელშიც სოდომისტებს ქორწინების რეგისტრაციის ნება დართეს. ქვეყნის პარლამენტმა რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ, და კათოლიკური ეკლესიისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მაინც დააკანონა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ქორწინება.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა რობერტა პინოტიმ შეასრულა დაპირება, რომელიც მან შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაში სოდომისტების უფლებების დამცველ ორგანიზაცია Polis Aperta-ს (“ღია პოლიცია”) მისცა, რომ პირადად გაატარებდა რეგისტრაციაში ერთნაირსქესიანთა შორის პირველ ქორწინებას. შედეგად, 9 ოქტომბერს რობერტა პინოტი გენუაში ორი ქალის ქორწინებას დაესწრო.

ჰომოსექსუალიზმის დამცველები გაკვირვებას ვერ მალავენ, რომ იტალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული. სწორედ ამიტომ გამოთქვა “ღია პოლიციის” ხელმძღვანელმა სიმონეტა მორიმ კმაყოფილება ლესბოსელთა დაქორწინებაში თავდაცვის მინისტრის მონაწილეობის გამო და განაცხადა, რომ ამიერიდან პოლიციელები და სამხედროები თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას აღარ დამალავენ.

იტალიის პარლამენტის მიერ ამა წლის მაისში მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ერთნაირსქესიან წყვილებს უფლება აქვთ, მიიღონ პარტნიორის გვარი, ისარგებლონ “მეუღლის” პენსიით, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღონ მემკვიდრეობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here