Home რუბრიკები პოლიტიკა ჩრდილოეთი კორეა აშშ-სა და იაპონიას ბირთვული შეტევით ემუქრება

ჩრდილოეთი კორეა აშშ-სა და იაპონიას ბირთვული შეტევით ემუქრება

539

კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ იაპონიას მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხდარზე პასუხისმგებლობას იაპონიის “რეაქციულ ძალებს” აკისრებს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აშშ და იაპონია გააფრთხილა, რომ მზად არის, პროვოკაციის შემთხვევაში პრევენციული დარტყმა მიაყენოს, _ იუწყება Sputnik-tj.com ჩრდილოეთ კორეის მედიასაშუალებებზე დაყრდნობით.

“ჩვენი რევოლუციური შეიარაღებული ძალები მზად არიან გამაფრთხილებელი დარტყმის მისაყენებლად მტრებისთვის (ჩრდილოეთ კორეის) მათი მხრიდან უმცირესი პროვოკაციების შემთხვევაში”, _ მოჰყავს ციტატა ჩრდილოკორეულ მედიას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებიდან. იაპონია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეის პრესამ აქტიური პროპაგანდა წამოიწყო იაპონიის მთავრობის წინააღმდეგ, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინათ გამოვიდა ინიციატივით, დაუწესდეს სანქციები იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეასთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ. აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ხელისუფლებებმა მანამდე განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ, გაზარდონ ზემოქმედება ჩრდილოეთ კორეაზე, ვინაიდან ქვეყანამ ძალზე გაახშირა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. სექტემბრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა სამი ბალისტიკური რაკეტა, რომლებმაც იაპონიის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ზონამდე მიაღწია. ამის შემდეგ, 9 სექტემბერს ფხენიანმა, 2006 წლიდან დღემდე, მეხუთე ბირთვული ცდა ჩაატარა, მიუხედავად გაეროს უსაფრთხოების საბჭოს აკრძალვებისა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here