Home რუბრიკები საზოგადოება ვინ უჭერს მხარს კლინტონს საპრეზიდენტო არჩევნებში?

ვინ უჭერს მხარს კლინტონს საპრეზიდენტო არჩევნებში?

492

ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ პოპულარული ადამიანების ე.წ. სელებრითების მხარდაჭერის ფაქტორია. ამერიკაში შოუბიზნესი ყვავის. დიდი პოპულარობით სარგებლობენ პოპშემსრულებლები, მსახიობები და მათ მოწოდებებს დიდი გავლენა აქვს ამომრჩეველზე. ეს კანდიდატებმაც კარგად იციან.

ჰილარი კლინტონის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი გახლავთ ამერიკის პირველი ლედი მიშელ ობამა. კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი ადგილი ეთმობა პირველი ლედის აგიტაციურ განცხადებებს. კლინტონს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს შოუბიზნესშიც. ბრიტანელმა პოპ შემსურებელმა ადელმა განაცხადა, რომ ის ტექნიკურად ვერ ახერხებს, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ თავის ფანებს განუცხადა, რომ ის კლინტონის მხარესაა. მაიამიში გამართულ კონცერტზე ადელმა მიმართა თავის გულშემატკივრებს, “მხარი არ დაუჭიროთ მას (ტრამპს), მე ინგლისელი ვარ, მაგრამ ის, რაც ხდება ამერიკაში, მეც მეხება. მე მხარს ვუჭერ კლინტონს 100%-ით, რადგან ის შესანიშნავი კანდიდატია, მე მიყვარს ის”. მსახიობმა ემი შუმერმა მხარდაჭერა კლინტონს დაანახა თავისი პოსტით “ტვიტერში”: “მე მის გვერდით ვარ (კლინტონის). არ დაივიწყოთ ის, რაც ტრამპმა უთხრა ამერიკელებს. მან მიგვანიშნა, რომ, თუ კარგის თქმას არ აპირებთ მასზე, მაშინ სჯობს, საერთოდ დადუმდეთ”. კლინტონს გულმხურვალე მხარდაჭერას უცხადებენ ლედი გაგა, რომელიც ავრცელებს სოციალურ ქსელში მხარდასაჭერ ფოტოს და ასევე მაილი საირუსი, რომელიც ყველგან სოციალურ ქსელში, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე და გასართობ შოუებში თამამად აჟღერებს თავის სიმპათიებს. კლინტონის მხარდამჭერთა რიგებს უერთდება ასევე პოპულარული ტელეწამყვანი და მსახიობი ელენ დეჯენერესი. მან თავის საავტორო შოუში პირადად განუცხადა კლინტონს ამის თაობაზე. წერილი გამოაქვეყნა, ასევე, ჯორჯ კლუნიმ, ის მხარს უჭერს ჰილარი კლინტონს და აცხადებს, რომ სწორედ მას ირჩევს ამერიკის პრეზიდენტად. ჰილარის უჭერს მხარს, ასევე, ცნობილი ამერიკული რეალითი შოუს მონაწილე ქლოე კარდაშიანი. მის აზრს იზიარებენ მისი ოჯახის დანარჩენი წევრებიც (პოზიციის გაჟღერების შემდგომ მას ტრამპმა მსუქანი უწოდა, რაზეც ქლოე განრისხდა). მხარდაჭერას გამოხატავს, ასევე, მსახიობი კერი ვაშინგტონი. მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ჰილარი გახდება პრეზიდენტი. მომღერალმა ბრიტნი სპირსმა ემოციური პოსტი მიუძღვა ინსტაგრამზე კლინტონს და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ასეთი ქალის გაცნობა, ის აღფრთოვანებულია მისით. მომღერალმა დემი ლოვატომ პრესას განუცხადა, რომ ის, გარდა ჰილარი კლინტონისა, ვერ ხედავს სხვას ამ ამპლუაში და დარწმუნებულია, კლინტონი ღირსეულად უხელმძღვანელებს თავის ქვეყანას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here