Home რუბრიკები პოლიტიკა ჰილარი კლინტონის მიმოწერაში ელჩის ლიკვიდაციის ინსტრუქცია იპოვეს

ჰილარი კლინტონის მიმოწერაში ელჩის ლიკვიდაციის ინსტრუქცია იპოვეს

584

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო კვლავ დაინტერესდა კლინტონის ელექტრონული ფოსტით. ინტერნეტში გასაჯაროვდა წერილები ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტიდან, გავრცელდა ფოტომტკიცებულება, რომელზეც ჩანს, როგორ გასცემს კლინტონი ლიბიაში აშშ-ის ელჩის _ კრის სტივენსის ლიკვიდაციის ინსტრუქციებს.

საქმე ყოფილი სახელმწიფო მდივნის ახალაღმოჩენილ ელექტრონულ წერილებს ეხება, რომლებიც კლინტონმა სამსახურებრივი ელექტრონული მიმოწერისას პირადი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა. პირველი გამოძიება კლინტონის წერილების საქმეზე 2016 წლის ივლისში ბრალის წარდგენის გარეშე შეწყდა, თუმცა მოგვიანებით გფბ-ს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი ამბობს, რომ გამოძიება, შესაძლოა, განახლდეს, რადგან ახალი სამხილებია აღმოჩენილი. ჯეიმს კომის თქმით, გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია, ახალი ელექტრონული წერილები რამდენად მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

კლინტონის იმეილების საქმე 2015 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. გამოძიების ცნობით, კლინტონი სახელმწიფო მდივნობის პერიოდში (2009-13), სამსახურებრივი მიმოწერისას დაცული იმეილის სერვერის ნაცვლად, კერძო სერვერს იყენებდა. კანონის მიხედვით კი, აშშ-ში თანამდებობის პირები ვალდებულები არიან, სამსახურებრივი მიმოწერა არა კერძო, არამედ დაცული ელექტრონული სერვერიდან აწარმოონ.

ჰილარი კლინტონმა ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში უკვე არაერთხელ მოიგერია ჰაკერული თავდასხმები, მაგრამ ეს მათ შორის, ალბათ, ყველაზე სკანდალურია. საფოსტო შეტყობინებებში ყურადღებას იქცევს წერილი, რომელშიც დეტალურად აღწერილია კრის სტივენსის ზუსტი დისლოკაციისა და გადაადგილების კორდინატები. ეს წერილი ტერორისტებს ადვილად ჩაუვარდათ ხელში, რადგან გაგზავნილი იქნა სერვერიდან, რომელიც არ იყო საკმარისად დაცული.

ფოტოზე წარმოდგენილ წერილებს, რომლებსაც კლინტონი უგზავნიდა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ადრესატის ველში კლინტონს მითითებული აქვს კრის სმიტი, ნაცვლად კრის სტივენსისა. ყველას ახსოვს, თუ როგორი ღრმა მწუხარება გამოთქვა კლინტონმა ელჩის სიკვდილის შემდგომ. თუ კლინტონი ელჩის სიკვდილმა ასე დაამწუხრა, ნუთუ ვერ შეძლო მან ელჩის სახელის დამახსოვრება?! ჰილარიმ დაუშვა ის, რომ ბენღაზი მომხდარიყო და მის თავიდან ასაცილებლად არაფერი გააკეთა. მან საფრთხის ქვეშ დააყენა სახელმწიფო მოხელის სიცოცხლე, როდესაც დაუცველი სერვერიდან აწარმოებდა მიმოწერას. სწორედ ამას ედავებიან მას, რომ კლინტონმა ეს შეგნებულად გააკეთა. მას ადანაშაულებენ იმაშიც, რომ ვერ შეძლო არგუმენტირებულად ეთქვა, რატომ არ შეეძლო ელჩს იმ დაძაბულ სიტუაციაში სახლში დაბრუნება.

დიდი ალბათობით, ვერასდროს გავიგებთ იმას, კიდევ რა ინფორმაციის ხელში ჩაგდება მოახერხეს ტერორისტებმა კლინტონის დაუცველი პირადი სერვერიდან. მიუხედავად კლინტონის მონდომებისა, დაეცვა საკუთარი სერვერი ჰაკერული თავდასხმებისგან, ინფორმაციის სრული დაცვა ვერ მოხერხდა. ამერიკელ ამომრჩეველს უკვე აღარ სჯერა ჰილარი კლინტონის დაუსრულებელი ტყუილებისა, რომლითაც განაგრძობს იგი მანიპულირებას. კლინტონს ეს არ ადარდებს და კვლავაც ამტკიცებს, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული აფიორაა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here