Home რუბრიკები სამართალი საქართველოში პირველად _ 12 მოსამართლე უვადოდ იმუშავებს

საქართველოში პირველად _ 12 მოსამართლე უვადოდ იმუშავებს

636

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლის რვა სხვადასხვა ინსტანციაში უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულმა მოსამართლეებმა სამწლიანი გამოსაცდელი ვადა გაიარეს, მათ მიეცათ უფლება, თანამდებობა პენსიაზე გასვლამდე დაიკავონ.


საქართველოს კონსტიტუციაში მოსამართლეების გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ უვადოდ დანიშვნის შესახებ შესწორებები 2010 წელს მიიღეს, თუმცა ეს ნორმა 2013 წლის ბოლოს ამოქმედდა. მოსამართლეები ამის შემდეგ შეუდგნენ გამოსაცდელი ვადის გავლას. მანამდე ამ პრაქტიკას საერთო სასამართლოებში არ იყენებდნენ. როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, 12 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამიერიდან საპენსიო ასაკამდე მომუშავე მოსამართლეების გადაყენების უფლება მხოლოდ საბჭოს წევრებს აქვთ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდა. უვადოდ იმუშავებენ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში ორ-ორი მოსამართლე, თბილისის, ბათუმისა და გორის საქალაქო სასამართლოებში _ თითო-თითო, ასევე მაგისტრატი მოსამართლეები ტყიბულის, სიღნაღისა და ცაგერის რაიონებში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმ მოსამართლეების კანდიდატურებს, რომლებსაც პენსიამდე თანამდებობაზე მუშაობის უფლება ეძლევათ, 13 პარამეტრით ირჩევს. აქამდე მოსამართლეების თანამდებობაზე ყოფნის ვადა სამიდან ათ წლამდე განისაზღვრებოდა.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here