Home რუბრიკები საზოგადოება ქართული ღვინის კულტურას პოლონეთში შეასწავლიან

ქართული ღვინის კულტურას პოლონეთში შეასწავლიან

526

ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში შეასწავლიან.

აღნიშნულის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს შორის (Galicja Vitis) გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას პოლონეთში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლონეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გაზრდას.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here