Home რუბრიკები საზოგადოება ანაკლიის მშენებარე პორტის ტერიტორიაზე ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

ანაკლიის მშენებარე პორტის ტერიტორიაზე ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

534

ანაკლიაში, მშენებარე პორტის ტერიტორიაზე, მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია კულტურის ნიმუშების ორი ფენა, რომელიც კოლხურ ნამოსახლარს წარმოადგენს და ჩვ. . აღმდე VI-IV საუკუნეებით თარიღდება. ეს ინფორმაცია რადიოათინათმაგაავრცელა.

არქეოლოგიური კვლევა-ძიება ე.წ. ლაზიკის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. ექსპედიციას არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. ზუგდიდის გამგეობის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის _ ლაშა ჯიქიას ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 4 ჰექტარზეა გადაჭიმული. ზუგდიდის გამგეობაში ამბობენ, რომ არქეოლოგიური აღმოჩენით “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მათივე თქმით, პროექტი უკვე მზადდება და ანაკლიაში გათხრები მომდევნო წლის ზაფხულში განახლდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here