Home რუბრიკები ბლოგი პოლ ჯოზეფ უოტსონი: ჰილარი კლინტონს ფსიქიკური აშლილობა აქვს. ქცევის ანალიზი

პოლ ჯოზეფ უოტსონი: ჰილარი კლინტონს ფსიქიკური აშლილობა აქვს. ქცევის ანალიზი

761

 (ვიდეო)

ბრიტანელმა პოლიტიკურმა ვიდეობლოგერმა, კონსერვატიული გამოცემა infowars.com – ის კორესპონდენტმა, პოლ ჯოზეფ უოტსონმა (Pаul Jоsеph Wаtsоn) სენსაციური ვიდეორგოლი გაავრცელა, სახელწოდებით: „სიმართლე ჰილარი კლინტონის შეშლილ ქცევაზე.“

 როგორც ცნობილია, ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ამერიკაში ვითარდება. მიმდინარეობს არჩევნები და არსებობს იმის საშიშროება, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ქვეყნის პრეზიდენტი.

 როგორც ბრიტანელი ბლოგერის ვიდეორგოლიდან ირკვევა, კლინტონი ფსიქიკურად სერიოზულადაა დასნეულებული, ის აშკარად დაცლილია ადამიანური ემოციებისგან,   სულისშემძვრელი  ყინულოვანი მზერა და ხელოვნური „დაყენებული“ ღიმილი აშკარად მძიმე ემოციებს იწვევენ  ადამიანებში. მათი რეაქცია კლინტონის არაადეკვატურ ქცევაზე  კარგად არის ასახული  ამ ვიდეორგოლში.

ქალბატონი კლინტონი თითქმის არ მალავს იმასაც, რომ ომის გაჩაღებას აპირებს, სადღაც შორს, ამერიკიდან მოშორებით,  სავარაუდოდ რუსეთთან, რადგანაც დიდი ბირთვული ომის გარეშე, ევროპის, რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკის მონაწილეობით, ამერიკული ელიტა ვერ გადარჩება. აშშ-ს უდიდესი ვალები ახრჩობს, ფულადი კუპიურების  საბეჭდი დაზგები  უამრავ დოლარს ბეჭდავენ, თუმცა ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ომი, შემდგომი გადატვირთვით, ერთდერთი გამოსავალია ამ მდგომარეობიდან.  

იხილეთ ბრიტანელი ვიდობლოგერის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი და დასკვნები თავად გამოიტანეთ:

პოლ ჯოზეფ უოტსონის  ვიდეორგოლი: https://www.youtube.com/watch?v=5DZbc8nwmwg

როგორც ცნობილია, 2011 წლის 20 ოქტომბერს ყველა საერთაშორისო ნორმის უხეში დარღვევით  მოკლულ იქნა ლიბიის ლიდერი მუამარ კადდაფი. დასავლეთი მას დიქტატორად თვლიდა და ერთხმად მიასელმებოდა მის მკვლელობას, მაგრამ ლიბიელი ხალხის მდგომარეობა კადდაფის სიკვდილის შემდეგ რამდენჯერმე გაუარესდა. დღესდღეობით ლიბიაში ტერორიზმი მძვინვარებს.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ასახავს ჰილარი კლინტონის  ცინიკურ, არაადეკვატურ  რეაქციას კადაფის სიკვდილზე. ეს კონკრეტული ფაქტიც  ზოგადად ადასტურებს ამერიკული პოლიტიკური ისთებლიშმენტის აგდებულ დამოკიდებულებას დანარჩენი მსოფლიოს მიმართ.    

ვიდეორგოლში, აშშ-ს პრეზიდენტობის  კანდიდატი ახდენს იულიუს კეისრის სიტყვების: „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“-ს  პერიფრაზს  და წარმოთქვამს შემდეგს:  „ჩვენ მივედით, ვნახეთ და ის მოკვდა“ ,თან ხარხარებს და  ეს ადამიანი უახლოეს მომავალში,  დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება- იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის რეზოლუციებსა თუ დირექტივებს ასე გულმოდგინედ ასრულებენ საქართველოს წინა თუ ახალი ხელისუფლებები.

ვიდეო: კლინტონის  არაადეკვატური რეაქცია  მუამარ კადაფის მკვლელობაზე https://www.youtube.com/watch?v=0LeHG5Y8X0k

 მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here