Home რუბრიკები პოლიტიკა “აზიის სიახლეების არხი”: ფილიპინების პრეზიდენტმა კვლავ შეურაცხყო ობამა და დაემშვიდობა აშშ-ს

“აზიის სიახლეების არხი”: ფილიპინების პრეზიდენტმა კვლავ შეურაცხყო ობამა და დაემშვიდობა აშშ-ს

557

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის დადგა დრო, აშშ დაემშვიდობოს.

“თქვენი (აშშ-ის) ჩვენს ქვეყანაში ყოფნა თქვენთვისვე იყო მომგებიანი. ახლა კი დადგა დრო, დაგემშვიდობოთ, ჩემო მეგობრებო”.

ფილიპინების მეთაურმა აღნიშნა, რომ აღარ სურს, კვლავაც მისდიოს დასავლეთის პოლიტიკურ კურსს და განზრახული აქვს, შეცვალოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტ ობამას, ჩვეულებისამებრ, “შობელძაღლი” უწოდა და თქვა, რომ აღარასოდეს გაემგზავრება შეერთებულ შტატებში.

წინა დღით ფილიპინებში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების გარეშეც შეძლებენ თავიანთი ქვეყნის დაცვას.

დუტერტეს ადრეც შეუმკია ობამა უცენზურო სიტყვებით, რაზეც პრეზიდენტს უპასუხია, რომ ეს კაცი “კოლორიტული ბიჭია”.

1 COMMENT

  1. ყველამ გამოიღვიძა საქართველოს გარდა, ნეტავ როდემდის ვიქნებით ასე ღრმა ძილის მდგომარეობაში?????

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here