Home რუბრიკები სამართალი გიორგი მღებრიშვილი: არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას!

გიორგი მღებრიშვილი: არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას!

606

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. გიორგი მღებრიშვილის თქმით, სამართალდამცავებმა დახმარება რომ შეძლონ, აუცილებელია ძალადობის მსხვერლთა მხრიდან თანადგომა.

“ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტად, თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად პოლიციელმა რომ შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია, თვითონ ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მივმართავთ ყველა მსხვერპლს: არ გავუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით! ჩვენი უწყება _ 40 000 ადამიანი თქვენ გვერდით ვართ იმისთვის, რომ დაგიცვათ”, _ განაცხადა შს მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here