Home რუბრიკები საზოგადოება თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნა

თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნა

578

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს გაიმართება.

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის _ ბახვა კვირიკაშვილის განცხადებით, “სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების გამო არჩევნების თარიღმა გადაიწია. თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დებულების თანახმად, არჩევნების გადავადება შესაძლებელია 6 თვით. სწორედ ამიტომ შეირჩა 25 ნოემბერი არჩევნების დღედ”. თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდა, დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. სტუდენტური ორგანიზაცია “აუდიტორია 115” სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს. მისი წევრები ამბობენ, რომ არჩევნებამდე განათლების შესახებ კანონში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. არჩევნების შემდეგ თვითმმართველობაში დელეგატთა რაოდენობა 120-დან 140-მდე გაიზრდება. ცვლილებები არ შევა თვითმმართველობის წევრების არჩევის წესში, მაგრამ სიახლეა მისი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საფაკულტეტო საბჭოს დაკომპლექტებაში, რომელშიც, სტუდენტების გარდა, პროფესურაც შედის. თუ აქამდე თვითმმართველობიდან საფაკულტეტო საბჭოში გადასასვლელად კიდევ ერთი შესარჩევი ეტაპი იყო საჭირო, ეს ბარიერი მოიხსნება და საუკეთესო შედეგის მქონე პირველი 4 სტუდენტი საბჭოში პირდაპირ შევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here