Home რუბრიკები პოლიტიკა მელია “ნაცმოძრაობიდან” უგულავას კადრებს ყრის

მელია “ნაცმოძრაობიდან” უგულავას კადრებს ყრის

526

ნაციონალური მოძრაობიდანგარიცხეს ქეთი ქოჩორაშვილი, რომელიც თბილისის საკრებულოში ირაკლი აბესაძის ნაცვლად უნდა შესულიყო.

როგორც ქოჩორაშვილი ამბობს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის საკრებულოს წევრობა, მას კი არა, დავით ავალიანს “უბოძა”. ქოჩორაშვილის განცხადების თანახმად, მას მელია საკმაოდ “კონფლიქტური ტონით” ელაპარაკებოდა და პარტიული თათბირიც დაატოვებინა. თბილისის საკრებულოში ადგილი გათავისუფლდა და ირაკლი აბესაძის ადგილი უნდა დაეკავებინა ქეთი ქოჩორაშვილს, რადგან 2014 წელს, ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში მისი გვარი ეწერა. გარდა ამისა, ეს ქალთა კვოტითაც იყო განპირობებული. ნიკა მელიამ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაფინანსება იმის გამო მიიღო, რომ საკრებულოს ყოველი მესამე კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ეს პირობაც დაარღვია და ყოფილ თანაგუნდელს განუცხადა, რომ საკრებულოში შესვლაზე უარი უნდა ეთქვა, რადგან ეს პოზიცია დათო ავალიანისთვის სჭირდებოდა. მელიამ თავისი გადაწყვეტილება იმით განმარტა, რომ დათო ავალიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და მხოლოდ საკრებულოს წევრობა დაიცავდა _ მისი დაკავება უფრო გართულდებოდა, ვიდრე პარტიის რიგითი წევრის. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here