Home რუბრიკები საზოგადოება ელიმინაციის პროგრამა იქამდე გაგრძელდება, სანამ ბოლო პაციენტს არ ჩაუტარდება მკურნალობა

ელიმინაციის პროგრამა იქამდე გაგრძელდება, სანამ ბოლო პაციენტს არ ჩაუტარდება მკურნალობა

479

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ეძლევათ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა.

“ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ჩართულობის კრიტერიუმი მოგვეხსნა და ნებისმიერმა, ვინც გაივლის შესაბამის კვლევებს, მიიღოს ეს მკურნალობა. შედარებისთვის, თუ შარშან თვის განმავლობაში პროექტში შეგვეძლო 700-800 პაციენტის ჩართვა, დღეს ავედით 5000-ზე და ეს ბოლო არ არის”, _ განაცხადა სერგეენკომ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here