Home რუბრიკები პოლიტიკა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

519

ნაციონალური მოძრაობისერთერთი ლიდერის _ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს 1976 წელს დაბადებული .. დააკავა. კიდევ ერთ პირს, 1974 წელს დაბდებულ ..-, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, ის ინფორმაცია, რომელიც შსს-მ გაავრცელა, არაფრისმომცემია და საქმის გახსნასთან ახლოსაც კი არ დგას. დეპუტატის თქმით, ის არც დაკავებულს და არც ქვეყნიდან წასულ ბრალდებულს არ იცნობს. მისივე განცხადებით, არჩევნების შემდეგ საქმის გამოძიებამ ინტერესი დაკარგა, ვინაიდან, როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ყველა მოქმედება დაკავშირებული იყო წინასაარჩევნო პერიოდთან. დეპუტატის ამბობს, რომ საქმის გამოძიება ადეკვატური მუხლით არ მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, დღის წესრიგში აყენებს გამოძიებისადმი უნდობლობის საკითხს. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here