Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვენისთანა ავადმყოფი განა არის სადმე ერი?

ჩვენისთანა ავადმყოფი განა არის სადმე ერი?

615

გაყალბდა არჩევნებიარ გაყალბდა _ ორივე მოსაზრებას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ორივე შემთხვევაში დამარცხებული საქართველოა, რადგანაც არჩევნების შედეგები აშშის დიდი ხნის ოცნების ასრულებას ნიშნავს, რომელიცქართულმა ოცნებამაუხდინა ოკეანისგაღმელ პატრონებს _ პოლიტიკური სისტემა, მსგავსად ამერიკისა, საქართველოშიც აუცილებლად ორპარტიული უნდა ყოფილიყო, თანაც პარლამენტის .. უმრავლესობაც (“ქართული ოცნება”) და .. უმცირესობაც (“ნაცმოძრაობა”) _ უეჭველად პროდასავლურნეოლიბერალური იდეოლოგიის (წაიკითხე _ ანტიეროვნულანტიმართლმადიდებლური).

 გადახედეთ ნაცებ-ქოცების საარჩევნო სიებს და დარწმუნდებით, რომ არ ვაჭარბებ:

იქ, სადაც გიორგი კვირიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია არიან, რომელ ეროვნულ და მართლმადიდებლურ ფასეულობებზე შეიძლება ლაპარაკი?! მათ დაუმატეთ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც რეფერენდუმი არ დანიშნა საქართველოს კონსტიტუციაში იმის ჩასაწერად, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, და მიხვდებით, რა გველის უახლოესი 4 წლის განმავლობაში.

“ქართული ოცნება” როლში შეიჭრა და აშშ-ს დავალება გეგმის გადაჭარბებით “შემოესრულა” _ სინამდვილეში, ორპარტიული კი არა, ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ!

დიახ, ერთპარტიული, რადგან ჯერ კიდევ გაგანია კოაბიტაციის პერიოდში ვწერდი, რომ ეს, ნაცებისა და ქოცების კოაბიტაცია კი არა, პოლიტიკურად ერთნაირსქესიანთა ქორწინებაა ნაცებისა და ქოცების შეწყვილებით-მეთქი და ეს პოლიტიკური “ბოიფრენდები” 8 ოქტომბერს აშშ-ის ელჩის ხელისმომკიდეობით ოფიციალურად დაქორწინდნენ კიდეც.

გეგმა გადაჭარბებით შემოესრულა-მეთქი, იმიტომ ვწერ, რომ ე.წ. ლიბერალური არასაპარლამენტო ოპოზიციაც დაიბევეს ნაცებ-ქოცებმა.

იმ ფონზე, როცა თითქმის ყველა პარტია აპროტესტებდა (საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ _ ეს სხვა საკითხია) არჩევნების შედეგებს, გაიხსენეთ, პარლამენტს მიღმა დარჩენილთაგან პირველმა ვინ აღიარა ნაცებისა და ქოცების არჩევნებით ქორწინება სამართლიან და ლეგიტიმურ პროცესადვინ და ალასანიასთავისუფალმა დემოკრატებმა”, რომლებიც დამარცხებულთაგან ყველაზე ახლოს იყვნენ 5 %-იან ბარიერთან, მაგრამ არც კი უფიქრიათ, ებრძოლათ საჭირო ხმების მოსაპოვებლად; რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა, რომლის პარტიამაც ჩვეული პროცენტ-ნახევარი მიიღო, და პაატა ბურჭულაძის ბლოკის წარმომადგენელმა “ახალმა მემარჯვენეებმა” მანანა ნაჭყებიას პირით!

სამივე ეს სუბიექტი, იმთავითვე რომ მიჩნეულნი იყვნენ სააკაშვილის სატელიტებად, ხოლო “ახალი მემარჯვენეები” 2009 წლის მარათონული საპროტესტო აქციების პერიოდში თავფეხიანად რომ იყიდა მიშა სააკაშვილმა, არახალია, ძველია!

აქედან გამომდინარე, მარტივი დასკვნა: აშშ-ის ელჩმა უბრძანა ხსენებულ პარტიებს, ეცნოთ არჩევნების შედეგები, რითაც, ერთი მხრივ, საზოგადოებას ეტყოდნენ _ აი, “ავტორიტეტულმა” დამარცხებულებმა თუ აღიარეს არჩევნების შედეგები სამართლიანად ე.ი. ასეც არისო, და, მეორე მხრივ, “პატრიოტთა ალიანსის” მარგინალიზაციას შეეცადნენ. მათ დავუმატოთ, ასევე, აშშის ბაგაზე დაბმული ქართული .. არასამთავრობოები, რომლებიც ყველა ანტიქართული იდეაპროექტის მხარდამჭერები იქნებიან პარლამენტს გარეთ და რა ქაქშიც სურთ გვამყოფონ მომდევნო 4 წელიწადი, ნათელია.

ვითომ ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ჯერ საჯაროდ, ჩვენ “დასაბოლებლად” ერთმანეთს დაჭამენ პარლამენტში და შემდეგ რომელიმე პრესტიჟულ რესტორანში ვახტანგურად ეს მერამდენედ შესვამენ გაბითურებული საქართველოს სადღეგრძელოს.

ეს კინო გასული 4 წლის განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც გველის ხვალ, რაც ვნახეთ, ჟურნალი ყოფილა და კინო აწი დაიწყება.

იმის მიუხედავადაც კი, ვინ მოიგებს მაჟორიტართა მეორე ტურებს, ანუ ფორმალურადაც ექნებათ თუ არა ქოცებს საკონსტიტუციო უმრავლესობა, პოლიტიკურად ერთნაირსქესიანთა ქორწინებიდან გამომდინარე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აშშ-ის რჩევების (წაიკითხე _ ბრძანებების) შესასრულებლად “მოჩვენებით მოჩხუბარი ცოლ-ქმარი” ოჯახურ ერთიანობას საკმარისად უზრუნველყოფს. ამის ნათელი დასტურია თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონის (რომელსაც საქართველოს პატრიარქმა ქვეყნის დამღუპველი კანონი უწოდა) ერთხმად მიღება _ აშშ-ის ელჩმა ივანიშვილს “ურჩია”, ხოლო ბიძინამ მაგიდაზე მუშტების ბრახუნით მიაღებინა საპარლამენტო უმრავლესობას ეს კანონი; პარლამენტის სპიკერსა და რესპების მთელს “სასტავს” ნაცებთან ერთად ხვეწნა-მუდარა რომ არ დასჭირდებოდათ ქვეყნის დამღუპველი კანონის მისაღებად, არ მგონია, სადავო იყოს.

ამავე ოპერიდან არის ნაციონალების გადარჩენა, რომლის შესახებაც განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აკი გადაარჩინეს კიდეც. წინამდებარე წერილი არჩევნების გაყალბება-არ გაყალბებით დავიწყე და ახლა განვაგრძობ თემას: გაყალბდა _ ვაია ქვეყნისთვის, არ გაყალბდა და, თუ გაუყალბებლად მიიღო ნაცბანდამ 27 %, მაშინ _ ვუი ქართველ ერს, რადგანაც ამ შემთხვევაში გაცილებით მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რასაც ილიას ცნობილი ლექსის პერიფრაზით ვიტყვი: ჩვენისთანა ავადმყოფი განა არის სადმე ერი?

ავადმყოფის გარდა, შეიძლებოდა, ვინმეს ხმა მიეცა ნაცხროვისთვის, რომელმაც 9 წლის განმავლობაში გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს და სული ამოჰხადა?!

ანდა უკრაინა ავიღოთ _ საქართველოში სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი, ძებნილი მიშა სააკაშვილი ოდესის გუბერნატორია და იქიდან არხენად გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას, მისი ბანდის სხვა წევრებიც უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ პოსტებს იკავებენ და სააკაშვილის ანტიქართულ ავანტიურებში არიან ჩართულნი, რაც ქართველი ერის სულში ჩაფურთხების ტოლფასია და, მსგავსი არამეგობრული დამოკიდებულების გამო, ნებისმიერი, ოდნავ მაინც თავმოყვარე ხელისუფლება კიევთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაზე იფიქრებდა. ჩვენმა ხელისუფლებამ კი, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა კი არა, საპროტესტო ნოტის გაგზავნაც ვერ გაბედა.

რატომ? იმიტომ, რომ ამერიკას არ სურს; ამერიკას, რომელიც გვკარნახობს, ვისთან უნდა ვიმეგობროთ და ვის ვუმტროთ.

ასეთივე ლოგიკით არის ჩვენი “ისტორიული მეგობარი” თურქეთიც, რომლის ტერიტორიაზეც სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვართან, ღიად მართავდა “სხოდკას” მიხეილ სააკაშვილი და ინსტრუქციებს აძლევდა ნაცბანდის წევრებს, ხოლო ჩვენი “მეგობარი” თურქეთი, იმის მაგივრად, რომ ძებნილი სააკაშვილი დაეკავებინა და საქართველოს მართლმსაჯულებისთვის გადმოეცა, ცინიკურად დუმდა. აღარაფერს ვიტყვი იმ ათასობით ქართველზე, რომლებიც მონურ შრომას ეწევიან თურქეთში, და ათასობით თურქზე, რომლებმაც აჭარის ფინანსურ-ეკონომიკური ოკუპაცია პრაქტიკულად უკვე განახორციელეს(!).

არჩევნების წინ უკლებლივ ყველა ექსპერტი თუ პოლიტოლოგი ერთხმად წინასწარმეტყველებდა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული, სულ ცოტა, ხუთსუბიექტიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მივიღეთ ნაცებისა და ქოცების ერთპარტიული პარლამენტი. იყო რამდენიმედღიანი იწილო-ბიწილო ცესკოსი _ ხან მოუმატებდნენ “პატრიოტთა ალიანსს” რამდენიმე მეასედ პროცენტს, ხან დაუკლებდნენ. ბოლოს, როგორც ჩანს, მიხვდნენ ჩვენი ამერიკელიმეგობრები”, რომ ამპროცენტობანასგაუთავებელი თამაშის შედეგად შეიძლებოდა საპროტესტო აქცია მიეღოთ ლოზუნგითძირს აშშ, როგორც არჩევნების მთავარი მანიპულატორი!”.

ამიტომ ამერიკელებმა, როგორც იტყვიან, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და “პატრიოტთა ალიანსს” საარჩევნო ბარიერი გადაალახვინეს, _ იყოს პარლამენტში 6 ეროვნულად მოაზროვნე დეპუტატი, რას უნდა გახდეს ასზე მეტ ნარჩევ ლიბერასტთან ჭიდილშიო.

მაგრამ ცდება ბატონი იან კელი _ იმ 6 დეპუტატმა ანტიქართული კანონის მიღების მცდელობის შემთხვევაში შეიძლება ისეთი ხმაური ატეხონ პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს და ერთიანად წალეკოს “ცოლ-ქმარი” ნაცები და ქოცები და მათი “ხელისმომკიდე”, რომელმაც, იმედია, იცის, რომ პირადი თავგანწირვა სასწაულებს შვრება და მეტოქის რიცხობრივი უპირატესობა ნულამდე დაჰყავს. არც ის არის გამორიცხული, რომ 6 დეპუტატი უფრო მეტადაც იქცეს _ ალაგ-ალაგ ქოცებშიც არიან ეროვნულად მოაზროვნენი…

ამერიკული ენდიაის მიერ ახლახან გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 33% ევრაზიული კავშირის მომხრეა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრაქტიკულად ორპარტიულ პარლამენტში მოსახლეობის ამ ერთი მესამედის ნება არ არის ასახული და წარმოდგენილი.

სად წავიდა, სად გაქრა ეს ერთი მესამედი? ფაქტია, მათ ხმა არ მიუციათ ნინო ბურჯანაძისთვის, რომლის პარტიამ ბარიერიც ვერ გადალახა. ისიც ფაქტია, რომ ეს მკაფიო პოლიტიკური პოზიციის მქონე ამომრჩეველი “ნაციონალურ მოძრაობას” არ მისცემდა ხმას და არც ნატო-ევროკავშირის სიკეთეებზე მოქოთქოთე ქოცებს დაუჭერდა მხარს… არც დაუჭირა და დიდი ნაწილი შინ დარჩა ან, თუ მივიდა ურნასთან, ხმა “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ მისცა, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

ეს ყველაფერი იმითაც იყო განპირობებული, რომ ვერც ერთმა პარტიამ და პოლიტიკოსმა, მათ შორის, ვერც ნინო ბურჯანაძემ, ვერ გაბედეს, ეთქვათ გასაგებ, ადამიანურ ენაზე, რომ საქართველოს მტერი უღმერთო აშშ და ევროკავშირია, საიდანაც გარყვნილების მეტი არაფერი შემოდის და თუნდაც მხოლოდ ამიტომ უნდა ვაქციოთ ზურგი დასავლეთს და პირი რუსეთისკენ ვიბრუნოთ. ამას დავუმატოთ რუსული ბაზრის უალტერნატივობა საქართველოსთვის და ნინო ბურჯანაძეს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებოდა.

ანალოგიური რამის თქმა “პატრიოტთა ალიანსის” მიმართაც შეიძლება _ მათაც ვერ გააგებინეს ამომრჩეველს, რა სურდათ. ერთი მხრივ, ნატოს წევრ თურქეთს საქართველოს დაუძინებელ მტერს უწოდებდნენ, მეორე მხრივ, სტრასბურგ-ბრიუსელის გზა ტკეპნეს და, აქედან რაც გამოვიდა, კი ვნახეთ.

არჩევნების წინ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხანმოურავმა გაგვანდო პირდაპირ ეთერში, _ რასაც ჩვენგან დასავლეთი ითხოვს, არის ის, რომ თურქებსა და სააკაშვილს არ შეეხოთო. ამის შემდეგ, არჩევნებზე კი არა, საერთოდ, რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ დასავლეთთან?!

ვინმეს მოსწონს თუ არა, რუსეთია მართლმადიდებლობის დამცველი და ბურჯი ქრისტიანული ზნეობისა, მართლმადიდებლობისა, რომელიც ერთადერთი გზაა საქართველოს გადარჩენისა!

ეს სიმართლე ამჯერად პარლამენტის ტრიბუნიდან უნდა თქვას “პატრიოტთა ალიანსმა” და მერე ვნახავთ, რამხელა სახალხო მხარდაჭერას მოიპოვებს პარლამენტში გასული 6 დეპუტატი და მათი პარტია.

ხალხის ნების წინაშე თვით “ყოვლის შემძლე” აშშ-ც კი უძლური იქნება!

თორემ, ნატოში არ მიგვიღებენ და ამიტომ არ გვინდა ნატო (დავით თარხან-მოურავი), ამ კონფორმისტული პოზიციით შორს ვერ წავალთ.

რომც მიგვიღონ, მერე რა? ერთი ქვეყანა მაინც მიჩვენეთ, რომელშიც ნატო შევიდა და იქ მშვიდობაა?!

დროა, საკითხი პარლამენტის ტრიბუნიდანაც ასე დაისვას…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. გაუმარჯოს ბატონ დავითს!,ბატონო დავით ვისაც ცოტა მაინც მოეკითხება ჭკუა და ოდნავ მაინც უყვარს საქართველო არ შეიძლება არ დაგეთანხმოთ იმ მწარე რეალობის გამოაშკარავებაში რა უბედურებაც დაგვემართა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ! ქართველი ხალხი იმედს ამყარებს ქართულ ოცნებაზე და კიდევ ერთხელ აძლევს შანს და ვნახოთ როგორ წარმართავენ მომავალს!თუ სიკეთის საბოლოო იმედიც ამოგვეწურა მერე ძალიან ცუდდღეში ჩავარდება ქართული ოცნებაც და სამწუხაროდ საქართველოც! რისი სურვილიც არა გვაქვს! მომავალი პარლამენტის წევრებს ვურჩევდი საკუთარი კეთილდღეობა გადადონ ცოტა გვერდზე და საქართველოზე და ხალხზე იფიქრონ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here