Home რუბრიკები საზოგადოება არასამთავრობო სექტორი “ნაციონალურ მოძრაობას” დაუფარავად ლობირებს

არასამთავრობო სექტორი “ნაციონალურ მოძრაობას” დაუფარავად ლობირებს

555

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დამკვიდრების საფრთხე არსებობს. ამის თავიდან აცილების შანსი კი, მათი აზრით, არის ის, რომქართულმა ოცნებამვერ მოიპოვოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა.

სწორედ ამიტომ საგანგებო მიმართვის 45 ხელმომწერი პირი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ, მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ. მიმართვის ხელმომწერთა განცხადებით, კონსტიტუციური უმრავლესობის ყოლა პარლამენტში, ფაქტობრივად, ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს და, შესაბამისად, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.

საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლებლობას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუცია და დაარღვიოს სახელისუფლო შტოებს შორის ძალთა ბალანსი. პარტიაქართული ოცნებისწარმომადგენლების მხრიდან უკვე გაკეთდა მინიშნებები პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ, რამაც, შესაძლოა, გზა გაუხსნას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი პარტიის ერთპიროვნულ მმართველობას, გადაიყვანოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზიდან და დააკარგვინოს ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარების სახით მოიპოვაერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის თავმოყრა გზას უხსნის იმ რეალობას, რომელიც გვეგონა, რომ ჩვენმა ქვეყანამ განვითარების უკანასკნელი 25 წლის მანძილზე უკან მოიტოვა. ნუ დავბრუნდებით წარსულში!” _ ეს არის ამონარიდი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებული მიმართვიდან.

 პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას არ ითვალისწინებს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამ მიმართვას აფასებენ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ აგორებულ პიარკამპანიას, რომელიც ამავე პოლიტიკური ძალის “გადარჩენას” ისახავს მიზნად. ოპოზიცია არ აპირებს, მოუწოდოს საზოგადოებას, რომ მეორე ტურში “ნაციონალურ მოძრაობას” მისცენ ხმა. პირიქით, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შეკითხვა არასამთავრობოების მიმართ _ სად იყვნენ ისინი მაშინ, როცა “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავდა საპარლამენტო უმრავლესობა? პარტიები არც იმას ემხრობიან, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს. პარტია, რომელიც არ მიემხრო ზემოაღნიშნულ მიმართვას, არის “გირჩი”. მოწოდებას იმის შესახებ, რომ ამომრჩეველმა “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭიროს მხარი მეორე ტურში, ემიჯნებიან “ახალი მემარჯვენებიც”. “თავისუფალი დემოკრატები” აღნიშნავენ, რომ მოქალაქეს აქვს სრული უფლება, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ პარტიას, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს, და სხვა პარტიებსაც მოუწოდებენ, პატივი სცენ უფლებას თავისუფალი არჩევანის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here