Home რუბრიკები პოლიტიკა თათბირი გოაში და ნარკოტესტი კლინტონისათვის

თათბირი გოაში და ნარკოტესტი კლინტონისათვის

509

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თავის საპარლამენტო არჩევნებზე მზერამიპყრობილი საქართველო ყველაზე ნაკლებად რეგიონსა თუ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს აქცევდა ყურადღებას. სავარაუდოდ, მთავრობაც ამ მდგომარეობაში იყო, რადგან პრემიერმინისტრით დაწყებული, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებით დასრულებული, ყველანი, საარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართულნი. 

დროულად მიღებული საკანონმდებლო ცვლილების წყალობით, პრემიერი პრემიერად რჩება და, ამასთანავე, მმართველი ძალის საარჩევნო სიის პირველი ნომერიც გახლავთ. ამოცანა გვეკითხება: რას უფრო მეტ დროს უთმობდა იგი ამ პერიოდში _ არჩევნებს თუ მთავრობის მუშაობას? ანალოგიური რამ ითქმის ვიცეპრემიერ კალაძეზეც, რომელიც ოპოზიციის ბრალდებებს უფრო პასუხობდა, ვიდრე ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევებს (მათვორდინგსდავესესხე).

ამასობაში გაერომ ახალი გენერალური მდივანი აირჩია _ 67 წლის პორტუგალიელი ანტონიუ გუტერიში. მხოლოდ ჩვენი მთავრობა რომ არ ვაკრიტიკოთ, გადავწვდეთ გუტერიშსაც, რომელიც ამ პოსტზე დანიშვნამდე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი იყო. მიგრანტთა კრიზისის ყველაზე მწვავე პერიოდებშიც კი მისი წვლილი ამ პრობლემის მოგვარებაში არავის ახსოვს, მაგრამ ახლა მიიჩნევს, რომ ლტოლვილები სხვადასხვა ქვეყანამ უნდა გადაინაწილონ, რათა ლიბანი, თურქეთი და იორდანია მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდნენ.

ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვაქვს _ თურქეთის ლტოლვილებისგან “გათავისუფლება” ჩვენს ხარჯზე არ მოხდეს – საკუთარი დევნილებისთვის ვერ მოგვივლია! რას იზამს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურზე ორიენტირებული ჩვენი მთავრობა ამ საკითხზე? ისევ გუტერიში თუ გვიშველის. მან განაცხადა, რომ ლტოლვილები არა მხოლოდ ევროპამ, არამედ ჩრდილოეთ ამერიკამ, ლათინურმა ამერიკამ და ავსტრალიამაც უნდა მიიღონ.

აშშმა, სირიის კონფლიქტში ჩართულობის და ამის ჰუმანიტარული მიზნებით გამართლების მიუხედავად, სულ ათასი ლტოლვილი მიიღო და, სავარაუდოდ, გუტერიშის ინიციატივას ან წაუყრუებს, ან კიდევ ათას ლტოლვილს თუ გაუღებს კარს. მით უფრო, რომ ახალმა გენმდივანმა გამჭვირვალედ მიანიშნა საერთაშორისო საზოგადოების მიერ 1970-იან წლებში ვიეტნამელი ლტოლვილების მხარდაჭერის შესახებ. ვინ გამოიწვია იმხანად ლტოლვილების ტალღა ვიეტნამიდან, საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა არა მხოლოდ მაშინ, არამედ ახლაც.

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. ერთი მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატებში რუსეთის თემა გააქტიურდა; მეორე მხრივ, მოქმედი ადმინისტრაციისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თანამშრომლობა თვალში საცემია. ამერიკული ტრენდი, თითქოს რუსეთის სამხედრო მოქმედებები სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას აზარალებს, ვერ მკვიდრდება, რადგან ამერიკელი სამხედროების მიერშეცდომითდაბომბილი მშვიდობიანი ობიექტების რაოდენობა დიდია. ამის დამალვა ვიეტნამის ომის დროსაც კი ვერ ხერხდებოდა, ახლა კი, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ეპოქაში, სრულიად შეუძლებელია.

ცვლილებებია ევროპულ “ფრონტზეც”; ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ორიოდე დღით ადრე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას დაუჭერს მხარს, თუმცა მოგვიანებით მისი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა ახალი სანქციების შემოღებაში აზრი ვერ დაინახა. ახალი ზომების გატარება რუსეთის წინააღმდეგ სირიის მოსახლეობას ვერაფერში დაეხმარება”, _ განაცხადა მან.

ევროპის ნომერმა პირველმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ კი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე მედია საუბრობს, მაგრამ ამ საკითხზე ინიციატივა ევროკავშირის წევრ არც ერთ სახელმწიფოს არ დაუსვამს.

კიდევ ერთი გაუგებრობა რუსეთის მიმართ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მერყევ პოზიციაში გამოიკვეთა. ერთი წლით ადრე მოლაპარაკებულ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ მან იქაურ შალვა რამიშვილთან ინტერვიუში ეჭვი გამოთქვა პუტინთან შეხვედრის მიზანშეწონილობაზე. ამის გამომწვევი კი იყო ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ვეტო დაადო საფრანგეთის წინადადებას ალეპოს ცაში ფრენების აკრძალვის შესახებ.

მოკლედ, წახვალწამოხვალ და ისევ გაეროსთან მიდიხარ.

ოლანდს რაც შეეხება, ის ერთი წლის წინათ ეპატიჟებოდა პუტინს პარიზში, ხოლო ექვსი თვის წინათ, პარიზის ტერაქტების შემდეგ, მოსკოვში ჩააკითხა კოლეგას ტერორისტებთან ბრძოლაში მხარდაჭერის სათხოვნელად. პუტინმა მისი ბოლო განცხადების შემდეგ ვიზიტი გადადო, ხოლო ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პარიზში დაგეგმილი “ნორმანდიული ფორმატის” შეხვედრა სასწრაფოდ ბერლინში გადაიტანეს.

ამასობაში ინდოეთის შტატ გოაში 15-16 ოქტომბერს ბრიჩს-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკის რეპუბლიკა) სამიტი გაიმართა, რომელზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. გაფორმდა ხელშეკრულება ინდოეთისთვის სარაკეტო კომპლექს C-400-ის, სამხედრო ხომალდებისა და ვერტმფრენების მიწოდების, აგრეთვე, კლუჩევსკის ოქროს საბადოზე თანამშრომლობისა და ბრიჩს-ის ერთობლივი ინსტიტუტების შექმნის შესახებ.

ინდური კომპანია SUN GOLD-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მემორანდუმი გაფორმდა SUN GOLD-ს, ჩინურ კომპანია China National Gold Group-ს, შორეული აღმოსავლეთის განვითარების რუსულ ფონდს, Trans AFRICA Kapital-სა და ბრაზილიელ ინვესტორ ანტონიო მორაეს ნეტოს შორის. საუბარია წელიწადში 12 მილიონი ტონა ოქროს მადნის გადამუშავებაზე.

სამიტის მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. მათი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა ტერორიზმთან ბრძოლისა და ცენტრალური აზიის საქმეებში გარეშე ძალების ჩარევის დაუშვებლობის შესახებ. ამასთანავე, სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ჩინეთის მოქმედებათა კოორდინაცია.

აქაც მთელი აზია მოვიარეთ და ისევ გაეროში ამოვყავით თავი!

მსოფლიოში უდიდესმა საფინანსო-ეკონომიკურმა სააგენტო “ბლუმბერგმა” იმავე დღეს განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის ალტერნატიული ძალის ცენტრს ქმნიან. “ბოლო თვეებში ამ ორ ქვეყანას შორის ძლიერდება თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. რუსეთი და ჩინეთი დაუახლოვდნენ ერთმანეთს და პირველი ერთობლივი სამხედრო საზღვაო წვრთნები ჩაატარეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, აგრეთვე, გადაკვეთის წერტილებს პოულობენ დიპლომატიურ ველზეც, მაგალითად, ერთობლივი ფრონტით გამოდიან აშშ-ის გეგმების წინააღმდეგ სამხრეთ კორეაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების საკითხში”.

პეკინში აღნიშნავენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა სირიისა და ავღანეთის საკითხებშიც. თანამშრომლობის გაღრმავება შეიმჩნევა ეკონომიკაშიც: რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის მიმწოდებელი უმსხვილესი ქვეყანა გახდა. ჩინეთის საბაჟოს სტატისტიკით ბოლო წელიწადს ორმხრივი ბრუნვა 3,6%-ით გაიზარდა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არჩევნები მხოლოდ საქართველოს მთავრობას როდი უბნევს გზა-კვალს. შეერთებულ შტატებში ვითარება საპრეზიდენტო კამპანიის კვალდაკვალ იძაბება. დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონისგან ნარკოტესტის ჩაბარებას მოითხოვს და საკუთარი ოფისის დაწვაში მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს. მეტიც, ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ აშშ-ში არჩევნები ყალბდება (იქ უკვე დაწყებულია წინასწარი ხმის მიცემა).

რაკი სოციოლოგია ჩვენში ხშირად გამოიყენება საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის იარაღად, ამერიკულ სოციოლოგიასაც შევხედოთ. ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად (“ამერიკის ხმის” მონაცემებით”), რესპონდენტთა 41% (ოჰ, ეს საკრალური 41!) სკეპტიკურად უყურებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას და მიიჩნევს, რომ გაყალბება ტრამპის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. პარტიული ნიშნით ციფრები ასე გამოიყურება: ფალსიფიკაციის სჯერა რესპუბლიკელთა 73%-ს, ხოლო დემოკრატების _ მხოლოდ 17%-ს.

2004 წელს, ჰაიტიზე ამერიკელების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, დამხობილი პრეზიდენტ ჟანბერტრან არისტიდის ადვოკატმა ასეთი კითხვა დასვა: “რატომ არასოდეს ხდება სახელმწიფო გადატრიალება ვაშიგტონში”? და თვითონვე უპასუხა: “იმიტომ რომ იქ არ არის აშშის საელჩო”!

ვაშიგტონში აშშ-ის საელჩო არ გახსნილა, მაგრამ “ვაშინგტონ პოსტი” უკვე წერს, რომ პუტინმა გადაწყვიტა, შური იძიოს აშშ-ზე “ფერადი რევოლუციების” გამო და იმავე სცენარს განახორციელებს ამერიკის ტერიტორიაზე. სტატიის თანახმად, ტრამპის განცხადებები იმის შესახებ, რომ კორუფცირებული ელიტა მას ხელისუფლებაში არ უშვებს, ამერიკულ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობებს აღვივებს.

ასეა თუ ისე, არჩევნების მიმართ უნდობლობა საქართველოშიც არის და ამერიკაშიც. სხვა საქმეა, მოხერხდება თუ არა ამ უნდობლობის გადაქცევა “რევოლუციად”. ამას მეორე ტური და მისი შედეგები გვაჩვენებს. სააკაშვილისთვისკოჭის გაგორებადანაცმოძრაობისთვის” 27%-ის დაწერაქართულ ოცნებასძვირი რომ დაუჯდება, ეს ამთავითვე ცხადია. ყოველ შემთხვევაში, “სამართლიან და დემოკრატიულარჩევნებს კარგად ახასიათებსქართულ ოცნებაზემომუშავე ერთი პიარტექნოლოგის ნიშანდობლივიწამოცდენა”:

“მე არ ვთვლი, რომ არჩევნებზე ცოტა ხალხი მივიდა. დასწრების პროცენტი, ჩვენთან არის ძალზე პირობითი, ვინაიდან დღემდე უცნობია, რამდენი ამომრჩეველი ცხოვრობს ფაქტობრივად საქართველოში. ჩემი სუბიექტური შეფასებით, საქართველოში მცხოვრებ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 1 მლნ 500 – 600 ათას ამომრჩეველს. ამ შემთხვევაში 1 მლნ 800 ათასზე მეტი ამომრჩევლის მისვლა საარჩევნო უბნებზე ვერანაირად ვერ ჩაითვლება დაბალ დასწრებად”.

როგორია?

1 მილიონ 600 ათასი ამომრჩევლიდან 1 მილიონ 800 ათასი ამომრჩევლის მისვლადაბალ დასწრებადვერ ჩაითვლება? იქნებ პირიქით?

არითმეტიკის არმცოდნეთათვის: გამოდის, რომ იმაზე ორასი ათასით მეტი ამომრჩეველი მისულა არჩევნებზე, ვიდრე რეალურად არსებობს!

ცნობისთვის: “ნაციონალურმა მოძრაობამსწორედ 200 ათასით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე წინა არჩევნებზე!

მაშ, ლუარსაბ თათქარიძისა არ იყოს, გაფრენილან, თორემ მანამდე ნაკლები იყო?

დასასრულ _ ვისაც მეორე ტურში “ოცნების” მიერ “გაპრავებული” “ნაცმოძრაობისთვის” მხარდაჭერა “ტექნიკური” ხმის მიცემა ჰგონია, საკუთარი ბებია მოატყუოს ჭკუაში; სინამდვილეში ეს ოთხი წლით რეანიმაციაში მოფერიანებული დამნაშავე პარტიის ხელისუფლებაში ნაწილ-ნაწილ დაბრუნების მცდელობაა, რომელსაც, ჩვენებური მაძღარი “ენჯეოშნიკებისგან” განსხვავებით, მშიერი და ნაწამები ხალხი არ დაუშვებს, ისევე, როგორც ძველი და ახალი ხელისუფლების გარიგებით _ ძალაუფლების უზურპაციას.

ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here