Home რუბრიკები ბლოგი ეგვიპტე, საფრანგეთისგან შეძენილ მისტრალებს რუსეთს, სიმბოლურ ფასად- 1 დოლარად ...

ეგვიპტე, საფრანგეთისგან შეძენილ მისტრალებს რუსეთს, სიმბოლურ ფასად- 1 დოლარად გადასცემს

705

ამ დღეებში, ეგვიპტურ ტელკეარხ SIS TV-ს ეთერიდან სენსაციური სიახლე გაჟღერდა: ეგვიპტეს ხელისუფლება, საფრანგეთში დამზადებულ და რუსეთისთვის განკუთვნილ,  ვერტმფრენმზიდ „მისტრალებს“-ს  მოსკოვს  გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ საფრანგეთს  ორი „მისტრალის“ დამზადება შეუკვეთა, რაც შესრულებულ იქნა და  ვერტმფრენმზიდებს დაერქვათ „სევასტოპოლი“ და „ვლადივოსტოკი“.

თუმცა პარიზმა, შეთანხმებისამებრ  ხომალდები  რუსეთის ფედერაციას არ გადასცა, მოსკოვის წინააღმდეგ  შემოღებული სანქციების მომიზეზებით და  ვერტმფრენმზიდების შემდგომი ბედი დიდი ხნის განმავლობაში წყდებოდა, რადგანაც საფრანგეთს  მათი მყიდველების მოძებნა ძალიან გაუჭირდა, ფრანგებს, ერთი ხანი,  ვერტმფრენმზიდების ჩაძირვაც კი ჰქონდა განზრახული.

თუმცა, ამის მიუხედავად, 2015 წლის ბოლოს ხომალდები „სევასტოპოლი“ და „ვლადივოსტოკი“,  ეგვიპტემ შეიძინა. იმ დროს ბევრს უკვირდა რაში დასჭირდა ეგვიპტეს ასეთი მძლავრი გემები, თუმცა, ახლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

ეგვიპტელმა მილიარდერმა ნასეფ ონსი სავირისმა (Nassef Onsi Sawiris), რომელიც სპონსორობას უწევდა „მისტრალების“ შეძენას და მათი ფაქტიური მფლობელი იყო, გააჟღერა საკუთარი გადაწყვეტილება: ვერტმფრენმზიდები რუსეთს სიმბოლურ ფასად- 1 დოლარად გადაეცეს!

ეგვიპტურ ტელკეარხ SIS TV-ის  წამყვანმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი  ეგვიპტესა და რუსეთის ფედერაციას შორის დიდ მეგობრობას კიდევ ერთხელ ადასტურებს და მიმართულია ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

არ გამოვრიცხავ, რომ თავის დროზე, ეგვიპტეს მხრიდან „მისტრალების“ შეძენის გარიგება მოსკოვთან იყო შეთანხმებული, ან მის მიერ ორგანიზებული, თუმცა ის რაც ამჟამად ხდება ვერტმფრნმზიდებთან მიმართებაში, აშკარად,  რუსეთის ინტერესებს ემსახურება და მის მორიგ წარმატებულ სვლად უნდა მივიჩნიოთ.

 

                                                                                                   კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here