Home რუბრიკები საზოგადოება დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

868

ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში

შვეიცარიელი მკვლევარი დანიელ განსერი შეისწავლის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ნატოს საიდუმლო ქვედანაყოფების სკანდალურ ისტორიას. ნატოში შესვლისას დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს ხელი უნდა მოეწერათ საიდუმლო ოქმებისთვის, რომლებიც მათ მთავრობებს ავალდებულებდა, უზრუნველეყოთ დასავლეთის ბლოკზე ორიენტაცია ნებისმიერი საშუალებითმაშინაც კი, როცა ელექტორატი სხვა უპირატესობების დემონსტრირებას ახდენს”. საბჭოთა კავშირსა და ვარშავის ხელშეკრულების სახელმწიფოებზე სამხედრო საფრთხის პროეცირებასთან ერთად, ნატო მოწოდებული იყო, განეხორციელებინა ტერორი თვით მის წევრ სახელმწიფოებში, რათა შეენარჩუნებინა ისინი ატლანტიკური ბლოკის ჩარჩოებში. ნატო, რომელიც წარმოდგენილი იყო, როგორცდემოკრატიულ ფასეულობათა დამცველი, სინამდვილეში მიზნად ისახავდა, ჩაეხშო საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიული იმედებინებისმიერი საშუალებებით” (მკვლელობის ჩათვლით) და ამგვარად თავს მოეხვია მიცემული კურსი. დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ნატოს საიდუმლო არმიების ისტორიას უწოდესმეორე მსოფლიო ომის ყველაზე უფრო დაფარული და საშიში სამხედროპოლიტიკური საიდუმლოება”.

დამთავრდა “ცივი ომი”. გამოძიებამ გაუგებარი ტერორისტული აქტებისა, რომლებიც იტალიაში მოხდა, აიძულა პრემიერმინისტრი ჯულიო ანდრეოტი, 1990 წლის აგვისტოში ეღიარებინა, რომ იტალიასა და სხვა დასავლეთევროპულ ნატოს წევრ ქვეყნებში არსებობენ საიდუმლო არმიები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საიდუმლო ქვედანაყოფები შეიქმნა აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა (ცსს) და დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის სამსახურის მი-6-ის მხარდაჭერით დასავლეთ ევროპაში კომუნიზმის გამოვლენის წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ კოორდინირებდა არატრადიციული მეთოდებით საომარი მოქმედების წარმოების ნატოს სპეციალური განყოფილება. საიდუმლო ქსელს, რომელიც იტალიის პრემიერის სენსაციური მხილების შემდეგ ყოველმხრივ იქნა შესწავლილი ევროპელი მოსამართლეების, პარლამენტარების, მეცნიერების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიერ, იტალიაში კოდური სახელწოდება “გლადიო” (“ორლესური _ მახვილი”) ეწოდა. სხვა ქვეყნებში ქსელი მოქმედებდა კოდური სახელწოდებებით: “აბსალონი” _ დანიაში, ROC _ ნორვეგიაში, SDRA8 _ ბელგიაში. თითოეული ქვეყნის სამხედრო დაზვერვა საიდუმლო ანტიკომუნისტურ არმიებს ცსს-სა და მი-6-თან მჭიდრო თანამშრომლობით ხელმძღვანელობდა, თანაც _ პარლამენტისა და საზოგადოებრიობისგან დაფარულად. ყველა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წამყვანი პოლიტიკოსები, პრემიერმინისტრების, პრეზიდენტების, შინაგან საქმეთა მინისტრებისა და თავდაცვის მინისტრების ჩათვლით, მონაწილეობდნენ შეთქმულებაში, ხოლო ნატოს საიდუმლო ოპერაციების გაერთიანებული კომიტეტი და საიდუმლო ოპერაციების დამგეგმავი კომიტეტი განახორციელებდა პროცესს საერთაშორისო დონეზე.

ნატოს საიდუმლო კომიტეტის ბოლო სხდომა ევროპის ქვეყნების საიდუმლო სამსახურების მონაწილეობით 1990 წლის 24 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა.

იმის გამო, რომ ევროპის ქვეყნებში მოქმედი საიდუმლო ქვედანაყოფების საქმიანობა საყოველთაოდ გამჟღავნდა, პრესის განცხადებით, “ისტორია, ეტყობა, პოლიტიკური თრილერის ფურცლებიდან გაქრა”.

ცსსსა და მი-6-ის ძალისხმევით საიდუმლო არმიები შეიარაღებული იყო ავტომატებით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით, საბრძოლო მასალითა და კავშირის დამყარების მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით. ეს ყველაფერი ინახებოდა დასავლეთ ევროპის ტყეებში, მინდვრებში, მიწისქვეშა ბუნკერებში მოწყობილ სამალავებში. საიდუმლო ქსელის წამყვანი სპეციალისტები, საგანგებო დანიშნულების სადესანტოდივერსიული ძალების წარმომადგენლებთან _ “მწვანე ბერეტებთანერთად სწავლობდნენ აშშში, ასევე _ ბრიტანეთის საგანგებო დანიშნულების ძალებთან ერთად _ ინგლისში.

საიდუმლო არმია “გლადიო” დაკომპლექტებული იყო მოსახლეობის ანტიკომუნისტურად განწყობილი ფენებიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ ზომიერ კონსერვატორებსა და მემარჯვენე ექსტრემისტებს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ სკანდალურად ცნობილი ულტრამემარჯვენე ტერორისტები სტეფანო დელ ჩიაე და ივ ჰერვინ სერაკი.

საიდუმლო დანაყოფების არმია მოქმედების თვალსაზრისით იყო სრული ანალოგი ბრიტანეთის სპეციალური ოპერაციების სამმართველოსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დესანტის ჩამოსხმის ოპერაციებს განახორციელებდა და საიდუმლო ომს აწარმოებდა.

იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა არმია დაიპყრობდა დასავლეთ ევროპას, “გლადიოს” ჯარისკაცები ნატოს სარდლობით ერთგვარ პარტიზანულ-დივერსიულ რაზმებად უნდა გაერთიანებულიყვნენ და საოკუპაციო ჯარების ზურგში ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდასაჭერად ემოქმედათ. ამოცანად მათ განსაზღვრული ჰქონდათ ჩამოგდებული თვითმფრინავების პილოტების მოძებნა-ევაკუაცია და საოკუპაციო ჯარების მომარაგების გზებზე, აგრეთვე, სამრეწველო რაიონებში დივერსიული ოპერაციების განხორციელება.

მაგრამ დასავლეთ ევროპის ქვეყნები არავის დაუპყრია.

საიდუმლო ომების ვაშინგტონელი და ლონდონელი მესვეურების აზრით, ამ ვითარებაში მთავარი საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა დემოკრატიას, კომუნისტური პარტიების ძლიერი გავლენა იყო. ამიტომ მთელი ძალები მათ წინააღმდეგ უნდა წარემართათ. საიდუმლო ქვედანაყოფები ჩართული იყო ტერორისტული აქტების მთელი სერიის განხორციელებაში, რამაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები გამოიწვია. ამას ადასტურებს მეორადი წყაროები, რომლებიც მოგვიანებით მკვლევართა ხელში აღმოჩნდა. ამ ტერორისტული აქტების მოწყობას, როგორც წესი, აბრალებდნენ კომუნისტებს, რათა სახელი გაეტეხათ მათვის წინასაარჩევნო კამპანიების პროცესში.

ოპერაციები, უპირველესად, მიმართული იყო მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დასანერგავად: ბომბების აფეთქებით მატარებლებსა და ბაზრებში (იტალია), რეჟიმის ოპონენტების სისტემატური წამებით (თურქეთი), მემარჯვენე ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალებების მხარდაჭერით (საბერძნეთი და თურქეთი) და ოპოზიციური ძალების განადგურებით (პორტუგალია და ესპანეთი). საიდუმლო არმიების მხილების შემდეგ ნატოს ხელმძღვანელობამ, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა უარი თქვეს კომენტარი გაეკეთებინათ იმ მოვლენებზე, რომლებიც მასმედიამ მონათლა, როგორც “ყველაზე უფრო დამალული, საშიში სამხედრო-პოლიტიკური საიდუმლოება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში”.

ტერორისტული შეტევები იტალიაში

1972 წლის 31 მაისს იტალიის სოფელ პეტეანოს მახლობლად, ტყეში აფეთქდა ავტომობილი. შედეგად სერიოზულად დაიჭრა ერთი კარაბინერი (იტალიის გასამხედროებული პოლიციის თანამშრომელი), სამი _ გარდაიცვალა. ისინი მოსალოდნელი შემთხვევის ადგილზე ანონიმური სატელეფონო ზარით გამოიძახეს. უპატრონოდ დატოვებული “ფიატ-500”-ის დათვალიერებისას ერთ-ერთმა კარაბინერმა ავტომანქანის კაპოტი ახადა, რამაც ბომბის დეტონირება გამოიწვია. ორი დღის შემდეგ პოლიციამ მიიღო ანონიმური შეტყობინება, რომ ტერაქტი მოწყობილია “წითელი ბრიგადების” მიერ და რომ ეს პროკომუნისტური დაჯგუფება აპირებს ძალთა ბალანსის შეცვლას იტალიაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მძევლად აყვანისა და მათი დახოცვის გზით.

პოლიციამ დაუყოვნებლივ ჩაატარა შემოწმებების სერია და 200-მდე კომუნისტი დააპატიმრა. ათ წელიწადზე მეტხანს იტალიელებს სჯეროდათ, რომ სწორედწითელმა ბრიგადებმაგანახორციელეს ტერორისტული აქტი პეტეანოში. და მხოლოდ 1984 წელს ახალგაზრდა იტალიელი მოსამართლე ფელიჩე კასონი დაინტერესდა ამ უკვე დახურული საქმით. ამისკენ მას უბიძგა შეთითხნილი და საეჭვო გარემოებებისა და ფაქტების მთელმა სერიამ. კასონმა, მაგალითად, გაარკვია, რომ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე არ ჩაუტარებიათ პოლიციური გამოძიება; ანგარიში, რომლის მიხედვით ბოროტმოქმედების მიერ გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერება იყო იგივე, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებდნენწითელი ბრიგადები”, ნაყალბევი იყო: მარკო მორინიმ, იტალიის პოლიციაში მომუშავე სპეციალისტმა, თავის დროზე გამოძიებას ექსპერტიზის ყალბი შედეგები წარუდგინა. ეს კაცი ნეოფაშისტური დაჯგუფებისახალი წესრიგიწევრი იყო.

მოსამართლე კასონმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება C4, რომელიც გამოყენებული იყო ტერაქტების მოსაწყობად, იმ დროს ყველაზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. მისი გამოყენება მხოლოდ ნატოს შეეძლო. წლების შემდეგ კასონმა, რომელიც ვენეციის ლაგუნის სანაპიროზე XVIII საუკუნეში აშენებულ სასამართლოს შენობაში, თავის პატარა ოფისში იჯდა, ჟურნალისტებს განუცხადა: მე მხოლოდ ის მსურდა, რომ მზის სინათლეზე გამომეტანა სიცრუისა და მისტიფიკაციის წლები. მე მსურდა, რომ იტალიას სცოდნოდა სიმართლე”.

1972 წელს კარაბინერების ჯგუფმა ტრიესტის მახლობლად შემთხვევით აღმოაჩინა იარაღის სამალავი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ჩ4, რომელიც პეტეანოში გამოყენებულის იდენტური იყო. კარაბინერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ აღმოაჩინეს კრიმინალური დაჯგუფების არსენალი. წლების შემდეგ მოსამართლე კასონის გამოკვლევამ მიგვანიშნა, რომ ეს სამალავი ერთ-ერთი იყო საიდუმლო არმიების ასზე მეტი სხვა არსენალიდან. კასონმა დაასკვნა, რომ იტალიის სამხედრო დაზვერვამ და იმჯამინდელმა მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშურეს ამ ფაქტის მისაჩქმალად და, რაც მთავარია, არ გამჟღავნებულიყო მისი სტრატეგიული დანიშნულება.

დადგინდა, რომ პეტეანოში მოწყობილ ტერაქტში ჩართული იყვნენ არა მემარცხენე ოპოზიციის წევრები, არამედ იტალიელი მემარჯვენე რადიკალები და იტალიის სამხედრო დაზვერვა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურთან ერთად მჭიდროდ ურთიერთობდა ნეოფაშისტურ დაჯგუფებაახალ წესრიგთან”. ტერაქტი, რომელზეც ვლაპარაკობთ, მათი ერთობლივი ნამოქმედარია, მემარცხენე რადიკალებისთვის (“წითელი ბრიგადები”) გადაბრალებაც მათი დეზინფორმაციის ნაყოფია.

მოსამართლე კასონმა დაადგინა ბომბის დამმონტაჟებლის ვინაობაც: იგი აღმოჩნდა ორგანიზაცია “ახალი წესრიგის” წევრი ვინჩენცო ვინჩიგერა, რომელიც ტერაქტის მოწყობიდან წლების გასვლის შემდეგ დააპატიმრეს. მან აღიარა დანაშაული და ისიც, რომ მიმალვაში ხელი შეუწყეს “ახალი წესრიგის” მომხრეების უდიდესი ქსელის წევრებმა იტალიასა და საზღვარგარეთ: “მთელი მექანიზმი ამოქმედდა _ კარაბინერები, შინაგან საქმეთა მინისტრი, საბაჟო და სამხედრო და სამოქალაქო დაზვერვის სტრუქტურები. ყველა აღიარებდა მოწყობილი ტერაქტის იდეოლოგიურ არგუმენტაციას”.

ვინჩიგერა მართალი იყო, როცა საქვეყნოდ განაცხადა, რომ ტერორისტული აქტი პეტეანოში განხორციელებული იყო ისტორიის ყველაზე უფრო არეულ დროს. “ყვავილების რევოლუციებს” კვალად მოჰყვა სტუდენტური პროტესტები ძალადობის და, კერძოდ, ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. ამასთანავე, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, 1960-იანი წლების მეორე ნახევარში გაძლიერდა იდეოლოგიური დაპირისპირება “მემარცხენეთა” და “მემარჯვენეთა” შორის. საზოგადოების დიდი ნაწილი მონაწილეობდა მემარცხენეთა რადიკალურ მოძრაობაში პროტესტის არაძალადობრივი ფორმების გამოყენებით, ისეთების, როგორიც არის დემონსტრაციები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, მწვავე დებატები. იტალიის პარლამენტში ამ მოძრაობას მხარს უჭერდა იტალიის ძლიერი კომუნისტური პარტია და ოდნავ ნაკლებად პოპულარული სოციალისტური პარტია. ისინი აკრიტიკებდნენ, შეერთებულ შტატებს, ვიეტნამის ომს და, უფრო მეტიც, ხელისუფლების უფლებამოსილების განაწილებას იტალიაში: პარლამენტში რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, იტალიის კომპარტიას არ ჰქონდა მინისტრის არცერთი პორტფელი და შეგნებულად ამოგდებული იყო სახელმწიფო ძალაუფლების სისტემიდან. იტალიელმა მემარჯვენეებმა იცოდნენ, რომ ეს იყო აშკარა დისკრიმინაცია და დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევა.

“ცივი ომისა” და ძალაუფლებისთვის ბრძოლის პირობებში დასავლეთ ევროპის სამთავრობო წრეებში მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალებმა ტერორს მიმართეს. მემარცხენე რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ იტალიური “წითელი ბრიგადები” და გერმანული “წითელი არმიის ფრაქცია”. ამ დანაყოფების წევრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ უსამართლო და კორუფცირებული ხელისუფლების სტრუქტურის შესაცვლელად აუცილებელია ძალადობის გამოყენება. “წითელი არმიის ფრაქციის” ტერაქტები, ისევე, როგორც “წითელი ბრიგადების” ტერორი, არ ეხებოდა ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ისინი სკრუპულოზური შერჩევით განსაზღვრავდნენ თავიანთ მსხვერპლს “სახელმწიფო აპარატის” წევრებს შორის _ ბანკირებს, გენერლებს, მინისტრებს, რომლებსაც იტაცებდნენ და ჰკლავდნენ. “წითელი ბრიგადების” ტერორმა 1970 წელს 75 ადამიანი შეიწირა. მოგვიანებით, სამხედრო და სტრატეგიული ჩვევებისა და გამოცდილების არქონის გამო ბრიგადის წევრები განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გამოთვალეს, დააპატიმრეს, აწამეს და გისოსებს მიღმა გამოკეტეს.

“ცივი ომის” სხვა რადიკალური დაჯგუფებებიც ასევე იყენებდნენ ძალადობის მეთოდებს. იტალიაში ასეთები იყვნენ “გლადიოს” _ სამხედრო დაზვერვის სამსახურისა და ფაშისტური მიმართულების ორგანიზაციის “ახალი წესრიგის” წევრები.

“მემარცხენეთა” ტერორისგან განსხვავებით, მემარჯვენე რადიკალები თავიანთი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ დაშინების მეთოდს და დარტყმებს მიმართავდნენ სოციალური საფუძვლების წინააღმდეგ. ამ მიზნით ხალხმრავალ ადგილებში აფეთქებდნენ ნაღმებს, და ადამიანების უაზროდ დახოცვაში კომუნისტებს სდებდნენ ბრალს. პეტეანოში განხორციელებული აქტი, როგორც ეს მოსამართლე კასონმა დაამტკიცა, ამ კატეგორიის “საქმეების” ერთ-ერთი გამოვლენა იყო. სწორედ მან მისცა ბიძგი ტერორის ასეთი პრაქტიკის დანერგვას, რომელიც განსაკუთრებით შემაშფოთებელი 1969 წელს შეიქნა.

სწორედ მაშინ, ქრისტეშობის ზეიმის დროს, რომისა და მილანის ხალხმრავალ ადგილებში ოთხი ბომბი ააფეთქეს. შედეგად გარდაიცვალა 16 ადამიანი, 80 დაიჭრა და დასახიჩრდა. მსხვერპლთაგან უმრავლესობა უბრალო ფერმერები იყვნენ, რომლებიც სამუშაო დღის შემდეგ მილანში, პიაცა ფონტანაზე მდებარე ეროვნულ აგრარულ ბანკში იყვნენ მისულები, რათა თავიანთ ანგარიშებზე ჩაერიცხათ გამომუშავებული ფული.

დესტაბილიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე, ტერაქტში კომუნისტები და მემარცხენე რადიკალები დაადანაშაულეს. ყველა კვალი მოსპეს და დაუყოვნებლივ შეუდგნენ დაპატიმრებებს. მოქალაქეებს არავითარი შანსი არ დარჩათ, შეეტყოთ სიმართლე, რადგან სამხედრო საიდუმლო სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, სამხილები რომ დაემალათ. მილანში ერთი ბომბი არ აფეთქდა ტაიმერის გაუმართაობის გამო, იგი ადგილზევე გაანადგურეს საიდუმლო სამსახურის ძალებით, მისი ნაწილები კი მემარცხენე მიმართულების ორგანიზაციის ცნობილ გამომცემელსა და წევრს ჯანჯაკომო ფელტრინელის ვილაზე შეუგდეს.

იტალიის პარლამენტის კომისიის პრეზიდენტი, რომელიც “გლადიოს” საიდუმლო საქმიანობას იკვლევდა ჯოვანი პელეგრინომ იტალიის უახლესი ისტორიის ეს არეული დრო ასე შეაფასა: “ოფიციალური ციფრები გვაჩვენებს, რომ 1969 წლის 1 იანვრიდან 1987 წლის 31 დეკემბრამდე იტალიაში პოლიტიკური მოტივით 14591 ტერაქტი განხორციელდა. საშინელებაა ის, რომ ამ აქტებს 491 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1181 დაიჭრა და დასახიჩრდა. ეს ციფრები ომისდროინდელი დანაკარგების ფარდია და მსგავსი რამ არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ მომხდარა”.

ზემონახსენებ სისხლიან ფაქტებს 1974 წლის 28 მაისს ქალაქ ბრეშიაში ანტიფაშისტური დემონსტრაციის აფეთქება უნდა დავუმატოთ. მაშინ 8 ადამიანი დაიღუპა, 102 დაიჭრა. 1974 წლის 4 აგვისტოს მეორე ბომბი ააფეთქეს ექსპრეს “იტალიკუსში”, რომელიც რომიდან მიუნხენში მიემართებოდა. შედეგი _ 12 დაღუპული და 48 დაჭრილი. კულმინაცია შეიძლება ვუწოდოთ ძლიერ აფეთქებას 1980 წლის 2 აგვისტოს, იტალიის ეროვნული ზეიმის დღეს, ბოლონიის რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში, რომელსაც 85 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაიჭრა. ტერაქტი დღემდე ითვლება ძალადობის ერთ-ერთ უსაშინელეს აქტად, რომლებიც კი ევროპაში გასულ საუკუნეში მოხდა. “წითელი ბრიგადების” მონაწილეებისგან განსხვავებით, რომლებმაც ცხოვრება ციხეებში დაამთავრეს, მემარჯვენე-რადიკალი ტერორისტები ყოველი ტერაქტის შემდეგ ახერხებდნენ, დევნისთვის თავი დაეღწიათ, რადგან იტალიის უშიშროებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და საიდუმლო სამხედრო სამსახურები იცავდნენ მათ. ამაზე ხაზგასმით მიუთითა ვინჩიგერამ.

მას შემდეგ, რაც პიაცა ფონტანაზე მომხდარი ტერაქტი გაიხსნა და კვალმა გამომძიებლები იტალიის მემარჯვენეებთან მიიყვანა, “ახალი წესრიგის” წევრ ფრანკო ფრედას ჰკითხეს: ხომ არ მიაჩნია, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისა _ გენერლები, მინისტრები _ მისით მანიპულირებდნენ? ფრედამ, რომელიც ჰიტლერის თაყვანისმცემელი იყო და თავის პატარა გამოცემაშიმაინ კამფისიტალიური თარგმანი დაბეჭდა, უპასუხა, რომ არავინ არის დაზღვეული მანიპულირებისგან: “თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე ზემოქმედებენ ისინი, რომლებიც მათზე გავლენიანები არიან. მე ვიყავი მარიონეტი იდეების, მაგრამ არა საიდუმლო სამსახურების ხელში აქ (იტალიაში) თუ საზღვარგარეთ. სხვა სიტყვებით, მე ჩემი ნებით ვაწარმოებდი ჩემს ომს ჩემი საკუთარი იდეალების კარნახით. ესაა და ეს”.

2001 წლის მარტში იტალიის კონტრდაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯანდელიო მელეტიმ ივარაუდა, რომ საიდუმლო არმია “გლადიოს”, იტალიის საიდუმლო სამსახურებს, იტალიის მემარჯვენე-რადიკალი ტერორისტების ჯგუფის სისხლიან ანგარიშსწორებას, რომელიც იტალიელი კომუნისტების დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული, მხარს უჭერდა თეთრი სახლი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. მემარჯვენე-რადიკალი ტერორისტების სასამართლო პროცესზე მელეტიმ განაცხადა: “ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, რომელიც თავისი მთავრობის მითითებებს განახორციელებდა, მიზნად იტალიური ნაციონალიზმის შექმნა ჰქონდა დასახული. იგი (ნაციონალიზმი) შეძლებდა, შეეჩერებინა მოძრაობა, რომელიც მას მემარცხენეებისკენ გადახრად მიაჩნდა. და ამ მიზნის განსახორციელებლად ცსს-ს შეეძლო მემარჯვენეების ტერორიზმის გამოყენება. გენერალმა ახსნა, რომ იმხანად ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ აშშ გააკეთებდა ყველაფერს, რათა იტალია “მარცხნივ” არ გადახრილიყო”. აქვე დაუმატა: “არ დაგავიწყდეთ, რომ სახელმწიფოს სათავეში იდგა ნიქსონი; იგი საკმაოდ უცნაური ადამიანი იყო _ გონიერი პოლიტიკოსი არასტანდარტული ინიციატივებით”. 79 წლის მალეტიმ კრიტიკულად გადახედა წარსულს და გულდაწყვეტით დაასკვნა: “გარკვეული აზრით, იტალია შეერთებული შტატების პროტექტორატი იყო. მე მრცხვენია, რომ ჩვენ კვლავ განსაკუთრებული ობიექტი ვართ”.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here