Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ჟუკოვი

სტალინი და ჟუკოვი

2962

ნაწილი VI

მარშალთა ომშიმთავარსარდალმა კვლავ შეიმუშავა ათი სტალინური დარტყმა და განახორციელა კიდეც _ მისაზღავი მიუზღო, საბოძები უბოძა და უსაზღვროდ ავტორიტეტული და დაწინაურებული კასტა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნა. ქვეყნის მძლავრ აღმშენებლობასთან ერთად, სწრაფად იზრდებოდა ხალხთა კეთილდღეობაც. სურსათსა და სამრეწველო საქონელზე ყოველწლიურად იკლებდა ფასები, სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ბინათმშენებლობა. თავბრუდამხვევი ტემპი იყო აღებული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.

1952 წელს სტალინმა გადაწყვიტა, მოეწვია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა, რომელზეც პარტია და მთავრობა ანგარიშს ჩააბარებდა ომგადახდილ და გამარჯვებულ ხალხს მე-18 ყრილობის შემდეგ გამართული ხანგრძლივი ბრძოლებისა და შრომის შესახებ. ხალხი დიდი იმედით შეჰყურებდა მე-19 ყრილობის შედეგებს. მოსახლეობა ზეიმობდა და ჰქონდა კიდეც საზეიმო განწყობა ომსა და შრომაში მოპოვებული გამარჯვებების გამო. ქვეყნის ქალაქებში, დაბებსა და რაიონებში მიმდინარეობდა პარტიული კონფერენციები, ჯამდებოდა ადგილობრივი მიღწევები, პატაკები იგზავნებოდა მისამართზე: “მოსკოვი, კრემლი. სტალინს”.

კონფერენციებზე მე-19 ყრილობის დელეგატებად ასახელებდნენ რჩეულთა შორის რჩეულებს _ ახალგაზრდა მეცნიერებს, ინჟინრებს, მწერლებს, კულტურის მუშაკებს, ომისა და შრომის ვეტერანებს.

სვერდლოვსკის საოლქო კომიტეტში კრემლიდან დეპეშა მიიღეს, ყრილობის დელეგატად დაესახელებინათ მარშალი ჟუკოვი. ეს ჟუკოვის ცხოვრების 180 გრადუსით შემობრუნებას ნიშნავდა.

1952 წლის 5 ოქტომბერს დაწყებული მე-19 ყრილობის დასკვნით ნაწილში, რომელზეც სახელდებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ასარჩევი ამხანაგები, გაისმა ყველასათვის ნაცნობი გვარი _ ჟუკოვი, რომელიც სტალინის უშუალო მითითებით შეიყვანეს ცენტრალური კომიტეტის წევრთა ასარჩევ სიაში.

დაწყნარებული და დამშვიდებული მარშალი ჟუკოვი სხვა მარშალთა შორის კვლავ გამოჩნდა სტალინის გვერდით. როგორც ჟუკოვი ირწმუნება, ამის შემდეგ კერძო საუბარში სტალინმა მას შეიარაღებული ძალების მინისტრობა შესთავაზა, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო _ უეცრად გარდაიცვალა.

საინტერესოა უსტალინოდ დარჩენილი მარშალი ჟუკოვის ზიგზაგებიანი ცხოვრების გზა, რომელზეც სწორედ ახლა მინდა მოვუთხრო მკითხველს:

სტალინის გარაცვალებისთანავე, მარტის ბოლოს, სვერდლოვსკში სამთავრობო დეპეშა გაგზავნეს _ ჟუკოვს კრემლში გამოცხადებას სთხოვდნენ.

ნიკიტა ხრუშჩოვი ღიმილით შეეგება კაბინეტში შესულ მარშალს, გულწრფელად გადაკოცნა და მიულოცა შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილედ დანიშვნა.

სტალინის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მთავარი გმირები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. სტალინის გარდაცვალებამდე, მის მძიმე მდგომარეობაში ყოფნისას, მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება და შეთქმულებმა სახელდახელოდ ჩატარებულ პოლიტბიუროს სხდომაზე სახელმწიფოს მართვის სადავეები გადაინაწილეს.

სვერდლოვსკიდან ჩამოყვანილ მარშალ ჟუკოვს დაევალა, საპატიმროებიდან და სხვადასხვა ადგილიდან სასწრაფოდ შეეკრიბა სტალინზე განაწყენებული მარშლები და მაღალი ჩინის სამხედროები, რომლებიც გერმანიიდან “ბარახლოვკის” ჩამოტანას შეეწირნენ ან “მარშალთა ომის” მსხვერპლნი შეიქნენ.

1953 წლის 2 ივნისს, სტალინის გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ, მარშალმა ჟუკოვმა ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ხრუშჩოვს, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა სტალინის მაკომპრომეტებელი დოკუმენტების მოძიება და შეთხზვა, გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, გულდასმით გასცნობოდა პატიმარი გენერლის _ კრიუკოვის მოხსენებით ბარათს, რომელიც ციმბირიდან მიიღო. ხრუშჩოვს სწორედ გენერალ კრიუკოვის ახსნა-განმარტება ედო წინ, რომელმაც აღიარა ჟუკოვის დანაშაულებრივი ქმედებები. კრიუკოვს, ვლადიმერ ვიქტორის ძეს, საბჭოთა კავშირის გმირს, 25 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი უმაღლესი სამხედრო სასამართლო კოლეგიის მიერ.

კრიუკოვის უკიდურესი ცილისწამება და უხამსი ბრალდებები სტალინისა და მისი ლუბლიანკის პატრონების მიმართ, ყოველგვარ საზღვარს სცილდებოდა. ეს წერილი შეიქნა არა მხოლოდ სტალინისა და მისი მართლმსაჯულების მაკომპრომეტებელი, არამედ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი სოციალისტური სისტემისა და საბჭოთა წყობილების ნგრევის პროგრამას.

წერილი განიხილეს 1953 წლის 11 ივლისს, სტალინის გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ. მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმმა მის თავმჯდომარეს გიორგი მალენკოვს მიმართა წერილით, რომელსაც ხელს აწერდნენ თავდაცვის მინისტრი ბულგანინი, გენერალური პროკურორი რუდენკო და მთავარი სამხედრო პროკურორი ჩეპელოკი. წერილში აღნიშნული იყო:

* “დაევალოს სამხედრო სასამართლო კოლეგიას, უმაღლეს სასამართლოს, გადახედოს გასამართლებული გენერლებისა და ადმირალების საქმეს.

* ხრუშჩოვის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით:

დაევალოს სამხედრო კოლეგიას, შეწყვიტოს ყველა სამხედროზე აღძრული საქმე და დაიწყოს მათი სრული რეაბილიტაცია”.

კანონმდებლობა, სასამართლო პროცედურები _ ყველაფერი განზე იქნა გაწეული, მთავარი იყო, რას იტყოდა მთავარი ხელისუფალი და შეთქმულების ორგანიზატორი.

საბჭოთა კავშირში 1953 წლის მარტიდან 1964 წლამდე მიმდინარე ბაკქანალია არ შეიძლება ნორმალური ადამიანების ცხოვრების ნორმალურ რიტმად ჩაითვალოს. Eეს იყო ერთი სულელი ხელმძღვანელის მიერ 300 მილიონი ადამიანის გასასულელებლად დადგმული აბსურდის თეატრი, რომელსაც არც თავი ჰქონდა და არც ბოლო.

ხალხსა და ხელისუფლების დაბალი რგოლების წარმომადგენლებზე ძალადობის წარმმართველი ძალა ხრუშოვის მიერ სვერდლოვსკიდან ჩამოყვანილი მარშალი ჟუკოვი გახლდათ. სტალინის პერიოდში “დაჩაგრული” და ხრუშჩოვის პერიოდში “გალაღებული” ჟუკოვი განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდა.

სტალინის შემდეგ კაცთმოძულე და განუვითარებელმა ხრუშჩოვმა იერიში მიიტანა მეორე ქართველზე _ ლავრენტი ბერიაზე. ყოველგვარ ადამიანურ ნორმებსა და ცინიზმს აღემატება ის სცენები, რომლებიც ამ ნახევრადველურმა ადამიანებმა დადგეს ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ.

მკითხველს უნდა მოვუბოდიშო, რომ ვერ მივაწოდე მასალა სტალინისა და ბერიას ურთიერთობის შესახებ. ეს ჩემი ბრალი არ არის. მე არ ვარ პროფესიონალი მკვლევარი, ისტორიკოსი და არ მაქვს შესაბამისი კომპეტენცია, მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ სტალინისა და ბერიას ურთიერთობის გამოკვლევასა და ერთ სიბრტყეში წარმოდგენას არათუ მე, ჯერჯერობით ვერავინ შეძლებს _ დედამიწის ზურგზე, ალბათ, ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელიც შეძლებს, დაწრიტოს სიბინძურე და ჭაობი, რომელშიც ჩაყარეს მე-20 საუკუნის ეს ორი უდიდესი პიროვნება ქვეყნისა და ხალხის მტრებმა, და მათი ჭეშმარიტი სახეები უჩვენოს შთამომავლობას.

მოვა კი ამისი დრო? _ მოვა!

სტალინისა და ბერიას სიდიადე არის ის, რომ მათი ცხოვრება, მათი აზროვნებისა და ინტელექტის პარამეტრები დიდად აღემატება ჩვეულებივი მოკვდავისას, ამიტომ კიდევ დიდხანს იქნება ბურუსით მოსილი ამ ადამიანების ადგილი საზოგადოებასა და სამყაროში.

მაგრამ ამის დრო აუცილებლად მოვა. მოვა ისე, როგორც მაცხოვარი. ცეცხლითა და მახვილით.

1955 წელს ხრუშჩოვმა მარშალი ჟუკოვი იუგოსლავიაში მიავლინა ოფიციალური ვიზიტით, მარშალ ტიტოსთან მოსალაპარაკებლად კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის მიზნით _ “მარშალი მარშალთან უფრო კარგად გამონახავს შეხების წერტილებს”.

მეტი პომპეზურობისთვის (თუ დროის მოგების მიზნით _ გრ. ონიანი), უმაღლესმა ხელისუფალმა გადაწყვიტა, ჟუკოვი იუგოსლავიაში გაემგზავრებინა კრეისერკუიბიშევით”, რომელიც გაივლიდა ყველა დიდ საზღვაო პორტს და მიადგებოდა იუგოსლავიის სანაპიროს, საიდანაც მარშალი ამავე კრეისერით ალბანეთისკენ აიღებდა კურსს, როგორც ეს ვიზიტის ფარგლებში იყო გაწერილი.

შავი ზღვის ფლოტის ერთერთი საუკეთესო კრეისერიკუიბიშევი”, რომლითაც თანხმლებ პირებთან ერთად მგზავრობდა საბჭოთა კავშირის სამხედრო მინისტრი, მარშალი ჟუკოვი, სევასტოპოლიდან გავიდა. იგი საიმედოდ იყო დაცული: ზღვის სიღრმიდან წყალქვეშა ნავებით, ხოლო ჰაერიდან _ წითელვარსკვლავებიანი გამანადგურებლებით. კრეისერზე იყო უძლიერესი სატელეფონო სადგური დედამიწის ნებისმიერ კუთხეში დასაკავშირებლად. გზად მიმავალ კრეისერს პორტებში უამრავი ხალხი ხვდებოდა ყვავილებით. ადამიანებს გემბანიდან ამაყად ესალმებოდა დიდ სამამულო ომში გამარჯვების მთავარი სარდალი, მარშალი ჟუკოვი, რომლის მისალმებასაც მოჰყვებოდა საზეიმო სალუტები და ფოიერვერკები. ჟუკოვის შეხვედრებს ფართოდ აშუქებდენენ როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური გაზეთები.

მარშალმა კრეისერი დატოვა და დიდი კორტეჟის თანხლებით მარშალ იოსიფ ბროზ ტიტოს რეზიდენციისკენ გაემართა.

ჟუკოვი რეზიდენციამდე არც იყო მისული, რომ რადისტმა მოსკოვიდან მიიღო რადიოგრამა, რომელიც წარუდგინა კრეისერის ლეგენდარულ კაპიტანს _ ვლადიმერ მიხაილინს:

“გიბრძანებთ, სასწრაფოდ გაემგზავროთ ალბანეთში მინისტრის გარეშე”. მიხაილინმა სასწრაფოდ შეაბრუნა კრეისერის შტურვალი და გეზი ალბანეთისკენ აიღო, თანაც ფიქრობდა: “ეს როგორ _ მე ალბანეთში მივდივარ, მინისტრს კი სხვის მიწაზე ვტოვებ?!”

გემი გაშლილ ზღვაში იყო შესული, როცა მეორე დეპეშა მიიღეს:

“სასწრაფოდ დაბრუნდით სევასტოპოლში”.

გაკვირვებული სამხედრო მეზღვაურები თავიანთი კრეისერითა და გამცილებლებითურთ სამშობლოში ბრუნდებოდნენ.

როგორც კი ხრუშჩოვმა ჟუკოვი იუგოსლავიის მიწაზე დაიგულა, ხოლო კრეისერი _ საბჭოეთის წყლებში, არ დააყოვნა და სწრაფად გასცა განკარგულება: შეეკრიბათ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობა საგანგებო სხდომის ჩასატარებლად.

პრეზიდიუმის არც ერთმა წევრმა არ იცოდა, რატომ იმართებოდა საგანგებო სხდომა და რა საკითხი უნდა განხილულიყო. სხდომა ხრუშჩოვმა გახსნა და საგანგებო მდგომარეობის გასაცნობად სიტყვა შეიარაღებული ძალების მთავარი პოლიტიკური სამმართველოს უფროს ჟელკოვს მისცა.

ჟელკოვის მოხსენების შემდეგ პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის თავდაცვის სამინისტოს ყველა პარტიულ დანაყოფში ჩატარებულიყო პარტიული კრება, რომლებზეც დაგმობილი იქნებოდა ჟუკოვის მიერ პარტიული ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები. ჟუკოვის პიროვნების კულტის მავნე შედეგები არმიაში და მისი აღმოფხვრის ამოცანები.

რადგან წამოწყებული ავანტიურის წინააღმდეგ შეიძლებოდა გაელაშქრებინა მოსკოვის გარნიზონის პარტიულ ორგანიზაციას, ამიტომ, მეტი კონტროლისა და ზედამხედველობის მიზნით, პარტიული აქტივის კრება არა ოფიცერთა ცენტრალურ სასახლეში, არამედ კრემლის დარბაზში ჩატარდა.

მოსკოვის გარნიზონის პარტიული აქტივის კრებაზე სიტყვით კვლავ ჟელკოვი გამოვიდა.

ჟელკოვის ავტორიტეტის გასამყარებლად პარტაქტივის წინაშე ხრუშჩოვი გამოვიდა, რათა გაეგო ყველა იქ მსხდომს, რას ფიქრობს ქვეყნის პირველი პირი თავდაცვის მინისტრისა და მის მიერ პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევების შესახებ.

მეორე დღესვე კრემლის ემისრები საბჭოეთის ტერიტორიას მოედვნენ ყველა სამხედრო უწყებაში პარტიული კრებებისა და პარტაქტივების ჩასატარებლად. როდესაც მარშალ ჟუკოვს ოვაციებითა და სალუტებით ხვდებოდნენ, მის უწყებაში ჟუკოვის პიროვნების კულტს აკრიტიკებდნენ და პარტიული ნორმებიდან უხეში გადახვევის ფაქტებს გმობდნენ.

ჟუკოვსა და მის თანხმლებ პირებს საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა ხდებოდა მათ ქვეყანაში. უცხოეთის საელჩოები და პრესის წარმომადგენლები დააეჭვა იუგოსლავიაში ჟუკოვის ვიზიტის გაშუქების შეწყვეტამ საბჭოთა პრესაში.

როცა ჟუკოვის ყურამდეც მიაღწია ხმამ, რომ კრეისერმაკუიბიშევმადატოვა იუგოსლავიის სანაპირო და სამშობლოში დაბრუნდა, მან სასწრაფოდ იხმო ადიუტანტი და უბრძანა კრეისერთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ _ კრეისერთან კავშირი გაწყვეტილი იყო. ჟუკოვმა პირდაპირი ხაზით ითხოვა მოსკოვთან დაკავშირება, მაგრამ მოსკოვთან დაკავშირების მცდელობაც ამაო აღმოჩნდა. ჟუკოვი და მისი თანხმლები პირები იზოლაციაში მოექცნენ.

ჟუკოვმა, ბოლოს და ბოლოს, მიიღო საიდუმლო ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მის გარშემო ხდებოდა: რომ ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომ ტარდება პარტიული აქტივები, რომ გმობენ ჟუკოვის პარტიულ გადაცდომებს და სხვ. მას არც ინფორმატორის ვინაობა დაუმალავს და განაცხადა, რომ მას ინფორმაცია მიაწოდა დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, არმიის გენერალმა სერგეი შტემენკომ.

ხრუშჩოვისთვის ცნობილი შეიქნა, რომ საიდუმლომ გაჟონა და ეს შტემენკოს დამსახურება იყო. გაცოფებულმა გასცა განკარგულება, დაუყოვნებლივ მოეხსნათ თანამდებობიდან შტემენკო და არმიის გენერლობიდან დაექვეითებინათ გენერალ-ლეიტენანტობამდე, რაც დაუყონებლივ იქნა აღსრულებული.

ჟუკოვი, მიიღო რა ეს შემაშფოთებელი ცნობა შტემენკოსგან, სასწრაფოდ ჩამოფრინდა მოსკოვში.

მეზღაპრე ისტორიკოსებისა და მემუარისტების მიერ გავრცელებული ვერსია, რომ ჟუკოვს მოსკოვის აეროდრომზე მხოლოდ მისი თანაშემწე დახვდა, სრულიად არ შეეფერება სინამდვილეს.

ჟუკოვს მოსკოვის აეროდრომზე დახვდა მისი ყველა მოადგილე და ჯარების სახეობათა ყველა სარდალი. ჟუკოვი თავისი ამაყი გამოხედვით ყველას ესალმებოდა და ხელს ართმევდა. იქვე იდგა მისი პირველი მოადგილე მარშალი კონევი.

მაღალჩინოსან სამხედროთა შორის იდგა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი საშუალო ტანის გამხდარი კაცი, რომელიც მიუახლოვდა ჟუკოვს და ხელი გაუწოდა. ეს იყო ჩერნუხა, რომელიც პრეზიდიუმის სხდომებზე სტენოგრამებს აკეთებდა. მან მარშალს ხელი ჩამოართვა და მიმართა:

_ გიორგი კონსტანტინეს ძევ, თქვენ პრეზიდიუმზე გელოდებიან, ყველა იქ არის შეკრებილი.

_ პირდაპირ აქედან? _ გაკვირვებულმა იკითხა მარშალმა. _ არ შეიძლება შევიარო შინ და ტანსაცმელი გამოვიცვალო?

არავის უნდოდა პასუხისმგებლობის დაკისრება: “გაუშვი. ესე იგი, გაუშვი”, _ არ გაუშვებ და, ყველამ კარგად იცოდა ჟუკოვის ხასიათი.

პასუხისმგებლობა ისევ წყნარმა ჩერნუხამ დაიკისრა:

_ კი ბატონო. გიორგი კონსტანტინეს ძევ, ოღონდ ნუ დააგვიანებთ. Gგელოდებიან.

ჟუკოვს გულზე ოდნავ მოეშვა.

ზღაპრები _ თითქოს ჟუკოვი აეროდრომიდან პირდაპირ თავის სამუშაო კაბინეტში მივიდა, სადაც მას კავშირგაბმულობის ყველა საშუალება გათიშული დახვდა, სინამდვილეს არ შეეფერება.

მარშალი კონევი ისტორიკოს პონომარიოვას უყვება:

“როდესაც მარშალი ჟუკოვი თავისი მეუღლით დამხვდურთ ესალმებოდა და ხელს ართმევდა, მე მის გვერდით ვიდექი და, როდესაც მანქანისკენ გაეშურა, გვერდით მივყვებოდი. ჟუკოვმა შემომხედა და მითხრა:

_ რა გინდა, რას მიბიძგებ შენი მანქანისკენ?

_ რას ბრძანებთ, ამხანაგო მარშალო, ჩვენ ხომ სულ ასე დავდიოდით.

მანქანაში როცა მოვთავსდით, ოდნავ ნერვიული ხმით მკითხა:

_ ვის ნიშნავენ ჩემს ნაცვლად?

_ ამბობენ, მალინოვსკის.

_ კიდევ კარგი, _ თქვა ჟუკოვმა _ მეშინოდა, ფურცევა არ დაენიშნათ”. (ისე, ეკატერინე ფურცევა რით იყო ნაკლები თინა ხიდაშელზე? _გრ. ონიანი).

ერთი საათის შემდეგ ჟუკოვი კრემლში გამოცხადდა.

პრეზიდიუმის დარბაზში შესული ჟუკოვი ხედავს თავიანთ ადგილებზე მსხდომ პრეზიდიუმის წევრებს, მაგრამ უცნაურად მოეჩვენა, რომ, გარდა პრეზიდიუმის წევრებისა, მაგიდასთან ისხდნენ ის მარშლები და მაღალი ჩინის სამხედროები, რომლებიც აეროდრომზე დახვდნენ.

სწორედ მაღალი ჩინის სამხედრო პირების პრეზიდიუმის სხდომაზე დასწრება არ მოეწონა ჟუკოვს.

ხრუშჩოვმა, რომელიც მაგიდის თავში თავმჯდომარის სავარძელში იჯდა, მიმართა ჟუკოვს, მოკლედ მოეთხრო იუგოსლავიაში ვიზიტის შესახებ.

ჟუკოვმა ვიზიტის შედეგებზე ისევე ზერელედ ისაუბრა, როგორ ზერელედაც უსმენდნენ იქ დამსწრენი. ჟუკოვის სიტყვის დასრულებისთანავე ხრუშჩოვმა გამოაცხადა, რომ ვიზიტის შედეგები ცნობად იქნას მიღებული, რასაც პრეზიდიუმის წევრები ერთხმად დაეთანხმნენ.

ხრუშჩოვმა ამის შემდეგ სერიოზულად მიმართა მარშალ ჟუკოვს:

_ თქვენი აქ არყოფნის პერიოდში ცენტრალურმა კომიტეტმა ჩაატარა თავდაცვის სამინისტროს პარტიული აქტივი. ამ საკითხზე მოხსენებისათვის სიტყვა ეძლევა ცენტრალური კომიტეტის მდივანს _ ამხანაგ სუსლოვს.

გრიგოლ ონიანი

დასასრული შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here