Home რუბრიკები სამართალი სასამართლომ “ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელები წინასწარ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ “ცენტრ პოინტის” ხელმძღვანელები წინასწარ პატიმრობაში დატოვა

619

სასამართლომცენტრ პოინტისხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, “ცენტრ პოინტი ჯგუფისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი დაცენტრ პოინტ აჭარისყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობები შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შესახებ.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულებმა თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე და მიიმალონ.

“ცენტრ პოინტის” საქმეზე ე. წ. ბათუმის “მაგნოლიას” ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო განხილვას “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილსა და მათ შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. დაზარალებულებმა რჩეულიშვილისგან ბინებში გადახდილი თანხების დაბრუნება მოითხოვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here