Home რუბრიკები პოლიტიკა წილი ნაყარია _ “პაპა კელი” ახალი სააკაშვილის გამოჩორკნას შეუდგა

წილი ნაყარია _ “პაპა კელი” ახალი სააკაშვილის გამოჩორკნას შეუდგა

525

ორიოდე კვირის წინათ იმერეთის რეგიონში ჟურნალისტებთან შეხვედრისას შეკითხვაზე _ რომ არაქართული ოცნება”, ვინ არის ბიძინა ივანიშვილის მეორე არჩევანი, მან უპასუხა: “ჩემი მეორე არჩევანი არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი დემოკრატებიდა რესპუბლიკური პარტია”…

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, ხოლო ალასანიას პარტია და რესპუბლიკელები “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში უდგანან; თუ გავითვალისწინებთ, რა უშვერად მოიხსენიებენ, როგორც ალასანიასა და უსუფაშვილის თანაგუნდელები ივანიშვილს, ასევე იმას, როგორ არ იშურებს “თბილ ეპითეტებს” მათი მისამართით თვითონ ივანიშვილი და მხედველობიდან არ გამოგვრჩება “კაბელების საქმესა” და ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებული სამარცხვინო სკანდალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რატომ ასახელებს მისთვის სიმპათიურ მეორე ძალად ივანიშვილი ალასანიასა და რესპუბლიკელებს.

თუმცა ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ გასაგებია პასუხი კითხვაზე _ ვინ მოიყვანა ხელისუფლებაში ოდიოზური, როგორც ხალხში ეძახიან, “ერთპროცენტიანირესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები? როგორც ჩანს, ამერიკის ელჩი მხოლოდ თანამონაწილე იყო და ივანიშვილს თვითონაც ჰქონდა (მეტიც _ დღესაც აქვს) სიმპათია ამ მკვდრადშობილი პარტიების მიმართ.

ბატონი მოქალაქე და ყოფილი პრემიერი ორიდე დღის წინათ უფრო შორს წავიდა და ასევე რეგიონულ პრესასთან შეხვედრისას, არც აცია არც აცხელა და, განაცხადა: გაჩნდა შანსი, რომ მეორე ადგილზექართული ოცნებისშემდეგ, “თავისუფალი დემოკრატებიგავიდნენ და ეს არის ძალიან კარგი შანსი”…

რას უნდა ნიშნავდეს “ქართული ოცნების” ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერის მიერ ოპოზიციაში მყოფი პარტიის ასე საჯაროდ წახალისება, მის რეიტინგზე ზრუნვა და ერთგვარი მითითება “ოცნების” პოტენციური ამომრჩევლისთვის, კონკურენტ პარტიას _ “თავისუფალ დემოკრატებს” _ მიეცით ხმაო?

მართლაც, უცნაური და გაუგებარი რებუსია _ ივანიშვილი დაუფარავად მიანიშნებს ამომრჩეველს, მხარი დაუჭიროს “ქართული ოცნების” კონკურენტ პარტიას, თუმცა ამ რებუსის შინაარსიცა და მიზანიც გასაგები იქნება, თუ გავიხსებთ, როგორ შეაფასა წინასაარჩევნო ვითარება “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბარისას ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ: “ამერიკელებიც კი, რომლებმაც შექმნეს და ხელისუფლებაშიც მოიყვანეს ნაციონალები, დაჟინებით აღარ ითხოვენ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად მის შენარჩუნებას და ამჟამინდელი არჩევნები ამის ნათელი დასტური იქნება: ამერიკელები აღარ მოითხოვენ არჩევნების გაყალბებას ნაციონალების სასარგებლოდ. ისინი, რა თქმა უნდა, მალევე შექმნიანახალ ნაციონალებსსხვა სახელით (ათეულობით პარტია დგას რიგში და ელოდება თავის ჟამს), მოამზადებენ მათ შემდეგ არჩევნებში გაკოტრებულიქართული ოცნებისჩასანაცვლებლად, მაგრამ ამ ყველაფერს 2-3 წელიწადი დასჭირდება. ამასობაში კი, შესაძლოა, პატრიოტულმა ძალებმა შეძლონ კონსოლიდირება, რადგან კატასტროფის პირას, ქართველებში, როგორც წესი, თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს”.

როგორც ჩანს, საქართველოში აშშის ელჩი და შეთავსებით მთავარმართებელი აღარ ითხოვს ივანიშვილისგანნაცმოძრაობისსასარგებლოდ არჩევნების ტოტალურად გაყალბებას, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ამერიკელებმა უკვე ოპერატიულად დაიწყესახალი ნაცმოძრაობისგამოთლა. “მეცოცხეთაამ ანტიეროვნული, დანაშაულებრივი პარტიისღირსეულ ჩამნაცვლებელთარიგში კი ყველაზე წინ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები იდგნენ და ივანიშვილმა მაია ფანჯიკიძის სიძის პარტიაზე გააკეთა არჩევანი

როგორც იტყვიან, წილი ნაყარია, “ნაცების” შემცვლელი დანიშნულია და 4 წლის შემდეგ, 2020 წლის არჩევნებზე, იმ პერიოდისათვის უკვე უიმედოდ და საბოლოოდ გაკოტრებული “ქართულ ოცნებას” უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებს “ახალი ნაცმოძრაობა” მაია ფანჯიკიძის სიძის პარტიის სახით.

თუმცა შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდებაო და, იმედი ვიქონიოთ, რომ პატრიოტული ძალები მოახერხებენ კონსოლიდირებას და მანამდე შეძლებენ რეალურ ალტერნატივად ჩამოყალიბებას, სანამ ვაშინგტონელი “პაპა კელი” მაია ფანჯიკიძის სიძისგან ახალ სააკაშვილს გამოგვიჩორკნის.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here