Home რუბრიკები პოლიტიკა პირველი ქალი-მაჟორიტარი ქარელში

პირველი ქალი-მაჟორიტარი ქარელში

618

თამილა შაბაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატია ქარელის რაიონში. იგი წამოაყენა პოლიტიკურმა გაერთიანებამმრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”. ეკონომისტია. აქვს საპარლამენტო საქმიანობის 16-წლიანი გამოცდილება. იგი საქართველოს პარლამენტის ერთერთ წამყვან კომიტეტში ეწევა კანონშემოქმედებით საქმიანობას. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. თამილა შაბაშვილი მონაწილეობდა არაერთ გაცვლით და სასწავლო საერთაშორისო პროგრამაშიჰყავს მეუღლე ალექსანდრე აბაშიშვილი და ქალიშვილი ანასტასია.

_ შაბაშვილები მთიულები არიან, დუშეთის რაიონიდან. ქარელის რაიონში რატომგაგამწესეს”?

_ ჩემი მეუღლეა ქარელიდან. აქ გვაქვს სახლი. ძალიან მიყვარს აქაურობა. სისხლხორცეულად შევეჩვიე აქაურებს, ამიტომაც შემომთავაზეს, ქარელის რაიონში მეყარა კენჭი.

_ წინასაარჩევნო პერიოდში მშვიდი სიტუაციის შესანარჩუნებლადქართულმა ოცნებამარჩევნებში მონაწილე პარტიებს საგანგებო მემორანდუმის მიღება შესთავაზა.

_ მსგავსი მემორანდუმი თითქმის ყველა არჩევნების პერიოდში ფორმდებოდა. აპრობირებული მეთოდია, მაგრამ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად მძაფრდება დებატები, ხშირად თამაშის წესებიც ირღვევა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინც მონაწილეობს ამ მარათონში, რამდენად მზად არიან, დაიცვან ცივილიზებული ქცევის წესები.

_ .. მიღებაარმიღება ფორმალობაა, რომელიც ვერ შეცვლის მონაწილეთა განწყობილებას და ტაქტიკურ მეთოდებს?

_ შეიძლება, ასეც ითქვას. წინასაარჩევნოდ განვლილმა პერიოდმა ეს დაამტკიცა.

_ თქვენ, ტექნოკრატებისლოცვაკურთხევით”, მაპატიეთ ასეთი მკრეხელობა, ჩაერთეთ არჩევნებში იმ დროს, როცა უმრავლესობა სოციალურპოლიტიკური ლოზუნგებით მონაწილეობს ამ კამპანიაში. თქვენი პოზიცია უპირატესია?

_ მე თავს მივაკუთვნებ იმ მოძრაობას, რომელიც თვლის, რომ პარლამენტში, როგორც მთავრობაში და, საზოგადოდ, პოლიტიკაში, უნდა იყვნენ პროფესიონალები, მათ შორის, ტექნოკრატები, რომელთა მონაწილეობა უფრო მეტად არის შედეგიანი. ეს დღეს ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. მათი საქმიანობა არ არის პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი, ორიენტირებულია შედეგზე და უფრო მართებულია, ვიდრე მათი ოპონენტების პოზიციები.

ამას ადასტურებს თუნდაც “მრეწველების” ფრაქციის მიერ ინიცირებული კანონების ჩამონათვალი. დაგისახელებთ მხოლოდ რამდენიმეს, რომელთა ამოქმედებამ დადებითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიუჯეტზე და, საბოლოოდ, დადებითად აისახა ჩვენი მოქალაქეების საქმიანობასა და ყოველდღიურ ყოფაზე, სოციალურ ფონზე.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები:

* “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

* “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

* “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

* “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

* “სურსათის/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ”;

* “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

*”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

* “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

* “საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

* “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და სხვ.

4 წლის განმავლობაში სულ 45 კანონია მიღებული. დამეთანხმებით, ალბათ, რომ არც რაოდენობაა ცოტა, არც მნიშვნელობა _ ნაკლები.

ამას ხვდება მოსახლეობაც და აღნიშნეს კიდეც მოხისელებმა, რუისელებმა, ურბნისელებმა, კეხიჯვარელებმა და ქარელის რაიონის სხვა სოფლების მცხოვრებლებმა მათთან შეხვედრებისას თუ პირად საუბრებში.

ეს არ ნიშნავს, რომ მათ ყველა პრობლემა მოეხსნათ. მაგალითად, რუისში მშრომელი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც დღემდე ვერ მოუგვარეს გზის, სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემები.

რაიონში მთავარი მაინც ეკონომიკური პრობლემებია: უმუშევრობა _ ეს პირველი და, მეორე, მიწის გამოყენების მაქსიმალური შესაძლებლობა _ მოსავლის მიღება-რეალიზაციის მოუგვარებლობა. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რა ვუყოთ პომიდვრის მოსავალსო.

_ ბაზარი იგულისხმება?

_ დიახ. ამ სახის პრობლემებს მაქსიმალურად სრულად სწორედ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების პროგრამა უპასუხებს, რადგან წლების განმავლობაშიმრეწველებისმოღვაწეობის მთავარი გეზი ადგილობრივი წარმოების განვითარებაა. ამაში ვხედავთ ეკონომიკის გაძლიერების, ქვეყნის წინსვლის საფუძველს, სოციალური პრობლემების, მათ შორის, პენსიების გაზრდის, ხელფასების მომატების რეალურ გზას. მხოლოდ ასე შეიქმნება ძლიერი საშუალო ფენა, ფეხზე დადგება საშუალო და მცირე ბიზნესი და ხალხიც ამოისუნთქავს.

პროგრამაში ჩამოყალიბებული გვაქვს შედეგის მისაღწევად საჭირო კომპონენტები, ადგილობრივი ბაზრის ათვისების სტრატეგიული გეგმა, ნაჩვენებია კონკრეტული მიმართულებები ამ ამოცანების გადასაწყვეტად.

კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს ანტიდემპინგური კანონის შემოღება-ამოქმედებისთვის, სურსათის უვნებლობაზე მაქსიმალური კონტროლის დასაწესებლად, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დაცვაზე და ა.შ.

ცალკე გამოსაყოფია პესტიციდების, შხამქიმიკატების გამოყენების პრობლემა, რომელიც აგროწესების არცოდნისა თუ მასალების უხარისხობის გამო ფერმერებს (გლეხებს), უპირველეს ყოვლისა, მცირემიწიან მეურნეებს განსაკუთრებით აზარალებს ხოლმე.

_ მოკლედ, სოფელში მოსაგვარებელ საქმეებს რა გამოლევს.

_ სწორედ ამ სიძნელეების გადასალახავად დამუშავებული გვაქვს ფერმერთა სკოლების შექმნისა და ამოქმედების პროგრამა; არა იმიტომ, რომ გლეხმა არ იცის, რა და როგორ აკეთოს, არამედ იმიტომ, რომ სოფლის მოსახლეობა გაეცნოს და დაეუფლოს მსოფლიოში აპრობირებულ ტექნოლოგიებს, ტექნიკას, მათი გამოყენების თავისებურებებს.

უნდა გაიზარდოს ჩვენი ფერმერების ინფორმირებულობა; წარმოების ყველა კომპონენტი _ შრომა, მიწა, კაპიტალი, მეწარმეობრივი უნარი და ინფორმირებულობა _ ერთნაირად უნდა განვავითაროთ სასურველი შედეგის მისაღებად.

ამის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტიანი გზა ფერმერთა სკოლებზე გადის.

ასეთია “მრეწველების” საერთო ხედვა და მეც ამას ვთავაზობ ამომრჩევლებს. ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ადგილობრივებს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში _ მოსავლის შესანახი ობიექტების ქსელის შექმნაში, ნიადაგის საკვლევი, ჯიშთა დარაიონებისა და სხვა ამგვარი სადგურების ამოქმედებაში.

_ ეს, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მაგრამ ამით ამოიწურება რაიონის რესურსები?

_ არა, რასაკვირველია. რაიონს აქვს ტურიზმის განვითარების შესანიშნავი პირობები, ადგილობრივი წიაღისეულის დამუშავების კარგი პერსპექტივა.

მაგალითად, თიხამიწით მდიდარი საბადო, რომლის გამოყენებით აქ შესაძლებელია კერამიკის მომგებიანი წარმოების დანერგვა და განვითარება, რომლისთვისაც ინვესტიციების გარკვეული რაოდენობა ქარელის რაიონისკენ უნდა წარიმართოს.

მაჟორიტარი დეპუტატის როლს ვხედავ იმაშიც, რომ მან იბრძოლოს, რათა ქარელის რაიონი პრიორიტეტულ სახელმწიფო პროგრამებში ჩაერთოს, ფინანსური რესურსების გარკვეული ნაწილი აქეთ რომ წამოვიდეს; ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი რაიონის შესაფერისი, ღირსეული ადგილის დაკავებას.

_ ტურიზმი?

_ უნიკალურია ძამის ხეობა. აქ, მოკლე მონაკვეთში, თავმოყრილია 50-მდე ეკლესია-მონასტერი, ქრისტიანული კულტურის თვალსაჩინო ისტორიული ძეგლები. აქვე, ხელის გაწვდენაზეა რუისისა და ურბნისის ეკლესიები. საყოველთაოდ ცნობილია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელიც 1104 წელს მოიწვია დავით აღმაშენებელმა და რომლის ძირითადი მიზანი სახელმწიფოს გაძლიერების სამსახურში ეკლესიის ჩაყენება იყო. ამასთანავე, ეს კრება მიჩნეულია დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმის პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად.

_ კულტურის ის ძეგლები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, მათ შორის ყინწვისის ეკლესია, იმდენად ცნობილია საქართველოში, რომ წარმოუდგენელია, თუნდაც ტურიზმის განვითარების კუთხით, ისინი უყურადღებოდ ყოფილიყო მიტოვებული.

_ სამწუხაროდ, ეს ყურადღება გზის ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციით ამოიწურა.

_ ისევ გზა?

_ მე არ ვლაპარაკობ გზაზე. ვგულისხმობ კომპლექსურ პროგრამებს, რომლებიც წამოწევს ამ თემას და ქარელის რაიონს საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთ მიმზიდველ ობიექტად აქცევს.

რაიონის განვითარების პერსპექტივაზე ქარელის ამომრჩევლებს რომ ვესაუბრები, ძალიან კარგად იგებენ და მეთანხმებიან, მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, რომ რაიონებში და, კერძოდ, ქარელში, ნიჰილიზმის, ანუ უიმედობის დიდი მაჩვენებელია.

სწორედ ეს უიმედობა არის ჩემი კონკურენტი, რომლის დაძლევა იოლი არ იქნება.

_ რას ეტყვით ამომრჩეველს 8 ოქტომბრამდე 3 დღით ადრე?

_ თუ თქვენ თვლით, რომ პარლამენტში თქვენს ინტერესებს უნდა იცავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანი; თუ თვლით, რომ მას უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა, გამოცდილება და სუფთა წარსული; თუ თვლით, რომ მან უნდა იცოდეს რაიონის პრობლემები და უნდა ჰქონდეს კონკრეტული ხედვა ამ პრობლემების გადაჭრისა; თუ თვლით, რომ მის უკან უნდა იდგეს პარტია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანების კეთილდღეობა, ტრადიციები, ჩვენი სარწმუნოება, მშვიდობა, ეროვნული ინტერესები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პარტია, რომელიც კომპეტენტურად და კვალიფიციურად აღწევს დასახულ მიზნებს, მაშინ თქვენი არჩევანია #19!

პროფესიონალებს შეგვიძლია ცოდნითა და გამოცდილებით შევცვალოთ რეალობა!

მე მზად ვარ, 4 წელი ვიდგე თქვენს სამსახურში!

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here