Home რუბრიკები პოლიტიკა როკფელერი დარწმუნებულია, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება

როკფელერი დარწმუნებულია, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება

1077

როკფელერის ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენელი სტივენ როკფელერი დარწმუნებულია, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია.

“არსებული მდგომარეობა მაგონებს იმ ვითარებას, რომელიც იყო XX საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის წინ. ჩვენ ვხედავთ უძლიერესი სახელმწიფოების ორ კავშირს (აშშ-ევროკავშირის ქვეყნები და რუსეთი, ჩინეთი, ირანი), რომლებიც ცდილობენ დომინანტობას და არ სურთ, ერთმანეთს რამე დაუთმონ. მსგავსი რამ ისტორიაში არასოდეს დასრულებულა მშვიდობიანად. დარწმუნებული ვარ, რომ მესამე მსოფლიო ომი იქნება”, _ განაცხადა სტივენ როკფელერმა ამერიკული ტელევიზიის ეთერში.

როგორც ჩანს, მსოფლიოში უმდიდრესი ოჯახი უკმაყოფილოა იმით, რომ ამერიკელებმა რუსეთი ვერ დაშალეს და ამ ქვეყნის სიმდიდრეების მიტაცებით, რაც არაერთხელ ჩაუდენიათ, თავის ქონებას კიდევ მეტი ვერ მიუმატა. თუმცა ომი თუ დაიწყო, გამორიცხული არ არის, პირველი ატომური რაკეტა სწორედ იმ ადგილას დაეცეს, სადაც როკფელერები იქნებიან. ვინ იცის…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here