Home რუბრიკები პოლიტიკა საკუთარი პარტიიდან ბურჭულაძეც გაიქცა

საკუთარი პარტიიდან ბურჭულაძეც გაიქცა

525

პაატა ბურჭულაძეს ნაქირავები ცენტრალური ოფისიდან გაქცევისას მეპატრონეებმა მიუსწრეს. “სახელმწიფო ხალხისთვისლიდერი და მისი გუნდი მალულად ცდილობდნენ, დაეცალათ ოფისი და საოფისე ფართობის მეპატრონესთან შეუთანხმებლად გაპარულიყვნენ

ფართობის მფლობელ უშანგი ბუჩუკურის განცხადებით, პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისის 3 თვის ქირა აქვს გადასახდელი, თანხა ჯამში 54 000 დოლარს შეადგენს. სწორედ ქირის გადაუხდელობის გამო ცდილობდნენ პარტიის წარმომადგენლები გამთენიისას ოფისიდან ინვენტარისა და კომპიუტერული ტექნიკის მალულად გატანას.

“ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ გადაეხადათ დავალიანება, მეორე დღეს კი ოფისიდან ავეჯის გაზიდვა დაიწყეს. მე შემატყობინა დაცვამ, მოვედი და პარტიის წევრებს ავეჯი არ გავატანეთ, დავლუქეთ პარტიის ოთახები და ველოდებით სამ საათს, რომ მივიღოთ ზუსტი პასუხი, როდის გადაიხდიან დავალიანებას. ეს ყველაფერი ყოვლად წარმოუდგენელია, გაუგებარია, სად მიჰქონდათ ჩუმად პარტიის ინვენტარი”, _ განაცხადა უშანგი ბუჩუკურმა.

მოკლედ, ბურჭულაძის პარტიის დატოვება თვით ბურჭულაძესაც სურდა და ოფისიდან იპარებოდა, მაგრამ არ დაანებეს…

ბატონო პაატა, “ყვარყვარე” თუ გაქვთ ნანახი, გაიხსენეთ, როგორ იპარება ქალაქიდან და… გრიმის გაკეთება გაგიჭირდებათ თუ რა?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here