Home რუბრიკები პოლიტიკა ხვალ იყო არჩევნები…

ხვალ იყო არჩევნები…

513

თქვენ ჟვანიას უღალატეთ, თქვენს მამამარჩენალს, და ჟვანიას მკვლელ სააკაშვილს რომ უღალატოთ, არაფერი დაშავდება!” _ მიმართვანაციონალური მოძრაობისლიდერებს

დასავლეთის ზეწოლის გამო ხელფეხშეკრული ხელისუფლება 4 წლის განმავლობაში დამნაშავეებთან კოაბიტაციას თამაშობდა და ცდილობდა, ეს თამაში დემოკრატიად გაესაღებინა, რითაც დღეს საქართველოც და საკუთარი თავიც საფრთხეში ჩააგდო, ამიტომ ისევ ომის გადახდა გვიწევს ერთხელ უკვე მოგებულიდიდგორის ველისდასაბრუნებლად.

ძალიან, ძალიან ეშინია დასავლეთს ქართველების, ამიტომ არ გვენდობიან და თავის ოჯახში არ გვიღებენ; ჩვენ მათთვის უცხო მთიელები ვიყავით, ვართ და ვიქნებით, ქართველის მენტალობა მათთვის მუდამ გაუგებარ ფენომენად დარჩება და ამიტომ მიუღებელი და ამაზრზენიც კია, როგორც დასავლურ სტანდარტებს შეუფერებელი…

უკან არ გაიხედოთ!” _ ამ მესიჯის ჩამოსატანად გასულ კვირას საქართველოში რომის პაპიც ჩამოვიდა. ამასვე უკიჟინებდნენ ბიძინა ივანიშვილს 4 წლის განმავლობაში _ უკან არ გაიხედოთ, დამნაშავეები არ დასაჯოთ, რაც იყო _ იყო, მიუტევეთ ყველას, ეს უფრო ქრისტიანული და დემოკრატიულია, ჩაეხუტეთ ერთმანეთს და მხოლოდ წინ იარეთო; აირჩიეთ ორპარტიული პარლამენტი, რომელშიცნაცმოძრაობადაქართული ოცნებაერთმანეთს შეენაცვლებიან, შექმენით მათი წარმომადგენლებისგან კოალიციური მთავრობა, რომელიც კოლექტიურ პასუხისმგებლობას აიღებს და იცხოვრეთ ბედნიერად, მთავარია, ყველანი ჩვენიანები იყოთ _ პარლამენტშიც, ოპოზიციაშიც, მთავრობაშიც და ქუჩაშიც; მთავარია, მუდამ დასავლეთისკენ მიილტვოდეთ და არ გავიწყდებოდეთ აქსიომა, რომ რუსეთი საქართველოს მტერი და ოკუპანტიაო!

ვერა და ვერ შეიგნეს, რომ საქართველო ამერიკა არ არის, აქ ორპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა ვერ იმუშავებს, ისედაც დაბნეული ქართველი ხალხის წინაშე ვიღაც ერთმა უნდა აგოს პასუხი…

ხვალ იყო არჩევნები…

აკო და ჩიორა გადატრიალებას გვიმზადებენო… გადატრიალება არ გამოუვათ, მაგრამ დაპირისპირება უკვე აშკარაა. ქვეყანა კიდევ ერთ სამოქალაქო ომს ვერ გადაიტანს, დაიშლება და შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ოთხივე მეზობლის _ აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და თურქეთის _ ჯარები შემოვლენ, მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მილსადენების, გზების, ორი რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო პორტების დასაცავად, ზოგი კი _ მიწების წასართმევადაც…

ბოლო დღეებში “ნაცმოძრაობა” ბევრმა პატიოსანმა ადამიანმა დატოვა, რომლებმაც საქართველოს ინტერესები სააკაშვილისა და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მის ცოლად დანიშნული სანდრას კარიერას არ გადააყოლეს. გასულ კვირაში ამერიკაში გამოძახებული სააკაშვილი სასტიკად გაუფრთხილებიათ, _ ბოლო შანსი გაქვს: ან დაგვიმტკიცებ, რომ “ფერადი რევოლუციის” მოწყობა ჯერ კიდევ გეხერხება და ხელისუფლებაში დაბრუნდები, ან კარგად იყავიო! და როგორ ამთავრებენ მოღვაწეობას ყოფილი კვალიფიკაციადაკარგული აგენტები, კინოში მაინც ხომ გაქვთ ნანახი?! ამიტომ ლაჩარ სააკაშვილს დღეს სხვა გზა არ დარჩენია, კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა “გმირად” იქცევა და უკან არ დაიხევს _ ყველაფერს იკადრებს მიზნის მისაღწევად, ქართველების, მათ შორის, დღევანდელი თანაპარტიელების ხოცვა-ჟლეტასაც არ მოერიდება.

მივმართავნაცმოძრაობისდამფუძნებლებს, რომლებსაც ხელები სისხლში არ აქვთ გასვრილი, რომლებიც ბოლო წუთებში გონს მოეგებიან და დაემშვიდობებიან სააკაშვილის დამნაშავე ოჯახს _ მიშას და სანდრას, თემურს, გიულისა და გიულენს:

თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, მზად ვარ, ხელისუფლებისა და სასამართლოს წინაშე გარანტად დაგიდგეთ. თქვენ საკმარისად მიცნობთ, იყო დრო, “მოქალაქეთა კავშირში” ერთად ვმუშაობდით, ამიტომ, მიუხედავად გაყოფილი გზებისა, ცუდისთვის არ მემეტებით. ბოლოს და ბოლოს, ზურას უღალატეთ, თქვენს მასწავლებელსა და მამა-მარჩენალს, რომელმაც პოლიტიკაში მოგიყვანათ და პარლამენტში დაგასაქმათ, და ჟვანიას მკვლელი სააკაშვილის “ღალატი” ასეთი ძნელი რატომ არის?! ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ჟვანიას გამოზრდილია სააკაშვილიც?! გინდათ, გაგახსენოთ, როგორ დასცინოდით იმხანად მიშა-სულელს?!

სააკაშვილის გარდა, თქვენ შორის არის პიროვნება, რომელმაც ისეთი დანაშაულები ჩაიდინა, რომელთა მიტევება არ შეიძლება და ის აუცილებლად უმკაცრესად დაისჯება. ეს არის საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სააკაშვილის ყველა საშინელი დანაშაულის (ფაშისტებსაც კი გონებაში რომ არ გაუვლიათ, ისეთისაც) “გამპრავებელი” და “შემფუთველი” გიორგი ტუღუში! ეს ის გიორგი ტუღუშია, რომელსაც დასავლეთი და საქართველოს ბიუჯეტი ფანტასტიკურ გასამრჯელოს უხდიდა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად…

ამის გარდა, ტუღუში საქართველოში დასავლეთის საიდუმლო გლობალისტური ინსტიტუტებისა და ლგბტ-ორგანიზაციების მიერ არის მოვლინებული ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა შორის ქორწინების, ინცესტის, მშობელი #1-სა და მშობელი #2-ის სტანდარტის დასანერგად, მართლმადიდებლობისა და ქართული მენტალიტეტის მოსასპობად. ის რამდენიმე დასავლური სპეცსამსახურის აგენტია, მივლინებით მათ შტაბ-ბინებში ხშირად ჩადის და თვით სააკაშვილსაც არ ექვემდებარება. მერაბიშვილის, ახალაიების, უგულავას, ადეიშვილის, კეზერაშვილის _ ყველასი, ვინც ციხეშია ან იძებნება, ერთად შეკრებილი ბრალი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გიორგი ტუღუშის.

ხვალ იყო არჩევნები…

სააკაშვილი უკვე თურქეთშია და იქიდან საქართველოში შემოჭრას აპირებს თურქ-სელჩუკივით, ამიტომ მივმართავ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს:

თუ თურქეთი მართლაც საქართველოს პარტნიორი და მეგობარია, ხომ შეიძლება, ვთხოვოთ, სააკაშვილი დააკავონ და საქართველოს გადმოსცენ?! ერდოღანმა, როცა მისთვის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ, ხომ კარგად დაარღვია ევროპული დემოკრატიის, ტოლერანტობის, კოაბიტაციისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ყველა პრინციპი და ნახევარი თურქეთი ჩაყარა ციხეში?! ჰოდა, ახლა საქართველო დგას იმავე საფრთხის წინაშე. თუ თურქეთში გადატრიალებას გიულის გიულენი ამზადებდა, აქ იმავეს გვპირდება გიულის მიხეილი. სააკაშვილი არის სატანის დროშა და, სანამ ის იფრიალებს, სანამ სააკაშიზმის ჭია ქართველ საზოგადოებას შიგნიდან ხრავს, ამ ქვეყანას მშვიდობა არ უწერია! ამიტომ ქართველი ხალხი მოუთმენლად ელის სამშობლოში სააკაშვილის დაბრუნებას, რათა მას ერთხელ მაინც დააგემოვნებინოსდროშის ტარი.

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმის

მთავარი რედაქტორი

1 COMMENT

  1. ძალიან მაგარი სტატიაა.. დამაფიქრებელიც, ჭკუაზე მოსასვლელიც და გამაფრთხილებელიც.. უფალმა დაიფაროს ჩემი საქართველო … ნამდვილად ვეღარ გაუძლებს ….ღმერთო უშველე ჩემს სამშობლოს!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here