Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: ალტერნატიული პოლიტიკური ძალა რომ არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნებაც” და...

გია ხუხაშვილი: ალტერნატიული პოლიტიკური ძალა რომ არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” უკანა პლანზე გადაიწევდა

574

არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ქართველი საზოგადოების ყურადღება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზეა გადატანილიქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

_ არჩევნებში არც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს და არც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესი მათ გარეშე არ მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, კვლავ რატომ ჩანს პოლიტიკურ ველზე ეს ორი პერსონა?

_ ეს არის ჩვენი პოლიტიკური პროცესის სპეციფიკა. საქართველოში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ორი პიროვნების დაპირისპირების ფონზე და მათგან არც ერთი არ არის ლეგალიზებული ქართულ პოლიტიკაში. ბუნებრივია, დემოკრატიულ საზოგადოებაში ასე არ ხდება, სახელმწიფოზე გავლენას უნდა ახდენდნენ მხოლოდ იდენტიფიცირებული, ლეგალიზებული პოლიტიკოსები.

_ “მესამე სექტორი დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის იქ”, _ ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ წინასაარჩევნოდ 2011 წლის 26 მაისის კადრების გავრცელება კითხვებს აჩენს.

_ ბიძინა ივანიშვილის ძირითადი გზავნილი არის ნეგატიური. მას უნდა, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ “ქართული ოცნება” ერთადერთი მისაღები ძალაა, საზოგადოების ყველა სეგმენტი კი უვარგისი და არაფრის მაქნისია. ეს ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას, არამედ სამოქალაქო სექტორსა და მედიას. ივანიშვილი მოქმედებს მარტივი პრინციპით: “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია”. ეს არის მისი პოლიტიკური ტექნოლოგია. ბიძინა ივანიშვილისგან საზოგადოება უფრო მეტ პოზიტივს ელდოება და არა მუდმივ ნეგატივს. რაზეც დღეს ივანიშვილი აკრიტიკებს სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაწილს, იმავე კუთხით ყველაზე აქტუალური თავის დროზე იყო თამარ ჩუგოშვილი, რომელიც “ოცნების” საარჩევნო სიაში ჰყავს. ივანიშვილი თავისუფალს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობიდან” გადავიდნენ “ქართულ ოცნებაში”; პატრონების ცვლას უწოდებს გათავისუფლებას და არა დამოუკიდებელ ცხოვრებას. ივანიშვილი ცდილობს, დამოუკიდებელი სეგმენტები გააიგივოს თავის მტრებთან, ანუნაციონალურ მოძრაობასთან”. მინდა, მას შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილიც ანალოგიურად მოქმედებდა, ის ამბობდა, რომ რუსეთი არის მტერი და, ვინც ჩემთან არ არის, ყველა რუსეთის აგენტიაო. დღეს კი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, _ “ნაციონალური მოძრაობაარის მტერი და, ვინც ჩემთან არ არის, ყველანაციონალური მოძრაობისწარმომადგენელიაო. პოლიტიკური რიტორიკის ეს კონცეფცია კი არ განასხვავებს ივანიშვილს სააკაშვილისგან, პირიქით _ ძალიან ამსგავსებს.

_ ერთი წლის წინათ უკრაინულივიკილიქსისვებგვერდმა გაავრცელა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის _ გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა სათაურითსააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს”. ამავე მედიასაშუალებამ რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა ახალი ჩანაწერი, თუ როგორ გეგმავსნაციონალური მოძრაობარევოლუციას საქართველოში სათაურითმიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მორიგი რევოლუციური სცენარისთვის ემზადება”. რატომ არ ახდენს სახელმწიფო ამ ჩანაწერებზე რეაგირებას?

_ ეს სჭირდება პროპაგანდისთვის, ამიტომ არ ხდება რეაგირება. ავიღოთ 26 მაისის საქმე. გამოიძიეს, მაგრამ დაპატიმრეს ვინმე სხვა? ვინც უკვე ციხეში ზის, იმათ მიუსაჯეს და მათ, ვინც მიუწვდომელია. ეს ყველაფერი ფარსის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია, ჩვენ გვინდოდა რეალური სამართალი და არა მხატვრულ-დოკუმენტური.

_ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არჩევნები ვერ გაყალბდება, ვინაიდან საამისოდ ბევრი ბერკეტი არსებობს. მას არგუმენტად კანონმდებლობა მოაქვს და განმარტავს, რომ ვერდიქტი იქნებარუსთავი 2”-ის ეგზიტპოლები….

_ ძალიან კარგი, თუ დარწმუნებულია, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ხალხის გადაწყვეტილებას შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა ფსიქოლოგიური შეტევა და საკუთარი მხარდამჭერებისთვის შემოძახებაა, მთავარსარდლის საბრძოლო შემოძახება.

_ ახლახან აჭარაში თურქული სკოლა გაიხსნა. ფეთჰულა გიულენმა, რომელიც ახლა აშშშია და რომლის ექსტრადაციასაც ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, სააკაშვილს სთხოვანიურჯლარის”, ანურუხი მგლებისწევრებისთვის საქართველოს მოქალაქეობა მიეცა. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა და 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. სანაცვლოდ კი გიულენმა სააკაშვილს რამდენიმე მილიონი დოლარი გადაუხადა. ეს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა. დღესრუხი მგლებიბათუმშიმოღვაწეობენ”…

_ სასწავლო დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში იხსნება, ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ეს საგარეო-პოლიტიკური თემაა და, თუ ეს არის ე.წ. რუხი მგლების სკოლა, თურქეთისთვის მაინცდამაინც მისაღები არ უნდა იყოს. ამ ტიპის სკოლები სხვა ქვეყნებში არათუ იხსნება, არამედ იხურება. თურქულ მხარესთან ამ საკითხზე უნდა გამოიძებნოს სწორი მიდგომა. საფრთხეები საქართველოში არის მრავალმხრივი და მომდინარეობს არა მხოლოდ თურქეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც. ვერ ვიტყვი, რომ დღეს დრამატული სიტუაციაა, მაგრამ მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ, რომ ამ მცოცავმა ექსპანსიამ შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს.

_ ამ არჩევნებში არის თუ არაქართული ოცნებისადანაციონალური მოძრაობისალტერნატიული პოლიტიკური ძალა?

_ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ელიტის კრიზისი. გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა, პოლიტიკური ელიტა არათუ არ გაზრდილა, მან, გარკვეულწილად, დეგრადაცია განიცადა. შესაბამისად, დღეს ღირსეული არ არსებობს. ალტერნატიული პოლიტიკური ძალა რომ არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” უკანა პლანზე გადაიწეოდა.

_ როგორ ფიქრობთ, მაღალი აქტივობა იქნება არჩევნებში?

_ დღევანდელი მონაცემებით, სამწუხაროდ, რთული მდგომარეობაა. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ელექტორატის დახლოებით 60%, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი. ამომრჩევლის 35-40%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილეობა იქნება ძალიან დაბალი, თუ მოსახლეობის ეს ნაწილი არ მიღებს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და ამის გამო შეიძლება გაჩნდეს კითხვის ნიშნები მომავალი ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიმართ. ეს კი სახიფათოა. ვისურვებ, მაღალი აქტივობა იყოს არჩევნებში.

ესაუბრა ნანა ფოფხაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here