Home რუბრიკები საზოგადოება ეუთოს განცხადებით, დონბასში დაქირავებული ქართველი მებრძოლები არიან

ეუთოს განცხადებით, დონბასში დაქირავებული ქართველი მებრძოლები არიან

596

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დონბასთან ახლოს, დაპირისპირებული მხარეების შეხების ხაზზექართული ლეგიონისჯარისკაცების არსებობის შესახებ განაცხადეს.

“ეუთოს მიის დამკვირვებლებმა 20 სექტემბერს ფრონტის ხაზიდან 3 კმ-ით დაშორებულ სოფელ ტროიცკიში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შორის ნახეს 2 ჯარისკაცი, რომლებსაც ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშნები _ “ქართული ლეგიონი,” _ განაცხადა ეუთოს მისიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ “ ჯარისკაცები ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ. ხოლო ადგილობრივების განცხადებით, მათ სოფელში, რამდენიმე მოსახლის სახლში ქართული წარმოშობის ჯარისკაცები ცხოვრობენ”.

ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია დონბასში 2014 წლის მარტიდან მუშაობს. დამკვირვებელთა ძირითადი ამოცანა ვითარების გაკონტროლება და კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგის გამართვაა.

ria.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here