Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი ტრამპთან ჭამას აპირებს

სააკაშვილი ტრამპთან ჭამას აპირებს

513

უკრაინელმა ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუსვეს კითხვა და მანაც საინტერესო პასუხი გასცა:

“ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ. ჰილარი რამდენჯერმე იყო საქართველოში, სწორედ მან წარმადგინა ნობელის პრემიაზე. ჰილარის ქმარსაც ძალიან კარგად ვიცნობ. მიმაჩნია, რომ ჰილარი ძალიან კარგი იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. ტრამპსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ბათუმში ვიყავით 24-ე სართულზე, დისკოთეკაზე, დილამდე იქ ვლაპარაკობდით და შემდეგ დილის 5 საათზე ელექტრომობილით წამოვედით, ღამე მიდიოდა გზის მშენებლობა და გავიჭედეთ 2 მანქანას შორის, სხვას შეეშინდებოდა, მაგრამ ტრამპი ძალიან მხიარულად იყო. მაშინ მან მითხრა: მიშა, დაიმახსოვრე, ეს აღმშენებლობის პერიოდი შეზღუდული დროით არის და მერე, როგორც წესი, წყდება ხოლმე და ამიტომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღე, სანამ არისო. ამერიკაში რომ ჩავედი, დამირეკა, დამპატიჟა და მითხრა, ალბათ, ბევრი შენი მეგობარი პრეზიდენტი აღარ გირეკავსო, აი მე კიდევ გირეკავო და, ამერიკის პრეზიდენტი რომ გავხდები, მაშინაც დაგირეკავ და მოგიყვან ჩემთან საჭმელადო. ასე რომ, ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ტრამპი უფრო არაპროგნოზირებადია ნამდვილად, ახლა მისი შანსები საკმაოდ გაზრდილია. ერთი რამ მინდა ვთქვა: ამათგან რომელი იცნობს ჰილარის ან ტრამპს? ესენი თუ დარჩნენ, ვინ დაელაპარაკება ამ რთულ პერიოდში საქართველოზე მსოფლიო ლიდერებს? პუტინი ისედაც არ ელაპარაკება ამათ, პუტინისთვის ესენი მონები არიან, როგორც ივანიშვილი არ ელაპარაკება თავის მონებს, ისე პუტინი არ ელაპარაკება ივანიშვილს. დაახლოებით, პუტინის მოპყრობა ივანიშვილის მიმართ არის ისეთი, როგორც აი ივანიშვილი ეპყრობა ჯაჭვლიანს. აი ასეთი დონის ურთიერთობები აქვთ და თანასწორი ურთიერთობა, რაც ჩვენ გვქონდა მსოფლიო ლიდერებთან, პატარა ქვეყნისთვის არის უნიკალური”.

ამ ყველაფერში საინტერესო ის არის, რომ ბიზნესმენი და მილიარდერი დონალდ ტრამპი თურმე მიხეილ სააკაშვილს იცნობს და ბიძინა ივანიშვილს _ არა. კიდევ უფრო საინტერესოა დამოკიდებულების თემა. სრულიად საქართველომ იცოდა, რომ სააკაშვილი თავის მინისტრებს დედას აგინებდა და საჭიროების შემთხვევაში უსრულებდა კიდეც. რაც შეეხება იმას, რომ ტრამპი სააკაშვილს საჭმელად ეპატიჟება… მიშას ღორმუცელობის ამბავი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმაც რომ იცის, არ უნდა იყოს მაინცდამაინც საამაყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here