Home რუბრიკები საზოგადოება მიშას ღირსი ხართ, მიშასი!

მიშას ღირსი ხართ, მიშასი!

656

ცოტა ხნის წინათ გამართულ ლიტერატურული პრემიასაბასდაჯილდოების ცერემონიას სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი გამოეხმაურა.

“ის, რაც მე საბას დაჯილდოების ცერემონიაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი და მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველები სერიოზულად ვართ ავად. დაჯილდოება დამთავრდა და კონცერტი დაიწყო. დაწყებულ კონცერტზე წამოხტნენ პატივცემული და პატივნაცემი ნომინანტები, დაჯილდოებულნიც და დაუჯილდოებელნიც, მათი მეეგობარ-ახლობლები და ხმამაღლა, გამოთქმით ულოცავდნენ ერთმანეთს და დაწყებული კონცერტის (რომელიც მათ ეძღვნებოდა) ფონზე, ხმამაღლა, სრულიად გრუზინულ-თათქარიძისეული ხორხოცით გაემართნენ მაყურებელთათვის განკუთვნილი სკამების უკან გაშლილი ფურშეტისკენ…”

ამის შემდეგ ბატონი სვიმონი იმასაც წერს, როგორ ნთქავდნენ საკვებს ნომინანტები, როგორ უყვიროდნენ ოფიციანტებს, საჭმელი დაგვიმატეთო და როგორ უარობდნენ ოფიციანტები, ჯერ კონცერტი და მერე ფურშეტიო…

“სამარცხვინო იყო, რაც მე ვნახე. ამ ხალხს, “საბა” კი არა, მართლა ის ეკუთვნის, მე მგონი, ქე რო წინა პრეზიდენტი ემუქრებოდა”, _ წერს ჯანგულაშვილი.

საზოგადოდ, ნომინანტთა, პატივცემულთა, დაჯილდოვებულთა თუ დასაჯილდოვებელთა უმრავლესობა, ძირითადად, ასე იქცევა ხოლმე – ცდილობს, ხელისუფლებას დაუახლოვდეს და წინა პრეზიდენტსაც ქე ჰყავდა დაახლოებული ელიტა… უფრო სწორად, გაახალგაზრდავებულ-გაბოზებული ელიტა, ძველები ჩარეცხა, ახლები გარეცხა და ისე ექცეოდა, როგორც ხარჭებს (ქალი და კაცი სულერთი იყო) და რატომ გიკვირთ, რომ ეს და ის ადამიანები, აკეთებენ იმას, რასაც მიჩვეულნი იყვნენ, რასაც ასწავლიდნენ და რასაც უყურებდნენ. ხშირად მსმენია, ბევრ კითხვებს აჩენს “საბაო” და ანახვეთ ხალხს პირდაპირ ეთერში ეგ ნაფურშეტალი ხალხი და კითხვებიც აღარ იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here