Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ ვინ არის ქართულ პოლიტიკაში

ვინ ვინ არის ქართულ პოლიტიკაში

567

ანუ რატომ აღარ სჭირდება მიშას ცესკო და ხათუნა გოგორიშვილი

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ პოლიტიკოსების არაერთი დაპირება მოისმინა, შვეიცარიისა თუ სინგაპურის მსგავს ქვეყნად გადაქცევის, მოსახლეობისთვის ოქროს კოშკების აგებისა და თაფლისა და რძის მდინარეების წარმოდინებაზე, მაგრამ ამ დაპირებებიდან არც ერთი არ შესრულებულა, თუმცა როგორ შესრულდებოდა, როცა ყველა ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების გამოკლებით, პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და ემსახურება.

ქვეყანა გაივსო სინდისზე ხელაღებული პოლიტიკოსებით, რომლებიც, გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟისა არ იყოს, ჰგვანან სიტყვა გავძეხი”-ს. დღეს სახელისუფლო ეშელონებისკენ მიილტვიან ე.წ. ახალი სახეებიც, რომლებსაც ასევე სურთ, ჰგავდნენ სიტყვა “გავძეხი”-ს. ამას კი კვლავ ფიქტიური დაპირებებით ცდილობენ, რადგან თვით ქვეყნის დამოუკიდებლობაა ფიქტიური _ საქართველოს ხომ ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი, კონკრეტულად, აშშ მართავს თავისი ელჩის მეშვეობით _ დღეს, XXI საუკუნეში, საქართველო აშშ-ის კოლონიაა. სწორედ ამერიკელთა მხარდაჭერითა და ძალისხმევით დაგვაჯდა თავზე მიხეილ სააკაშვილი, მისი “ნაციონალური მოძრაობა” და ცხრა წლის განმავლობაში ისე მართავდნენ ქვეყანას, როგორც მოეპრიანებოდათ. სწორედ ამერიკელთა ძალისხმევითა და დაფინანსებით მომრავლდნენ .. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამცველთა ნიღბით გააფთრებით ებრძვიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართულ კულტურას, ტრადიციებს და ცდილობენ .. დასავლური ფასეულობების დამკვიდრებას. მათ სურთ: უმდიდრესი და უძველესი კულტურის მქონე და მრავალი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანიზმის პრინციპებით მცხოვრებ საქართველოში დაკანონდეს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინება; უცხოელებმა თავისუფლად იყიდონ მიწა არამდგრადი ფსიქიკის მქონე “ნაცმოძრაობის” ლიდერის უაზრო მოქმედებით ისედაც ტერიტორიაშემოძარცვულ ქვეყანაში; სამშობლოდან ასიათასობით ქართველის გადახვეწის ფონზე მოქალაქეობა მიენიჭოთ უცხოტომელებს; საქართველოს საუკუნოვან და საიმედო მეგობრად (და არა _ ოკუპანტად) გამოცხადდეს სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ძირძველი მიწები აქვს მიტაცებული. და ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ 30 ვერცხლად გაყიდული პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხო ძალის დაკვეთით მოქმედებენ.

საქართველოს მოსახლეობისთვის სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გულდასმით გაანალიზება და ზუსტად განსაზღვრა _ ვინ ვინ არის, ანუ რომელი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი შეძლებს ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვას და რომელი იმოქმედებს ერისა და ქვეყნის წინააღმდეგ პირადი კეთილდღეობის მიზნით.

სწორედ ამიტომ არის საჭირო არა მხოლოდ პარტიისა და პოლიტიკოსების პროგრამებისა და ამა თუ იმ საკითხზე მათი პოზიციების გაანალიზება _ შეძლებენ თუ არა ისინი დაპირებების შესრულებას, არამედ ამ პარტიების წევრებისა და დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატების წარსულისა და ნამოღვაწარის შესწავლაც.

თუმცა, თუ არჩევნებში მონაწილე პარტიების სიებს გადავხედავთ, მხოლოდ გვარების წაკითხვაც კი საკმარისია იმის დასადგენად _ ვინ ვინ არის

“რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და, გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებს, რომ ისეთი აგრესიული “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც არ არიან. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც (ეკა გიგაური _ 2008 წლამდე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, 2010 წლიდან _ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი) მიიღო “პაგონები” მაგ დროს. მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინათ და მის შეფასებაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ ყოფილ პრემიერსა დაქართული ოცნებისდამფუძნებელს დაავიწყდა თუ განზრახ დაივიწყა, რომ ეკა გიგაურის მსგავსი, უცხოეთიდან გულუხვად დაფინანსებული და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში გამოჩეკილი ფიგურები მისი პარტიის საარჩევნო სიაშიც ბევრია, მაგალითად, “ქართული ოცნების” სიის მე-4 ნომერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, აშშ-ის კონგრესის სამართლის ბიბლიოთეკაში სტაჟირებაგავლილი თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევის შედეგად დაჭრილი და დაღუპული ადამიანების სისხლი ჩამობანა შეურაცხად სააკაშვილსა და მის “ნაციონალურ მოძრაობას”, როცა განაცხადა: თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მომიტინგეებს 3-ჯერ გააფრთხილებენ მიტინგის დაშლის ან გადატანის თაობაზე, ხოლო მომიტინგეები მაინც არ დაიშლებიან, ხელისუფლებას, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი ზომები და დაშალოს მიტინგი”. ეს ის თამარ ჩუგოშვილია, რომელმაც 2014 წელს, მიუხედავად საქართველოს პატრიარქის განცხადებისა სუროგაციის წინააღმდეგ, შობა მიულოცა სუროგაციის შედეგად დაბადებულ ბავშვებს. დღეს ეს თამარ ჩუგოშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია.

“ნაცმოძრაობასთან” ერთად “ვარდების რევოლუციის” შემოქმედი რესპუბლიკური პარტიის წევრების უმრავლესობამაც პოლიტიკური ნათლობა ამერიკელების მიერ გულუხვად დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიღო. თავი რომ დავანებოთ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ლიდერის _ ლევან ბერძენიშვილის გამოხდომებს სასიქადულო ქართველი მწერლების _ ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟაფშაველასა და ლადო ასათიანის მიმართ, აღმაშფოთებელია ლევან რამიშვილის, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძის, თეა თუთბერიძისა და აკო მინაშვილის სულიერი ძმის, “თავისუფლების ინსტიტუტში” “დაბრძენებული” რესპუბლიკური პარტიის წევრის _ დავით ზურაბიშვილის გამონათქვამები ზვიად გამსახურდიასა და მართლმადიდებელობაზე. დავით ზურაბიშვილმა, ამ პირწავარდნილმა ანტიქართველმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი სათაურით “სახადი #5”, რომელშიც ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას სახადი და კოშმარიუწოდა, მართლმადიდებელ ეკლესიას _ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველთა ეროვნული თვითშეგნების საფუძველთა საფუძველს _ “ძნელად და მტკივნეულად მოსაშორებელი სახადი”.

რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიის მე-6 ნომერი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი წევრი თამარ კორძაია “ლგბტ პირების ქორწინების დაკანონებას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში წინგადადგმულ ნაბიჯად” მიიჩნევს. რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის _ ხათუნა სამნიძის (მე-2 ნომერი საარჩევნო სიაში) აზრით კი, თურქეთი (ოსმელეთის იმპერია), რომელმაც ძირძველი ქართული მიწები _ ტაო-კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ლაზეთ-ჭანეთი მიიტაცა, ოკუპანტი არ არის.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯორჯ სოროსის ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მმართველი საბჭოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ამერიკის ელჩის ძალისხმევითა და ბიძინა ივანიშვილის მორჩილებით გამინისტრებული თინა ხიდაშელი (მე-4 ნომერი სიაში) ჯერ კიდევ 15 წლის წინათ (2001 წელს) ამბობდა, რომ “აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ არის”.

ზემოთ მოყვანილი გამონათქვამის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ თინა ხიდაშელისთვის სიტყვა “სამშობლო” საქაჯეთის სინონიმია.

აი ტექსტი, რომელიც მან რამდენიმე თვის წინათ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: ერთი სული მაქვს, როდის მოვაშორებ ამ საქაჯეთს შვილებს და ამერიკაში გავგზავნი”.

ქალბატონ თინას მხარს უჭერს მისი მეუღლე, პარლამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, 1992-1994 წლებში პუტჩისტების სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პირველი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი: “შვილებს არ ვეუბნებით, რომ დაიბადე იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად შეეწირო, მე შვილებს ვეუბნები, რომ დაიბადე იმისთვის, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი”.

როგორც ჩანს, დავით უსუფაშვილი და მისი მეუღლე მიიჩნევენ, რომ სამშობლოს დაცვა, მისთვის თავგანწირვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრის შვილების საქმე არ არის, ეს მხოლოდ საქართველოს სხვა მოქალაქეების ვალია, თვითონ კი უნდა იყვნენ ხელისუფლების სათავეში “საქაჯეთისა”, რომელსაც შვილები უნდა მოაშორონ და აშშ-ში გაგზავნონ.

ირაკლი ალასანიას პარტია “თავისუფალ დემოკრატებს” ისევე, როგორც “ნაციონალურ მოძრაობასა” და რესპუბლიკურ პარტიას, ერთი პატრონი ჰყავს _ აშშ. ამ დაბალრეიტინგიანი პარტიის ლიდერები ბიძინა ივანიშვილსა და მათ გუნდს აკრიტიკებენ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ივანიშვილის დახმარებით _ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში გაერთიანებით _ მოახერხეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. თავისუფალი დემოკრატები”, რომლებმაც მანამდე ხალხს ყურები გამოუჭედეს ფრაზებით: “მალე მივიღებთ მაპს”, “მალე შევალთ ნატოში”, “ჩვენი წინაპრების არჩევანი ყოველთვის იყო ევროპადა .., 8 ოქტომბრის არჩევნებშიისტორიული სიტყვისსათქმელად ემზადებიან და ამისათვის მართლაცისტორიულადაყრიან ხალხს თვალში ნაცარს.

“250-ლარიანი საარსებო მინიმუმი”, “300-ლარიანი პენსია”, “მინიმალური ხელფასი _ 500 ლარი _ აი ამას ჰპირდებიან ხალხს “თავისუფალი დემოკრატები” წინასაარჩევნოდ და, თვითონ განსაჯეთ, არის თუ არა ეს თვალში ნაცრის შეყრა და დემაგოგია.

300-ლარიანი პენსიისა და 500-ლარიანი მინიმალური ხელფასისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ირაკლი ალასანია აუცილებლად შეასრულებს დაპირებას, რომ, თუ ხელისუფლების სათავეში მოვა, ქვეყანაში განახორციელებს “მარიხუანის და, საერთოდ, ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას”.

დაუკვირდით, ლაპარაკია ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზებაზე და არა ნარკომანიის, ამ საშინელი სენის, წინააღმდეგ ბრძოლაზე, რადგან ნარკოტიკებით გაბრუებული და დაჩლუნგებული ადამიანები უფრო ადვილი სამართავი და გამოსაყენებელია იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომლებსაც ე.წ. პროამერიკელები ისახავენ.

ირაკლი ალასანია, რომელიც 30 წლისაც არ იყო, როცა უშიშროების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, 2004-2006 წლებში კი იმჟამინდელი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი გახლდათ კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, არაორდინარულად განიხილავს პოლიტიკას.

პოლიტიკას მე სულ ვადარებ ჯაზს, რომელიც მუდმივ იმპროვიზაციებს მოითხოვს და ქართული პოლიტიკა ძალიან მრავალფეროვანი და მოულოდნელობით აღსავსეა”, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში (2013 წლის 10-16 ივნისი, #25), ანუ მისი აზრით, პოლიტიკა, ისევე, როგორც ჯაზი, იმპროვიზაციას მოითხოვს, პრინციპების დაცვა საჭირო არ არის და კონიუნქტურის შესაბამისად უნდა მოქმედებდე.

ეს ფრაზა ზემოაღნიშნული ინტერვიუდანაა:

მე არ ვთვლინაციონალურ მოძრაობასმტრად, მათი დამარცხება და განადგურება არ მიმაჩნია ჩემს მთავარ ამოცანად”, _ ეს ფრაზაც ზემოაღნიშნული ინტერვიუდანაა.

ალასანია სააკაშვილის რეჟიმის მტრად თავს არც მაშინ მიიჩნევდა, როცა ნაციონალები ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ, მიტინგებს არბევდნენ, დახოცილთა გვამებს მაღაზიების სახურავზე აწყობდნენ და იქიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით საზეიმო აღლუმს მართავდნენ; ალასანია “ნაციონალურ მოძრაობას” არც მაშინ განიხილავდა მტრად, როცა უამრავი დანაშაულის ჩამდენი ეს რეჟიმი ადამიანებს ცოცხებით აუპატიურებდა და ბიზნესმენებს ატერორებდა, როცა ანგრევდა განათლების სისტემას და კულტურას, სოფლის მეურნეობასა და სპორტს, როცა დაკარგა საქართველოს ტერიტორიის 20%, როცა ებრძოდა საქართველოს პატრიარქს, მართლმადიდებლობას და, საერთოდ, ყველაფერს, რაც ქართულ ღირებულებებსა და ფასეულობებთან არის დაკავშირებული.

სხვათა შორის, არც “ნაციონალური მოძრაობა” აღიქვამდა ირაკლი ალასანიას მტრად, ნაციონალები მის მიმართ არასოდეს გამოსულან მწვავე განცხადებებით და არც მისი გარემოცვის წევრები დაუპატიმრებიათ უსაფუძვლო ბრალდებით, არადა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ციხეები სავსე იყო ასეთი პატიმრებით.

ამიტომ მიშას მრჩევლობის შემდეგ გაოპოზიციონერებული ალასანიას ქვემოთ მოყვანილი განცხადებაც არ უნდა იყოს გასაკვირი:

“საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა; ედუარდ შევარდნაძე პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ნატოსა და ევროკავშირზე დაიწყო საუბარი; მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალისხმევა არ დაიშურა პროგრესის მისაღწევად და უამრავი ახალი ინიციატივა განახორციელა საქართველოს მოდერნიზაციისა და ინტეგრაციისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ ეს ყველაფერი და წინა მთავრობის მიერ აგებულ მყარ ნიადაგზე სვლა განვაგრძოთ”.

სწორედ ამიტომ უწოდეს ალასანიას “ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი “ტროას ცხენი” და გაამართლა კიდეც მეტსახელი, თუმცა ალასანიას როლს “ქართული ოცნების” თავკაცები გვიან მიხვდნენ.

ნაცსექტა (სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ ღვთისგან განდგომილ და ანტიეროვნულ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის მხარდამჭერებს) კი სულმოუთქმელად ელოდება არჩევნებში გამარჯვებას და თავიანთი ლიდერის, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას. ამერიკელების მიერ “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილმა სააკაშვილმა თანაგუნდელებს რევოლუციისკენ, სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდა.

აი ამონარიდი სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების საუბრიდან, რომელიც “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა:

სააკაშვილი: _ არჩევნები, როგორც ვუყურებ, წაგებისკენ მიდის, ამიტომ მხოლოდ რევოლუციური სცენარი გვჭირდება. რევოლუციური მუხტი არ არის ახლა საერთოდ. მუხტი თუ არ იქნა, გადატრიალება გამორიცხულია. აგერ კაკო სულ წუწუნებს, გაურკვევლობაში და უმოქმედოდ ვართო. აი იმუშავეთ ამ მუხტზე, ამაზე კაი მიმართულება რა გინდათ?!

კაკო ბობოხიძე: _ გეთანხმებით, მით უმეტეს, მაგის მეტი რა ვიცი. მე მზად ვარ! 90-იან წლებში რამდენჯერ გავაკეთეთ და 2003-ში კი, რაც გავაკეთე, ხომ გახსოვს, მიშა?! გამომიყვანეთ, ძმაო, დავგეგმოთ დეტალები და ორგანიზებას მე გავქაჩავ.

მიშა სააკაშვილი: _ ხოდა, დაიწყეთ მერე, დრო აღარ იცდის… ითანამშრომლეთ სხვა პარტიებთან. ინაშვილი, კუკავები, კაციტაძეები, თუნდაც ის ბოჩოლა ალასანია გამოიყენეთ. ბიძინას ხელშია ყველა რესურსი და ძაან გაგვიჭირდება. ყველა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ…

მოკლედ, ამ მთავრობის დამხობა რომ გადატრიალების გარეშე ვერ მოხდება, ფაქტია. არჩევნების გზით შანსი ნოლია.

გიგა ბოკერია: _ არჩევნების მერე თავისთავად გამოგვყავს ხალხი ქუჩაში, არჩევნები გაგვიყალბეს და “ფოინთები” გასაგებია… ნუ, მაგის მეტი რა ვიცით. ისე გავაკეთებთ, რომ ყველაფერი ქოცებს დაბრალდეს…

მიშა სააკაშვილი: _ გიგა, აღარ უნდა ახლა ამას ბევრი ფიქრი, ეგრეა რა, სხვა გამოსავალი არაა. შენ მაქსიმალურად ჩართე კანდელაკი და ჩიორა, უფრო მეტად იაქტიურონ ევროპაში… ეს გამო…ლი ბაქრაძე სადაა, ეგეც და სხვებიც თბილისში რომ სხედან, რას მიკეთებენ?!

გივის ფაქტორიც აუცილებელია, მაგის კონტაქტები აუცილებლად დაგვჭირდება _ ეს პოლიციელები, ზონდერები. მაგი ყველას იცნობს. აგერ ლევანა გვაზავა და ყოფილებიც აქტიურობენ. ნუ, მოკლედ, მწიფდება ეხლა ყველაფერი. მთავარია, შეცდომა არ დავუშვათ. ეს სირქოცები, კიდევ ხო ხედავთ, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ჩვენი ხალხი, ვინც მაგათთან გვყავს, ყველა უნდა გამოვიყენოთ”.

ასე ამზადებენ ნაციონალები კიდევ ერთ სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში. და ეს იმიტომ ხდება, რომ 2003-2012 წლებში ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის არ დასჯილან; ასე იმიტომ ხდება, რომ ამერიკელების ნებითა და “ქართული ოცნების” მონური მორჩილებით ქართველ ხალხს, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, თავს მოახვიეს ე.წ. კოაბიტაცია, სწორედ კოაბიტაციის ანუ დაუსჯელობის შედეგია ნაცდამნაშავეების გაყოყოჩება და “ქართული ოცნების” უხერხემლო (ვანო მერაბიშვილი არ ჰყავთ და, ალბათ, ამიტომ) დამოკიდებულება მათ მიმართ.

ზემოაღნიშნულ საუბარში (ამ საუბარში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი და გიორგი ვაშაძე) მონაწილე პირებიდან გიგა ბოკერიას (“ნაცმოძრაობის” საარჩევნო სიის მე-15 ნომერი) გარდა, რომლის ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური თვალსაზრისი და მოქმედებები საყოველთაოდ ცნობილია, ცალკე გამოსაყოფია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი (კაკო) ბობოხიძე (“ნაცმოძრაობის” საარჩევნო სიის მე-14 ნომერი), მუდმივი პარლამენტარი, 1990 წლიდან დღემდე ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი, რომელმაც, როგორც ხონელები ამბობენ, განაცხადა, ეშმაკსაც შევეკვრები, ოღონდ ხელისუფლებაში ვიყოო.

არჩევნებში გამარჯვებასა და სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაში ეჭვი არ ეპარება ყოფილ პირველ ლედის, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში დადანაშაულებულ სანდრა რულოვსს, რომელიც ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს.

“ჩვენ ბევრნი ვართ, ვერავინ მოგვერევა. მიშამ იცის, რომ აქ იქნება, ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს, რომ დასჭირდეს ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება”, _ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის მე-2 ნომერმა სანდრა რულოვსმა.

თვითონ სააკაშვილი კი არჩევნების გაყალბებას გამორიცხავს:

“არჩევნები ვერ გაყალბდება! ივანიშვილმა რაღაც რომ გააყალბოს და რომ არ იმანიპულიროს, არ შეუძლია, მაგრამ, ჯერ ერთი, არსებობს უამრავი მექანიზმი, რაც ჩავდეთ თავის დროზე კანონმდებლობაში… მეორე _ იქნება ეგზიტპოლები. “რუსთავი 2” ხომ ვერ დაკეტეს. “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლმა იწინასწარმეტყველა აკურატულად ჩვენი დამარცხება 2012 წელს. მე რომ გამოვედი და ვაღიარე შედეგები, კომისიის შედეგებს კი არ დავეყრდენი, როგორც კი “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლი ვნახე, ერთი წუთი არ მიყოყმანია, რადგან ვენდობოდი მთლიანად ამ ეგზიტპოლს. გამოვედი და გამოვაცხადე, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნები წააგო…

მერე “რუსთავი 2”-მა იწინასწარმეტყველა აკურატულად ჩვენი დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში 2013-ში. ჩვენი დაბრუნება ადგილობრივ არჩევნებში… ასე რომ, ხალხმა იცის, “რუსთავი 2” სწორად წინასწარმეტყველებს. ყველამ იცის, რომრუსთავი 2”-ის ეგზიტპოლში რაც იქნება, ეს იქნება ვერდიქტი…”

აი ასე აპირებს მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს ხალხზე გამარჯვებული ტელევიზიის _ “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლებით კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს ხალხზე. ნიშანდობლივია, რომ გამარჯვების ეგზიტპოლებს გამოაქვეყნებს 2007-2010 წლებში ცესკოს თავმჯდომარის, ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის 23-ე ნომრის _ ლევან თარხნიშვილის ცოლის (ასევე “ნაცმოძრაობის” წევრის) ანა თარხნიშვილის ორგანიზაცია “ბი სი ჯი კვლევა”. და, სააკაშვილს სურს, სწორედ ეს ეგზიტპოლები იყოს “წყალგაუვალი მტკიცებულება” საქართველოს მოსახლეობისთვის და არა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები. და, როცა ეგზიტპოლებს აქვეყნებს ისეთიავტორიტეტულიორგანიზაცია, როგორიც არის ნაციონალი ლევან თარხნიშვილის (ამბობენ, რომ სწორედ მან გაუყალბა შედეგები ლევან გაჩეჩილაძეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში) მეუღლისბი სი ჯი კვლევა”, რა საჭიროა ცესკო ან, საერთოდ, არჩევნები?!

1960-იანი წლებია. ქუთაისის “ტორპედო” აგებს მატჩს მეტოქესთან. ერთ-ერთმა გამწარებულმა გულშემატკივარმა ტრიბუნიდან ჩასძახა “ტორპედოს” ფეხბურთელს:

_ ხაჟალია, გეინძერი, ბიჭო, რაცხა ქენი… ეიღე ბურთი და დაარტყი პენალტი!

_ არ მაძლევს სუდია და რა ვქნა! _ უპასუხა ხაჟალიამ.

_ ვინ ჰკითხავს სუდიას, აგერ არის ჩვენი კომკავშირის მდივანი.

სწორედ ამას ჰგავსრუსთავი 2”-ის, უფრო ზუსტად, თარხნიშვილის ცოლის ეგზიტპოლების ამბავიც. სააკაშვილს რომ ჰკითხოთ, ეგზიტპოლები, რომლებსაცრუსთავი 2” გამოაქვეყნებს, შეუვალი ჭეშმარიტებაა და არჩევნებში გასამარჯვებლად აღარც ცესკოა საჭირო და აღარცხათუნა გოგორიშვილი.

აი ეს ადამიანები, რომლებიც, უკვე ორი ათეული წელია, თვალში ნაცარს გვაყრიან, კვლავ ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას; დაბრუნებას არა იმიტომ, რომ ქვეყნისა და ხალხისთვის სასიკეთო საქმეები აკეთონ, არამედ, როგორც წინა წლებში, თავიანთი კეთილდღეობის სანაცვლოდ, უცხო ძალებს ემსახურონ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ; იმიტომ, რომ გაყიდონ სახელმწიფოს ქონება, რომლის გასხვისებაც ვერ მოასწრეს; იმიტომ, რომ საბოლოოდ გაანადგურონ განათლება და ქვეყანაში დაამკვიდრონ უმეცრება, კვლავ დაატერორონ და ციხეში ჩასვან ბიზნესმენები, განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ადამიანები, ებრძოლონ მართლმადიდებლობას, ქართულ კულტურას და ყველაფერ ქართულს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურთ მათ ამერიკელ პატრონებს.

საქართველოს მოსახლეობა კი სწორედ ამიტომ უნდა იყოს ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდოს ამ არჩევნებს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვისროლოთ ისტორიის სანაგვეზე ანტიეროვნული ძალები, რათა კვლავ არ დავრჩეთ პირში ჩალაგამოვლებული…

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here