Home რუბრიკები საზოგადოება არ შედრკე, არ დანებდე, ჩემო ოდაბადევ!

არ შედრკე, არ დანებდე, ჩემო ოდაბადევ!

727

ვაგაშქურნას გოლუაფირო!

ასეთი დასაწყისი, შესაძლოა, ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ მიკიბვმოკიბვით საუბარი არ მჩვევია და პირდაპირ ვიტყვი: ახლა, როგორც ჩანს, სწორედ ის დროა, კვლავ სამეგრელოს რომ ურტყამს ყველამე ვიტყოდი, დაუზარებლად და მანიაკური აღტყინებითაც კი წაღმაუკუღმა უტლაშუნებენ ამ საბრალო სამეგრელოს. თითქმის ყველა რატომღაც მხოლოდ ამ კუთხესთან დიდგულობს და მედიდურობსბოლო დროს ამ ყბადაღებულ საარჩევნო პერიპეტიებთან დაკავშირებით კვლავ გამეცადინდნენ მავანნი და ატეხეს ერთი ალიაქოთი

ვხედავ, როგორ გულის გამაწვრილებლად აწრიპინებენ კალამს; როგორ დაუღალავად დაასრიალებენ ნოუთბუქისა თუ ლეპტოპის კლავიატურაზე თითებს; როგორ ასარსალებენ ენას; როგორ ამუნათებენ ამ ჩემი კუთხის ხალხს; ჭკუასაც როგორ არიგებენ, როგორ ასწავლიან, როგორ მიუთითებენ, უქნევენ თითსაც და იმ ავადსახსენებელი “ენმ”-ისადმი მხარდაჭერაში როგორ უპარდონოდ ადანაშაულებენ… წყევლა-კრულვასაც კი უთვლიან და ლამის ნიდერლანდების სოდომ-გომორული სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის სურვილშიც კი დაადანაშაულონ ჩემი მრავალჭირნახული მეგრელები. ზოგიერთი ჭკუისკოლოფი იმ ჰოლანდიელი დედაკაცისადმი მეგრელთა ვითომ მხარდაჭერაში ვითომ პოზიტივსაც კი პოულობს და… აჰა, არც მეტი არც ნაკლები, ამგვარი “ბრძნული” დასკვნაც გამოაქვს: ეს იმას ნიშნავს, რომ სამეგრელომ ზურგი აქცია რუსეთს და კურსი აიღო ევროპისკენო. ხედავთ? აი, მიხვედრილობაც ამას ჰქვია! მაგრამ, ცხადია, რომ ეს არის გაუგონარი სისულელე და ახლა მართლა არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, ამაზე ვიცინო თუ თავში ხელი წავიშინო!.. მეცოდება, მეცოდება ჩემი სამეგრელო; მენანება ათასწლეულთა ქარტეხილებს ასე თუ ისე გამოღწეული ჩემი ხალხი. მტკივა, უსაშველოდ მტკივა ჩემი ჯიში და ჯილაგი!.. უფალს მინდა შევთხოვო: ზეციერო, შენ მაინც გადმოხედე წყალობის თვალით და ნუ გაწირავ ისტორიული ბედუკუღმართობით დაჩაგრულ და დაკნინებულ ჩემს სამშობლოს. ამ მოკრძალებული სტატიის მკითხველთა საყურადღებოდ კი მინდა ვთქვა: ნუ ჰგონია ნურავის, რომ მე რაღაცას ვაზვიადებ ან პირიქით _ უტრირებას ვუკეთებ. არამც და არამც, ჩემო ძვირფასებო! მშვენივრად ვხედავ, რომ მტერი და მოყვარე ახლა მოყურადებულია ზუგდიდისკენ, მოყურადებულია სამეგრელოსკენ და, “ჭორვილელი აფერისტით” დაწყებული და ჩუმლაყელი თებროით დამთავრებული, ინტერესით ელოდება, 8 ოქტომბერს რას მოიმოქმედებს მეგრული ელექტორატი. ამაზე რომ ვფიქრობ, შეუძლებელია, არ გამახსენდეს გასული საუკუნის 90-იანი წლებიც და, თუ ვინმეს სურს, კი ბატონო, მისაყვედუროს ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მე მაინც მიჩნდება ერთგვარი საყვედურის განცდა და აი რატომ: ეეხ, მეგრელებთან დამოკიდებულებაში ერთსულოვანნი და სოლიდარულნი, ნეტავ, მაშინ ყოფილიყვნენ, როცა თბილისის მოსახლეობის დაჩოქების შემდგომ ლამის მარტო რომ ეწინააღმდეგებოდა სამეგრელო იმ ავადმოსაგონარ პუტჩისტურ რეჟიმს. მართალია, მცირეოდენი გადახვევა კი გამომივიდა, მაგრამ ეს გადახვევა კონტექსტიდან როდია ამოვარდნილი. ახლა კი, მართალია, ვიმეორებ, მაგრამ ამ წინასაარჩევნო პროცესებს რომ ვაკვირდები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნახევარი მსოფლიო მაინც თითქოს იმის მოლოდინშია, რა მოხდება იმ 8 ოქტომბერს ჭურიას, ჩხოუშიას, წენწყარის თუ ტეხირის სანახებში. არადა, იქ, წესით, არაფერი განსაკუთრებული და მოულოდნელი არ უნდა მოხდეს… უფრო ზუსტად, მოხდება ის, რაც აქ წლების განმავლობაში ხდება პერმანენტულად, ანუ რასაც საგულდაგულოდ იდეოლოგიურად ამზადებენ და პრაქტიკულად ახორციელებენ კორდონებს იქიდან სტიმულირებული ჩვენებური პოლიტიკანები პლუს .. ენჯეოშნიკები. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ამჯერადაც გადაინაწილებენ უცხო სახელმწიფოთა ინტერესების ჩვენს ოდაბადეში უნამუსოდ გამტარებელი სამარცხვინო მარიონეტები.

ახლა _ იმ ავადსახსენებელი უფშვიტინესადმი მეგრელთა ყბადაღებული მხარდაჭერის თემას კონკრეტულად რაც შეეხება: ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვა, ძალიან გაზვიადებულია. არა, არ ჰყავს მას და მის ნაცხროვას ჩემს მშობლიურ კუთხეში იმდენი მომხრე, როგორც ამის წარმოჩენა სურთ ცალკეულ უპასუხისმგებლო პირებსა და ინფორმაციის თუ დეზინფორმაციის საშუალებებს. გასაგებია, “ნაციონალური მოძრაობაამის გაბუქებას რატომაც ცდილობს, მაგრამ გაუგებარია, სხვები მუდმივად რატომ აპელირებენ ამაზე. თუმცა სამეგრელოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი შლეგი სააკაშვილისა და მისი ნაცბანდის მხარდამჭერი რომ აღმოჩნდა, ამას გარკვეული სპეციფიკური მიზეზსაფუძველიც გააჩნია. ცხადია, მე აქ ამ მოვლენის ვრცელ და სკრუპულოზურ ანალიზს არ შევუდგები, მაგრამ მოკლედ მაინც ვიტყვი, რომ ამის საფუძველიც და მიზეზიც იმ ავადსახსენებელი 1991-92 წლების დეკემბერიანვრის გადატრიალებაში უნდა ვეძებოთ. უნდა ვეძებოთ, ასევე, ჩემი კუთხის ხუთგზის თუ ექვსგზის დალაშქვრააწიოკებაში; უნდა ვეძებოთ, ასევე, მეგრელთა ერთი ნაწილის მიერ იმკრიშაზეამძვრალი მიშაუფშვიტინეს შევარდნაძეურჩხულის მძლეველ მზეჭაბუკად წარმოსახვაში; უნდა ვეძებოთ სამეგრელოს მოსახლეობის მიზანმიმართულად ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევაში; უნდა ვეძებოთ . . ქართული ოცნების, ანუ სახელისუფლო კოალიციის უსუსურობასა და მარიონეტულობაში; ბოლოს და ბოლოს, უნდა ვეძებოთ იმაში, რომ ჩვენი სამშობლო არის ფაქტიური კოლონია და პოლიტიკური პროცესები, ყბადაღებული კოჰაბიტაციის ჩათვლით, აქ ვითარდება ევროატლანტიკური სტრუქტურების მესვეურთა კარნახითა და ნებასურვილით. ცხადია, უნდა ვეძებოთ, ამასთანავე, იმაშიც, რომ, სამწუხაროდ, ჩემ მიერ უკვე ჩამოთვლილ მიზეზთა გამო ვერა და ვერ მოხერხდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პლატფორმაზე მდგომი მძლავრი და ავტორიტეტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის ფორმირება. დიახ, უამრავი მიზეზი არსებობს ამის და, როცა ამას შევეხებით, უპრიანია, შევეხოთ კომპლექსურად და კომპეტენტურად გააზრება-გაანალიზებით!..

ასე რომ, ნაცმოძრაობისადმიმეგრელთა მასობრივ და დიდ მხარდაჭერაზე მოარული ხმები არის ზღაპარი. არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირება, შესაძლოა, გარკვეულ ძალებს კიდეც ხელს აძლევდეს! არ გამოვრიცხავ, რომ მეგრელთა ასოცირება . . მიშისტობასთან თავის დროზე შეთითხნილიმეგრელთა საქმისერთგვარი გაგრძელება თუ ვარიაცია იყოს, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ გინდათ სიმართლე, ჩემი კუთხის მოსახლეობის უმრავლესობა საერთოდ არ უჭერს მხარს საქართველოში არსებულ არც ერთ პოლიტიკურ ძალას. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ჩემი გულრწფელი რჩევაა, დაითვალოს, კარგად დაითვალოს, რამდენი პროცენტი სამეგრელოს ელექტორატისა მივიდა საარჩევნო ურნებთან ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე. სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და ქართული პოლიტიკური კლასის (ისე, კი მირჩევნია მას ვუწოდო “პოლიტიკანური ქაქი”) უდიდესი ნაწილი მეგრელებს აღიქვამს, არც მეტი არც ნაკლები, “საარჩევნო კენჭებად”. დიახ, ეს არის უდავო ფაქტი! არადა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ მეგრელების უმრავლესობა, ანუ, ჩემი აზრით, სულ ცოტა, 60% მაინც, მხარს არ უჭერს ამჟამად არსებულ არც ერთ პოლიტიკურ ძალას. დანარჩენი 40 %-ის ხმები კი ნაწილდებაქართულ ოცნებაზე”, “ნაციონალურ მოძრაობაზე”, “პატრიოტთა ალიანსზედა . . ამასთანავე, ნამდვილად არ მეეჭვება ისიც, რომ შესაბამის სიტუაციაში ეს 40%-იც, სულ ცოტა, განახევრდება! ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. გამოდის, რომ სამეგრელოში არსებობს უზარმაზარი რესურსი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც კუთხის, ასევე, საზოგადოდ, ქვეყნის საკეთილდღეოდ. დანაშაულია, დიახ, დანაშაულია, რომ ეს რესურსი და, საერთოდ, სამეგრელოს ფაქტორი არაა ისე გამოყენებული, როგორც უნდა იყოს და როგორც ეს, საერთოდ, ეკადრება უძველესი კოლხების, ერთ დროს კაცობრიობის ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი კოლხების პირდაპირ შთამომავალთ. ვფიქრობ, რომ ამაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ ეროვნულ-ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ორიენტირებული ადამიანები, თანაც, დროულად, თორემ სულ მალე, შესაძლოა, საერთოდ აღარაფერს ჰქონდეს აზრი. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის უსაშველოდ დაგვიანებული და ღრმად მწამს, რომ შესაბამისი საზოგადოებრივი ძალის სტრუქტურულად ფორმირების შემთხვევაში, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები 60% იქნება სწორედ ქვეყნის გადარჩენისათვის მებრძოლი ის ავანგარდი, რომლის მამულიშვილური ძალისხმევაც არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ, მთლიანად საქართველოს უდავოდ გამოიყვანს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კოლაფსის თუ კატასტროფის მდგომარეობიდან. დიახ, სამეგრელო უნდა გახდეს ის ძალა, რომელიც პერსპექტივაში სწორი შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელებისა და სტრატეგიულად გამართლებული საგარეო ორიენტირების შემთხვევაში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას. სამეგრელოს ფაქტორი უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფოს სასიკეთოდ და არა საზიანოდ. ნურავის დაავიწყდება, რომ თუნდაც ამჟამინდელ საზღვრებში არსებული საქართველოს აღქმა ნამდვილ სახელმწიფოდ არის სრული გაუგებრობა და ყოვლად უპერსპექტივო. სამეგრელოსა და მეგრული ფაქტორის გაუთვალისწინებლად კი ქვეყნის რეინტეგრაციაზე ფიქრიც აბსურდია. თუ რაზე მივანიშნებ ახლა, გონიერნი იოლად მიხვდებიან. ასე რომ, თუ უფალმა დაგვინდო, თუ უფრო დიდი განსაცდელი არ გველოდება, ვიდრე 8 ოქტომბრის არჩევნებია, მაშინ უნდა ვიცოდეთ და უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალში საკრალური და დიადი მიზნები გვქვს განსახორციელებელი. ღმერთმა ქნას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს აღმოგვაჩნდეს ნებელობაც და შესაძლებლობაც, გავისარჯოთ ისე, როგორც ამას გვკარნახობს, როგორც ამას ჩვენგან მოითხოვს სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთობლიობის განცდა, ჩვენი ერის სხვადასხვა თაობას შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობის განცდა, ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების აუცილებლობისა და მისი მარადიულობის განცდა. ცხადია, უნდა ვიყოთ ადეკვატურნი… ცხდია, უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურების მესვეურთა სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ადგილობრივი მონა-მარიონეტების მიერ მონოპოლიზებულ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში უაღრესად ძნელია სასურველი მიზნის მიღწევა… მაგრამ ეს ომია, უშეღავათო და უთანასწორო ომი! აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ აშკარად ყოფნა-არყოფნის დილემის წინაშე ვდგავართ და სხვა გამოსავალი, ოდენ თვითგადარჩენისთვის ბრძოლისა, არც გვაქვს უკვე! ესეც უნდა გვახსოვდეს მუდამ: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! და კიდევ _ რაც უნდა პათეტიკურად ისმოდეს ჩემი სიტყვები, მჯერა, ამ ბრძოლაში წინაპართა სულები გაგვაძლიერებენ და უფლის წყალობა-მფარველობაც არ მოგვაკლდება!

ასე რომ:

არ შედრკე, არ დანებდე,

 ჩემო ოდაბადევ!

ვაგაშქურნას გოლუაფირო!

ზურაბ კვარაცხელია

ზუგდიდი

24. 9. 2016 .

 

1 COMMENT

  1. ბრალს ნუ სდებთ სამეგრელოს გიჟების მხარდაჭერაში, ნუ აქეზებთ მტრებს ! ხელს ნუ უწყობთ მტერს. სამეგრელო, ერთ-ერთი უჭკვიანესი კუთხეა არამც თუ საქართველოში, არამედ მთელს დედამიწაზე. საქართველოში სამეგრელო ჩრდილშია მოქცეული. გულს ნუ აუცრუებთ მეგრელებს უტაქტობით მათ მიმართ. ეს არის უნეტარესი ჭყონდიდელისა და ცოტნე დადიანის ოდაბადე. ყოვლად შესაძლებელია ცოდვებში ვცხოვრობდეთ ცხოვრების სიმძიმის გამო, მაგრამ გამორიცხულია, მეგრელებში, ღალატი სამშობლოსი და ღვთისა ! ხოლო მხარდაჭერა ნაციონალებისა და გადამთიელი ჯაშუში სანდრასი – ქვეყნისა და უფლის ღალატის ტოლფასია. ზურაბ კვარაცხელიას ვეთანხმები იმასი, რაც ზემოთ სთქვა. ეთერი სურმავა აფხაზეთიდან,
    ექიმი პენსიონერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here