Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

544

აშშში დააპატიმრეს ქალი, რომელმაც თავის ვაჟთან და ქალიშვილთან იქორწინა

სასამართლოში განხილული საქმის ოქმის მიხედვით, 43 წლის პატრისია სპანმა კანონი დაარღვია, როცა სისხლისაღმრევი ურთიერთობა დაამყარა თავის ქალიშვილთან, 25 წლის მისტისთან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქორწინება რეგისტრირებული იყო 2016 წლის მარტში, სოციალური სამსახურის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედისა და ქალიშვილის თანაცხოვრების ფაქტი მხოლოდ აგვისტოში გამოავლინეს, როდესაც სპანების ოჯახით დაინტერესდნენ. მისტისა და მის ორ ძმას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ, რადგან ბავშვების დედას _ პატრისიას, მშობლის უფლება ჩამორთმეული აქვს.

თვითონ ქალი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ კანონი არ დაურღვევია, რადგან იურიდიულად ბავშვების დედა არ არის. ამასთანავე, მისტის დაბადების მოწმობაში პატრისიას სახელი არ არის მოხსენიებული.

ამის მიუხედავად, კომანჩების საგრაფოს სასამართლომ არადამაჯერებლად ჩათვალა პატრისია სპანის არგუმენტები და მიიღო გადაწყვეტილება, ქალისა და მისი ბიოლოგიური შვილისთვის თავისუფლება აღეკვეთა. დედა-შვილი ინცესტის ბრალდებით ციხეში გამოამწყვდიეს. ამერიკული გამოცემა KROF-ი წერს, რომ სისხლის აღრევის ეს შემთხვევა პირველი არ არის პატრისია სპანის ბიოგრაფიაში, ის 2008 წელს ცოლად გაჰყვა თავის ერთ-ერთ ვაჟს. მოგვიანებით, 2 წლის შემდეგ, ეს ქორწინება სასამართლომ უკანონო საქორწინო კავშირად მიიჩნია და გააუქმა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/ebayyy.jpg

ბრიტანელმა მამაკაცმა ცოლი EBAY-ზე გასაყიდადგამოიტანა

ვებგვერდ Ebay.comზე გამოქვეყნდა განცხადება მამაკაცისა, რომელიც თავის ცოლს ყიდის. 33 წლის ბრიტანელი მამაკაცი საიმონ კეინი ქალაქ უეკფილდიდან განცვიფრდა, როდესაც მისი მეუღლის ფასმა 65 ათას გირვანქა სტერლინგს მიაღწია. ეს თანხა ავტომობილიაგუარისსაშუალო ფასზე მეტია.

თავის განცხადებაში საიმონ ო’კეინს ჩამოთვლილი აქვს ცოლის ღირსებები და ნაკლოვანებები. და მათ ისე აღწერს, როგორც აღწერენ ხოლმე ნახმარ ავტომობილს. მაგალითად, ცოლის ღირსებების ჩამოთვლისას, მან დაწერა: “დამაკმაყოფილებელი გარეგნობა, ძარაზე საღებავი კარგად არის შენარჩუნებული”. ცოლის სხვა ღირსებებს შორის საიმონ კეინმა აღნიშნა “კერძების მომზადების არცთუ ცუდი უნარი”.

ცოლის ნაკლოვანებების ჩამონათვალში ნათქვამია, რომ “ის ხშირად გამოსცემს ბგერებს, რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია, თუ საჭირო აქსესუარებს არ შეიძენ”. და კიდევ: “ზოგჯერ ცოლის მიერ მომზადებული კერძის მირთმევის შედეგად, შესაძლოა, საავადმყოფოში აღმოჩნდე”.

მთლიანობაში კი “ეს არც ისე ცუდი მოდელია, რომელიც გამოადგება ზოგიერთ იღბლიანს”. საიმონ ო’კეინი განცხადების ბოლოს წერს, რომ “საქონელი დაბრუნებას არ ექვემდებარება”.

27 წლის მისის ლეანდრა კეინი, რომელიც კოსმეტოლოგად მუშაობს, ძალიან გამწარდა, როდესაც შეიტყო, რომ ქმარს მისი გაყიდვის სურვილი აქვს, მაგრამ მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამის შემდეგ ქმარი მას პოპულარული ბრენდის ხელჩანთას უყიდის.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kanadis-xelisiflebam.jpg

კანადის ხელისუფლებამ ნარკომანებს უფასო ჰეროინი დაურიგა

კანადის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, ექიმებს უფლება მისცეს, გამოუწერონ ჰეროინი იმ პაციენტებს, რომლებმაც, ტრადიციული მეთოდებით მკურნალობის მიუხედავად, ვერ შეძლეს ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დაღწევა და ამის გამო კვლავ იტანჯებიან. სამედიცინო დაწესებულებებში მათ მისცემენ ჰეროინის ფარმაცევტულ სახეობას _ დიაცეტილმორფინს.

“კანადის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ გააუქმა წინა, კონსერვატიული მთავრობის კანონები, რომლებიც კრძალავდა ამგვარ პრაქტიკას. ეს ნაბიჯი, როგორც მოსალოდნელია, გააფართოებს შესაძლებლობებს სპეციალური კლინიკებისა, რომლებიც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ნარკოტიკებით მკურნალობენ”, _ იუწყება ბრიტანული გამოცემა The Independent-ი.

უფასო ნარკოტიკის გარდა, ნარკომანებს უსაფრთხო ინიექციასაც სთავაზობენ, რათა დაბინძურებული შპრიცით რომელიმე დაავადება არ გადაედოთ. “მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ის ნარკომანიისადმი უფრო ჯანმრთელი მიდგომის მაჩვენებელია”, _ განაცხადა პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიის ჯანმრთელობის მინისტრმა ტერი ლეიკმა.

კანადაში უკვე ლეგალიზებულია სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის გამოყენება _ როგორც ტკივილის გასაყუჩებლად, ასევე სპაზმისა და გულისრევის წინააღმდეგ. გაისად კანადის მთავრობა აპირებს, პარლამენტს შესთავაზოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ეს ნარკოტიკული მცენარე თავისუფლად გაიყიდება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here