Home რუბრიკები საზოგადოება ბათუმში თურქული სკოლა გახსნეს

ბათუმში თურქული სკოლა გახსნეს

568

ბათუმში, ახალი ბულვარის ახლოს, თურქული სკოლა გაიხსნა. ის თურქეჰთის მთავრობამ დააფინანსა. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან. სწავლება თურქულ ენაზე მოხდება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება.

როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, სკოლის გახსნის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here