Home რუბრიკები პოლიტიკა ობამამ თავის შემცვლელს 20 ტრილიონი დოლარის ვალს უტოვებს

ობამამ თავის შემცვლელს 20 ტრილიონი დოლარის ვალს უტოვებს

475

2017 წელს აშშის სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზღურბლს _ 20 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს ზღვარი გადალახული იქნება ახალი პრეზიდენტის არჩევიდან ერთი თვის თავზე, _ იტყობინებოდა გასულ ხუთშაბათს ვაშინგტონის The Bipartisan Policy Center.

ვალი მაქსიმუმს მარტის შუა რიცხვებში მიაღწევს, ამტკიცებენ ექსპერტები. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ, თუ ახალი მთავრობა ვერ შეასრულებს პროგრამას, ფინანსთა სამინისტროს “ექსტრაორდინალური ღონისძიებების” განხორციელება მოუწევს.

მაგრამ, მათივე განმარტებით, ვალის ოდენობა ამ შემთხვევაში მეორადია, რადგან იგი (ვალი) მთლიანად ვირტუალურია, რაც ნიშნავს, რომ ორი მესამედი შიგა ვალია: ერთი უწყებისა მეორისადმი, ერთი კომპანიისა მეორისადმი, მოქალაქეთა ვალები ბანკებისადმი და ა.შ., ანუ ფედერალური მთავრობა ამ ვალებზე პასუხს არ აგებს.

აშშ-ის ვალი, სხვა მთავრობებისთვის გადასახდელი, ამ 20 ტრილიონის მხოლოდ ერთი მესამედია, მაგრამ დარჩენილი 7 ტრილიონიც აშშ-ის მთავრობის საფიქრალი არ არის. სხვა სახელმწიფოთა ვალები, რომლებიც ამერიკელებს უნდა გადაუხადონ, გაცილებით მეტია.

ექსპერტები ამბობენ, რომ კრედიტორი ქვეყნები არ შეთანხმდებიან აშშ-ის გასაკოტრებლად და ერთდროულად არ მოითხოვენ, დაუბრუნოს შტატებმა ვალი, რადგან მაშინ აშშ აღებული ვალის დაუყოვნებლივ გადახდას მოითხოვს.

დღეისთვის აშშ-ის ვალი 19,5 ტრილიონ დოლარზე მეტია (მშპ-ს 105 პროცენტზე მეტი). ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ეს ციფრი თითქმის ორჯერ _ 10,63 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here