Home რუბრიკები პოლიტიკა ჰილარი კლინტონს მოჩვენებითი პარანოია დაემართა

ჰილარი კლინტონს მოჩვენებითი პარანოია დაემართა

615

გენერალი ჯეიკ რიპერი: _ მანდრეიკ, გახსოვს, რას ამბობდა ჯორჯ კლემანსო ომზე?

კაპიტანი ლაიონელ მანდრეიკი: _ არა, არ მახსოვს.

გენერალი ჯეიკ რიპერი: _ იგი ამბობდა, რომ ომი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, სამხედროებს რომ ვანდოთ.

ასი წლის წინათ იგი შეიძლება მართალი იყო, მაგრამ ამჟამადასეთი საქმე პოლიტიკოსებს არ უნდა ვანდოთ! მათ დრო არ აქვთ, არც გამოცდილება ჰყოფნით, არც სტრატეგიულად აზროვნების უნარი. არ შემიძლია ვიჯდე და ველოდო, სანამ კომუნისტური იდეები, კომუნისტური დოქტრინა, კომუნისტური რევოლუცია და საერთაშორისო კომუნისტური შეთქმულება ჩვენი სხეულების ფასდაუდებელ სითხეებს გააბინძურებს და ამოწოვს” (“დოქტორი სტეინჯლავი, ანუ აღარ მეშინია და შევიყვარე ბომბა” (1964 .).

იმ დროს, როცა ჩვენი სხეულების ფასდაუდებელ სითხეებს აღარ ემუქრებიან დიდი და ცუდი რუსები და მათი დასაბამიდანვე ცბიერი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური სისტემა აშკარად გახდა კრემლის სამიზნე. სწორედ ამაზე ლაყბობენ დაუსრულებლად ჰილარი კლინტონი და მისი პოლიტიკური საცდელი ჭიაყელების გუნდი.

კლინტონის საარჩევნო შტაბსა და მის გამპიარებლებს რომ უსმენ, მათ, ვინც თავს გვასაღებს კორპორაციული მედიის ჟურნალისტებად, იფიქრებ, აშშის საარჩევნო პოლიტიკის ბრძოლის ველზე უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი.

ეს შემთხვევითი არ არის. კლინტონის საარჩევნო შტაბს წინა პლანზე გამოაქვს შოვინიზმის, პარანოიისა და შეთქმულების თეორიის ყველაზე უარესი ფორმები, რათა ამომრჩევლების ყურადღების მიღმა დატოვოს პოლიტიკური სკანდალების სერია, რომლებიც თან სდევს თეთრ სახლში მისი დაბინავების მცდელობას.

აშშ-ის დემოკრატიული პარტია გაურიგდა ჰილარი კლინტონის შტაბს იმ მიზნით, რომ ბერნი ანდერსის კამპანიის საბოტაჟი მოეწყო? იცით, აქ აშკარად პუტინის ხელი ურევია! ბილ კლინტონის ფონდი მხილებულია კორუფციულ სქემებში მონაწილეობაში, რომელშიც მსოფლიოს გავლენიანი პოლიტიკოსები არიან ჩათრეული? _ უეჭველია, ეს ბორშჩის მხვრეპავი ყოფილი კომუნისტების ხრიკებია. ჰილარიმ კანონის დარღვევით გაანადგურა მის კერძო სერვერში უკანონოდ შენახული ელექტრონული წერილები? _ ეს მისი შავკანიანი წინამორბედის ბრალია, მაგრამ პუტინიც რაღაცნაირად უეჭველად დგას ამ ყველაფრის უკან.

საქმე ის არის, რომ ყველაზე ჭკუათხელი ადამიანები მოხიბლა ჰილარის გარეგნულად ბრწყინვალე პროპაგანდამ. უფრო ჭკვიან ან ზომიერად ინფორმირებულ პოლიტიკურ მიმომხილველებს ესმით, რომ რუსეთის ჯაშუშურ საქმიანობაზე აქცენტირება გამიზნულია საიმისოდ, რათა ამომრჩეველმა ყურადღება არ მიაქციოს იმ ფაქტს, პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატი ცოტა რამ სასარგებლოს რომ ჰპირდება ამერიკელების უმრავლესობას.

სიცრუის გასაღებს ამერიკული ინფორმაციის მომხმარებელი იპოვის კლინტონის საარჩევნო კამპანიის საიტზე, რომელზეც განთავსებული თითქმის ყველა პოლიტიკური შეთავაზება სრული სიცრუეა. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ ჰილარის მოწოდება “სამართლიანი საგადასახადო სისტემისკენ” და მისი ირონიული ციტატა: “აღმაშფოთებელია, რომ მილიარდერებსა და მულტიმილიონერებს შეუძლიათ ითამაშონ სხვა წესებით, ვიდრე მშრომელთა ოჯახები თამაშობენ, როცა მათ მიერ გადასახადის სამართლიან წილზეა ლაპარაკი”. ეს მართლაც აღმაშფოთებელია, ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, მაშინ, როცა თავად ბრძანდებით მულტიმილიონერი და ისე იხდით საკუთარ “სამართლიან წილს”, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ.

იქნებ, სწორედ ასეთი უხერხული ჭეშმარიტების დაფარვას ცდილობს კლინტონის მედიამანქანა რუსეთის დადანაშაულების აკვიატებული იდეის დაუღალავი გამეორებით?! პატივცემულო კანდიდატო, რუსები კი არ ამხელენ თქვენს სიცრუესა და ორპირობას, არამედ ამერიკელები, რომლებსაც შერჩათ სამართლიანობის განცდა და პატიოსანი თამაშის რწმენა.

ხომ არ სურს ჰილარის, მიიღოს დარტყმა საკუთარ თავზე და განმარტოს, როგორ აპირებს ამერიკის წარმოების აღდგენას, როცა ეკონომიკურმა ღონისძიებებმა, რომლებიც მისი ხელშეწყობით განხორციელდა, სულ ცოტა, 700 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმება გამოიწვია ძირითადად წარმოებაში, ხელფასების, დახმარებების მოცულობის შემცირება მილიონობით მექსიკური წარმოშობის მუშებისთვის, რომლებიც დღეს განტევების ვაცებად იქცნენ ამერიკელი მშრომელების უმრავლესობისთვის.

კლინტონელები თანდათან იხრებიან “ცივი ომის” დროინდელი დემაგოგიისკენ: რუსეთის ხატებას იყენებენ, როგორც მბრწყინავ ობიექტს, რომელიც ამერიკელი ლიბერალების თვალწინ არის დაკიდებული და მათ ინფანტილურ მზერას იპყრობს.

სანამ კლინტონელები მოწონების ნიშნად ერთმანეთს მხარზე ხელს დაჰკრავენ, ეგებ სჯობს, დაფიქრდნენ _ ხომ არ არის ჰილარი ის მელა, რომელიც საქათმის ყარაულად გაამწესეს?

კლინტონებისთვის დამახასიათებელი ორპირობით ლაპარაკობს ქალბატონი ჰილარი “რასობრივი სამართლიანობის” შესახებ. საინტერესოა, ითვალისწინებს თუ არა ეს პოლიტიკა სატუსაღო-სამრეწველო კომპლექსის დემონტაჟს, რომლის არქიტექტორები ის და მისი ქმარი არიან.

საგარეო პოლიტიკა, რომელიც ჰილარის პროგრამაში ერთხელ არის ნახსენები, წარმოდგენილია, როგორც შოვინისტური განცხადება: “ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ყველაზე უფრო გაწვრთნილ, შეიარაღებულ და ძლევამოსილ ჯარს, რომელიც ოდესმე ყოფილა მსოფლიოში… და მე მთელი გულით მჯერა, რომ ამერიკა არის განსაკუთრებული ქვეყანა”. დაუმატეთ ამას ცოტა ნეოკოლონიალიზმი, ჰუმანიზმის ეგიდით ჩაგვრის გაღრმავება და ექსპლუატაციის გაძლიერება და ხელთ გექნებათ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უცუდესი ასპექტების რეცეპტი. კლინტონის საგარეო პოლიტიკა ემსგავსება ნეოკონსერვატული სისხლისღვრისა და ლიბერალურ-იმპერიალისტური მოლოდინების ცეცხლმფრქვეველ ქიმერას.

“ცივი ომის” პერიოდში რკინის ფარდის ორივე მხარეს იყვნენ გონიერი ადამიანები, რომელთა წყალობით არ დაინგრა მსოფლიო. სამწუხაროდ, თითქმის 50 წლის შემდეგ მოგვევლინა “ქაოსის დედოფალი” ჰილარი კლინტონი, რომელიც ნახმარი მანქანების გამყიდველის მსგავსად ცდილობს, გაასაღოს ომი და მშვიდობა ხმის მიცემის კაბინების სივრცეში.

და რა შუაში არიან რუსები?!

ეს რუსეთის კი არა, ჩვენი ბრალია, _ წერს ამერიკული “ქაუნთერ ფანჩი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here