Home რუბრიკები პოლიტიკა მოაშარდვინეთ ბურჭულაძეს

მოაშარდვინეთ ბურჭულაძეს

743

მარიხუანის გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ აფთიაქებში. ჩემი აზრით, აფთიაქებში ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოვფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და ამას გავხდით ნორმალურს.

არ შეიძლება ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ასეა ავსტრიაში და მე მას ვემხრობი. საერთოდ, ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს, რომ მას დაიჭერენ და მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის მათი გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა _ რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა”, _ განაცხადა კოალიცია “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ.

ეს კაცი ცოტა ხნის წინათ დაბრუნდა ევროპიდან და, თავს დავდებ, მაგ რეცეპტით ისარგებლა. აბა, კაიფში თუ არ იყო, იმ კოალიციას შექმნიდა, რომელიც ახლახან შექმნა და მერე ასეთ განცხადებას გააკეთებდა?

მივმართავ სამართალდამცავებს, ბოდიში დამოშარდოს ბურჭულაძემ! არა, პოლიტიკურად ისეთი სვლა გააკეთა, მოშარდა კი არა, ჩასვარა საქმეში, მაგრამ მარიხუანის ანალიზისთვის შარდია საჭირო.

P.S. ხმა კულისებიდან: “ჯერ შეიცადეთ, მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა…”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here