Home რუბრიკები პოლიტიკა ნინოს არ აინტერესებს

ნინოს არ აინტერესებს

518

მგონი, ჩვენ უფრო მეტად ვფიქრობთ დასავლეთის ინტერესებზე, ვიდრე თავად დასავლეთი. ჩვენი ამოცანაა, რომ დასავლეთს მოეწონოს ჩვენი წინადადება; ჩვენი ამოცანაა, რომ დასავლეთს მოეწონოს ის მინისტრები, რომლებსაც დავნიშნავთ; ჩვენი ამოცანაა, დასავლეთმა დაინახოს, რომ რუსეთი არ გველაპარაკება; ჩვენი ამოცანა სხვა რამეა და ეს არის სახელმწიფოს ინტერესების რეალიზაცია და ძალიან არ მაინტერესებს რა ხასიათზე დადგება დასავლეთი.

აქედან გამომდინარე, არც ის მაინტერესებს, რუსეთი რა ხასიათზე დადგება. მე მინდა, რომ ჩემი სახელმწიფოს ინტერესების განხორციელება შევძლო, ამისთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, დასავლეთიც კარგ ხასიათზე იყოს და რუსეთიც. არ შეიძლება ასე არასერიოზულად მიდგომა სახელმწიფოს ინტერესებისადმი. ჩვენ რეალურად ვართ პატარა ბავშვებივით, რომლებსაც აქვთ იმის იმედი, რომ დასავლეთი ხელს ჩაგვკიდებს, მოგვიგვარებს ურთიერთობას რუსეთთან, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან, არ ხდება ასე. დროა, საკუთარ ინტერესებზე თვითონ ვიზრუნოთ”, _ განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ძალიან არ მაინტერესებს, რა ხასიათზე დადგებიან პარტიის წევრები და, შესაბამისად, არც ის მაინტერესებს, რა ხასიათზე დადგება ამომრჩეველი, _ თქვა ქალბატონმა ნინომ პარტიული სიის შედგენისას და მეოთხე ნომრად სიაში თავისი შვილი ანზორ ბიწაძე ჩაწერა.

1 COMMENT

  1. გეთანხმებით ქალბატონო .საქართველოს ყველა მოქალაქის მიზანი -ქართული სახელმწიფოს ინტერესების რეალიზაცია უნდა იყოს და არა მედროვეების, რომლებიც 25 წელია გვპირდებიან სამუშაო ადგილებს, დიდ ხელფასებს, პენსიებს, ნატოს, ევროკავშირს. მათ ამ დაპირებებში უნდათ კიდევ 25 წელი გვაცხოვრონ. არ გამოუათ.
    პატივისცემით, თენგიზი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here