Home რუბრიკები საზოგადოება როგორ ერთობიან მიშას ბიჭები

როგორ ერთობიან მიშას ბიჭები

550

საზოგადოების აღშფოთებასთან ერთად გაოცებაც გამოიწვია ამას წინათ გამოქვეყნებულმა აუდიოჩანაწერმა, რომელშიცრუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის _ ნიკა გვარამიასა და მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი ბანის _ პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი იყო ჩაწერილი.

აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ ადასტურებდა მსოფლიო ბანის თვალსა და ხელს შუა ადგილობრივი მნიშვნელობის ნაციონალად გარდაქმნას, თუმცა მეტ-ნაკლებად დაკვირვებული ამომრჩევლისთვის ეს აქამდეც ცხადზე ცხადი იყო.

აი, გაოცება კი უფრო იმან გამოიწვია, რომ ვინმე ნიკა გვარამია ასე აგდებულად, პატარა ბიჭივით ტუქსავდა მსოფლიო მნიშვნელობის ბანს და პაატა ბურჭულაძეც, თავის მხრივ, იღებდა ამ დატუქსვას, ემორჩილებოდა, კუთხეში დაყენებული დასჯილი ბავშვივით თავს იმართლებდა ყოფილი პროკურორის წინაშე.

სწორედ ამ ფაქტმა დააინტერესა ჩვენი არც ისე დაკვირვებული კორესპონდენტიც და, ბოლოს და ბოლოს, დააკვირდა კიდეც, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, რომ ამხელა კაცი-ბანი ასე კრძალვითა და ცახცახით ემორჩილებოდა ნაპროკურორალ “ტელევიზიონშიკს”.

ჩვენმა უკვე ძალიან დაკვირვებულმა კორესპონდენტმა ჩხრიკა, ჩხრიკა და მოიპოვა კიდევ ერთი ფარული სატელეფონო ჩანაწერი, სადაც მიშა სააკაშვილი ელაპარაკება და არიგებს ნიკა გვარამიას, პაატა ბურჭულაძესა და გიორგი ვაშაძეს.

ამ ჩანაწერში მკაფიოდ ისმის მიშას ხმა, რომ ისნაციონალურ მოძრაობას”, “გირჩს”, ვაშაძისახალ საქართველოსადა ბურჭულაძისსახელმწიფოს ხალხისათვისცალცალკე არ აღიქვამს და ეს პარტიები მისთვის ერთი ოჯახია.

სწორედ ამ ჩანაწერში მოუწოდებს მიშა სააკაშვილი ამ ოთხ პოლიტიკურ სუბიექტს, რომ გაერთიანდნენ და ერთად იყვნენ ძმებივით. ეს, როგორც ვნახეთ, სამმა მათგანმა შეასრულა და გაერთიანდა, “ნაციონალური მოძრაობა” კი, როგორც უფროსი და ჯიუტი ძმა, მაინც ცალკე დარჩა. ამან მიშა მიახვედრა, რომ ოჯახს დედაც სჭირდება გასაერთიანებლად და შესაკავშირებლად, ამიტომ დედის ფუნქცია ნიკა გვარამიას დაეკისრა.

ჩანაწერში გარკვევით ისმის სააკაშვილის ხმა: “ნიკა, ახლა იცოდე, ამ ოჯახში კაციც შენ ხარ და ქალიც. შენც ხომ იცი, ეგეთი რამეები მაგრად გიხდება და კარგად გამოგდის”.

ნიკა გვარამიამაც, როგორც ჩანს, ძალიან შეიფერა დაკისრებული მოვალეობა და შეუდგა ურჩი შვილების დატუქსვასა და დაშოშმინებას. მაგრამ, როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ვაშაძეს ბავშვობიდანვე ცუღლუტი ხასიათი გამოჰყოლია და ბურჭულაძეს ეკინკლავება, _ შენზე ჭკვიანი, ამ სფეროში შენზე უფრო გამოცდილი და შენზე მაგარი მენეჯერი ვარო.

როგორც ამბობენ, როდესაც ბურჭულაძე ძალიან მოინდომებს ხოლმე, დედიკო ნიკას თავი უნიკალური მსოფლიო ბანით მოაწონოს, ვაშაძე მას იმ წამს გირჩით უღიტინებს გვერდებში და არ აძლევს სიმღერის საშუალებას.

ეს მაშინ ხდება, როდესაც დედიკო ნიკა ბავშვებთან ერთად “სცენობანას” თამაშობს და ცდილობს, გაარკვიოს, იმსახურებს თუ არა პაატა დიდ პოლიტიკურ სცენაზე გასვლას თუ სჯობს, საოპერო სცენაზე დარჩეს.

როგორც შევიტყვეთ, ვაშაძის ცუღლუტობები შეუმჩნეველი არ დარჩენია დედიკო ნიკას. იგი კულისებიდან ყველაფერს ადევნებს თვალს და მალე ვაშაძესაც ისე მკაცრად დატუქსავს, როგორც ბურჭულაძე დატუქსაო, _ ვარაუდობს ჩვენი უკვე კარგად დაკვირვებული და გაკვირვებისგან თვალებგადმოცვენილი კორესპონდენტი.

დიდუ აგირაია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here