Home რუბრიკები საზოგადოება “იუჯი-ლიმესმა” ახალი სასწავლო წელი დაიწყო

“იუჯი-ლიმესმა” ახალი სასწავლო წელი დაიწყო

736

რობოტოტექნიკის სკოლაიუჯილიმესმაახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს სკოლა შარშანდელზე გაცილებით საინტერესო პროგრამებს სთავაზობს მოსწავლეებს. გვესაუბრება სკოლის დირექტორ ლევან გაბისონია.

_ ახალი სასწავლო წელი დაიწყო, რა სიახლეებს სთავაზობსიუჯილიმესიმოსწავლეებს?

_ ჩვენ დავამატეთ უნიკალური სასწავლო პროგრამა მესამე-მეოთხე კლასელებისთვის, ამასთანავე, სრულიად განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ის სასწავლო რესურსები, რომლებსაც ბავშვები იყენებდნენ გარკვეული დროის განმავლობაში, განვაახლეთ, დავამატეთ რამდენიმე ახალი პროგრამა. ესენია: “შეიმეცნე პროგრამირება” მეხუთე-მერვე კლასის მოსწავლეებისთვის და “შეიმეცნე ფიზიკა” მერვე-მეათე კლასელებისთვის. ორივე პროგრამა შინაარსითა და სტრუქტურით სრულიად განსხვავებულია საქართველოში არსებული მსგავსი პროგრამებისგან. შევცვალეთ სტრუქტურა სტუდენტებისა და დამწყები სპეციალისტების პროგრამირებისთვის. წელს ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ პროგრამაზე, 72 საათში რეგისტრაციის 150-ზე მეტი მოთხოვნა შემოვიდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სწავლის ხარისხი ყველას მოსწონს. მომავალი წლისთვის კიდევ ბევრი რამ იგეგმება.

_ გასულ წლებთან შედარებით, როგორც ჩანს, დიდი დაინტერესებააიუჯილიმესისსკოლის მიმართ

_ “იუჯი-ლიმესი”, სულ რაღაც, სამი წლისაა, მაგრამ ყოველ წელს საკმაოდ მზარდი მონაცემებით გამოვირჩევით. ჩვენს სკოლაზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო წელს. ბევრი მოსწავლე გვყავს და ეს ერთიორად გვმატებს პასუხისმგებლობას. ყოველ წელს ველოდებით, რომ, რაც შეიძლება, მეტ მოსწავლეს მივცეთ ამ პროგრამაში ჩასმის შანსი. ახლა ვიწყებთ მასწავლებლების გადამზადების პროგრამას, რათა თვითონ შევძლოთ ჩვენი მასშტაბის გაზრდა. ჩვენი ინსტრუქტორებიდან ყველას აქვს მაგისტრის ხარისხი და უმეტესობას დოქტორის კვალიფიკაციაც. წელს თვითონ ინსტრუქტორები მუშაობენ სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოზე. ერთ-ერთ დამხმარე სახელმძღვანელოს, რომლის ავტორები ვართ მე და ნათია ჯალაგაშვილი, გამოვცემთ სექტემბრის ბოლოს, პრეზენტაცია კი გაიმართა 17 სექტემბერს, სადაც 100-მდე პედაგოგი გვყავდა მოწვეული.

_ სწორედ 17 სექტემრის ღონისძიებაზე მინდოდა, მეკითხა, როგორ ჩაიარა?

_ “იუჯილიმესისაკადემიის პატრონაჟითა და მხარდაჭერით შეიქმნა მასწავლებლის მომსახურების ცენტრი, სადაც ფიზიკის მასწვალებელბს ვუტარებთ წვრთნებს. 17 სექტემბერს სწორედ ამ წვრთნების სტილი შევიმუშავეთ, გვქონდა ჩვენ მიერ დაწერილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, აგრეთვე, მოვისმინეთ მასწავლებლების შენიშვნები და წვრთნის პროცესში საბოლოო ცვლილებები შევიდა. წიგნი მალე გამოჩნდება მაღაზიებში და ნებისმიერს შეეძლება მისი შეძენა.

_ როგორც ცნობილია, 100000 ლარით დაგაფინანსეს

_ ეს არის “ლიმესის” მიერ შექმნილი პროდუქტი, ინოვაციური, საგანამანთლებლო პროგრამირების დაფა, რომელმაც მოიპოვა “სტარტაფ საქართველოს” 100000-ლარიანი გრანტი შემდგომი განვითარებისა და, საბოლოო ჯამში, სკოლებში ინტეგრირებისთვის. ძალიან მალე იქნება პრეზენტაცია ამ პროგრამირების დაფის და, რა თქმა უნდა, შემდეგი თვეების განმავლობაში დაიხვეწება. ხშირად მოსწავლეებს უჭირთ პროგრამირების სწავლა. კოდს წერენ კომპიუტერში, მაგრამ რეალურად ვერ ხედავენ, როგორ მუშაობს კოდი. ეს დაფა კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა. როდესაც მოსწავლე კომპიუტერში წერს კოდს, ნათურა ინთება, სენსორი მოძრაობას აფიქსირებს, რაც მოსწავლეს აღქმას უადვილებს.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here