Home რუბრიკები საზოგადოება პაატა ბურჭულაძის კოალიცია _ პოლიტიკური აჯაფსანდალი

პაატა ბურჭულაძის კოალიცია _ პოლიტიკური აჯაფსანდალი

568

რამდენიმე დღეა, საზოგადოების განსახილველი თემა ბურჭულაძეგვარამიას სატელეფონო ჩანაწერია, რომელიც ცხადყოფს, რომ მსოფლიო ბანი ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის დირექტორ ნიკა გვარამიას ხელისბიჭია. გადავწყვიტე, ამ თემაზე ინტერვიუები მომეძიებინა და უფრო დაწვრილებით გამეგო, რა ხდება.

მოპოვებული მასალების გაანალიზების შემდეგ მივხვდი, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური მეძავია. ერთ-ერთ გადაცემაში ივანიშვილმა განაცხადა, თავის დროზე პაატას შევთავაზე “ქართული ოცნების” გვერდით დგომა, სანაცვლოდ დიდი თანხა მოითხოვა, მაგრამ არ დავთანხმდი და ბურჭულაძე შეურაცხყოფილი დარჩაო.

თავდაპირველად ეჭვი გამიჩნდა, რომ ბიძინა სიმართლეს არ ამბობდა, მაგრამ შემდგომ ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ თავის გადაცემაში ივანიშვილის განცხადებიდან ციტატები მოიყვანა და პაატა ბურჭულაძეს ჰკითხა, ყველაფერი ასე იყო თუ არაო.

 ვიფიქრე, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი მსგავს განცხადებას შეურაცხმყოფლად ჩათვლიდა, უარყოფდა და ივანიშვილს პასუხსაც მოსთხოვდა ტყუილისთვის, მაგრამ ბატონმა პაატამ გრიგოლიას კითხვას კითხვითვე უპასუხა: განა რამდენი მოვთხოვე ბიძინას, რომ გასჭირვებოდა ჩემთვის ამ თანხის გადახდა?”, ანუ მან განაცხადა, რომ მზად იყო, თავი მიეყიდა “ქართული ოცნებისთვის”, მაგრამ ფული ეცოტავა. ახლა კი გასაგებია, როგორ გადაიქცა მსოფლიო ბანი “ნაცმოძრაობის” ჭიშკართან დაბმულ ძაღლად. სანამ ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერამდე მივიდოდეთ, კიდევ ერთი ნიუანსია, რომელიც ფინანსებს ეხება და რომელიც ბურჭულაძეს წამოსცდა. გრიგოლიამ ჰკითხა ბატონ პაატას, საიდან იღებს თანხას საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. მომღერალმა უპასუხა, რომ მთელი საარჩევნო კამპანია ფონდიდან, ხალხის შემოწირულობით ფინანსდება. ხშირად მინახავს ფონდ “იავნანას” რეკლამები _ ნაწყვეტები კონცერტებიდან, ფონდის მიერ დაბინავებული ოჯახები, ბავშვების ბედნიერი სახეები… მაგრამ არასოდეს მინახავს და არც მსმენია, ბურჭულაძეს განეცხადებინოს, რომ ფონდი “იავნანა” ფულს პარტიისთვის აგროვებს. გაირკვა, რომ იმ ადამიანების შემოწირულობები, რომლებიც თანხას უსახლკაროთა დასახმარებლად რიცხავდნენ, ერთი კონკრეტული პარტიის ბიუჯეტად იქცა. ამას ჯობდა, ეთქვა, მიშა სააკაშვილი ფულს გვარამიას უგზავნის, გვარამია კი მე მაძლევსო.

და აი, მივადექით ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც, ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც გვაქვს მოსმენილი. ამ ჩანაწერში გვარამია ისე ელაპარაკება ბურჭულაძეს, როგორც გაბრაზებული უფროსი თავის ხელქვეითს, რომელმაც განკარგულებები სათანადოდ არ შეასრულა. გვარამიამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს მეგობრული საუბარი იყო. სიმართლე გითხრათ, გრიგოლიას გადაცემაში საუბრისას გვარამიას პრაქტიკულად არაფერი შეშლია. ჩანს, დიდი გაქექილი ვინმეა და კარგად იცის ჟურნალისტების ის ხერხები, რომლებითაც ცდილობენ, რესპონდენტებს ინფორმაცია დასტყუონ. ამას ვერ ვიტყვით გირჩელებზე: ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიას ბრალდება, თითქოს “გირჩი” დაეხმარება “ქართულ ოცნებას” მთავრობის ფორმირებაში, არის ტყუილი. ახლა კი გთავაზობთ კომენტარს, რომელიც მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში გვარამიას საჯარო პოსტზე დატოვა: თუ მთავრობის ფორმირებისთვის ჩვენ ვიქნებით აუცილებელი, საპარლანენტო კრიზისს არ შევქმნით. ჩვენი ხედვის რეალობად ქცევის მშვენიერი შანსი იქნება”. როგორც ჩანს, მეგრელიშვილი ვირთხაა, რომელმაც ფრენა მოინდომა, მაგრამ ბოლოს აღარც ფრინველებმა მიიღეს და აღარც ვირთხებმა. ამასთანავე, ბატონი მეგრელიშვილი ამბობს, რომ ნაცებსაც და ქოცებსაც ეშინიათ პაატა ბურჭულაძის პარტიის. არადა, სატელეფონო საუბრის ჩანაწერში გვარამია ბურჭულაძეს მუქარის ტონით ელაპარაკება, ხოლო ბურჭულაძე მასნიკა გენაცვალეთიმიმართავს. კარგად ჩანს, ვის ვისი ეშინია. არა მგონია, გვარამიას, რომელიც მეგრელიშვილსა და პაპავას ბენდუქიძის მიერ ნაგვიდან ამოთრეულებს უწოდებს, მათი ეშინოდეს. პაატა ბურჭულაძის კოალიცია ერთი დიდი პოლიტიკური აჯაფსანდალია, რომელშიც პაატა ნაცების კახპაა, მისი ხელქვეითები კი, რომელთა ჭკუაზე მოყვანასაც ბურჭულაძე გვარამიას ჰპირდება, “ოცნებასთან” თანამშრომლობას აპირებენ… ერთი კი დანამდვილებით ცხადია _ რასაც ბურჭულაძე ამტკიცებს, ტყუილია და ეს კოალიცია საკუთარ თავს არ ეკუთვნის.

ვახტანგ დავითაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here