Home რუბრიკები პოლიტიკა ცეცხლს ნუ ეთამაშებით!

ცეცხლს ნუ ეთამაშებით!

688

სამეგრელოს, იარლიყების მიწებება კი არა, სააკაშვილის მეტასტაზებისგან გაწმენდა სჭირდება

სამეგრელოში, დედულეთში, აგერ უკვე 2 თვეა, უშუალოდ ვარ ჩართული წინასაარჩევნო ორომტრიალში. ჩემი ბაბუა დავით (ჯვებე) მხეიძე 37-ში დახვრიტეს და მამაჩემი, ნუგზარ მხეიძე, დედულეთში, მადლიან ქიზიყში გაიზარდა, ანუ დიდი ხნით მოვწყდით მშობლიურსამარგალოსდა ბევრი არაფერი ვიცოდით ჩვენი კოლხური ფესვებისა. ახლახან შევიტყვე, რომ მამაჩემის ბაბუდა, სენაკელი ნინო მხეიძე, ლეგენდარული მერი შერვაშიძის დედა ყოფილა

მომიტევეთ ეს მცირე ექსკურსი, მით უმეტეს, ყელყელაობად არ ჩამომართვათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ სამეგრელოს წინაშე ვალში ვარ და ამიტომაც ამოვყავი თავი საქართველოს წინასაარჩევნო ლანდშაფტის უმძიმეს უბანში.

უმძიმესი, რადგან ნაცბანდის ნარჩენებს სამეგრელოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, სამწუხაროდ, გარკვეული მხარდაჭერა აქვს და ეს სულაც არ არის სამეგრელოსა და მეგრელთა ბრალი, როგორც ზოგიერთი ცდილობს ამის წარმოჩენას.

სამეგრელოშიც, როგორც ყველგან, რა თქმა უნდა, არიან სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოწამლული ინდივიდები, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნიდნენ, რომ არა “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი უმოქმედობა 4 წლის განმავლობაში.

თავიდან დავიწყოთ _ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის ფავორიტი ირაკლი ალასანია, მიუხედავად პრაქტიკულად შეუზღუდავი ფინანსებისა, სამარცხვინოდ დამარცხდა (ბოროტი ენები ამბობენ, ირაკლიმ შეჭამაო ბიძინას მილიონები და ახალაიების კლანს გაურიგდაო) სამეგრელოში გამართულ არჩევნებში.

გავიხსენოთ სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი ამაზრზენი კადრები, რომლებშიც მოძალადენიც და ძალადობის მსხვერპლნიც მეგრელები არიან. ეს ფაქტი, ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახალაიაქარდავების მეშვეობით ყველაზე სასტიკად სამეგრელოში მძვინვარებდა და ამიტომ ამ კუთხეს, იარლიყების მიწებება კი არა, სააკაშვილის მეტასტაზებისგან გაწმენდა სჭირდება.

და რა გააკეთა “ოცნების” (ივანიშვილის) ხელისუფლებამ? იმის მაგივრად, რომ კასრებში აღმოჩენილი ეს ამაზრზენი კადრები სრულიად საქართველოსთვის, მსოფლიოს დიპლომატიური კორპუსისთვის ეჩვენებინა და სააკაშვილის ხელისუფლების, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის, პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინა, რომლის შემდეგაც პოლიტიკიდან გაქრებოდა სისხლის სამართლის დამნაშავეთა ანტიეროვნული პარტიანაცმოძრაობა”, არასამთავრობო ორგანიზაციებისა (ქვემოთ, სადაც დამჭირდება, ამ მეხუთე კოლონას ასოებად მოვიხსენიებ) და აშშის საელჩოს დაჟინებული მოთხოვნით, “საზეიმოდგაანადგურა შს იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს კი სამეგრელოს ძალოვან სტრუქტურებსა თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში ძირითადად ნაცების ხალხი ზის და სრულიად ბუნებრივია, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შიშობს სააკაშვილის დაბრუნებას.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ რეალური ეკონომიკური წინსვლა, ისევე, როგორც სრულიად საქართველოში, არც სამეგრელოში უგრძნიათ.

ფასი თხილისა, რომელიც დღეს ძირითადი შემოსავალია სამეგრელოში, არასდროს ყოფილა ისეთი დაბალი, როგორც დღეს და, შე კაი კაცო (“ოცნების” ხელისუფლებავ), თუ სააკაშვილივით ბიზნესმენების დაბარება და ამ გზით თხილის ფასის აწევა არ გინდა, სახელმწიფო სუბსიდია მაინც გამოყავი წინასაარჩევნოდ, რათა ის ამომრჩეველი წაართვა ნაცებს სამეგრელოში, რომელიც მხოლოდ ეკონომიკური კუთხით უყურებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ სანდრა რულოვსის მეგრულად მღერაში არ არის ამ “ცრუშნიცას” მხარდაჭერის მიზეზი.

ნაცები ყველანაირად (აშშის დახმარებითაც) ცდილობენ, სერიოზული შედეგი მიიღონ სამეგრელოში, რათა შემდეგ ქვეყნის გაყიდვით ნაშოვნი მილიარდებიდან ერთიორი მილიონი დახარჯონ ასოების განტოტვილი ქსელის შესაქმნელად, მოსახლეობის მოსათაფლავად და ამ კუთხისგან თავიანთი ფორპოსტის, მავნებლური ბუდის, შესაქმნელად.

ყველაფრიდან ჩანს, რომ ქართული ოცნებაშეგნებულად თმობს არჩევნებს სამეგრელოს რიგ რაიონებში, რათა სწორედ სამეგრელოში მოპოვებული ხმების საშუალებითშეათრიოსპარლამენტში ნაცხროვა, მივიღოთ აშშის საოცნებო ორპარტიული პარლამენტი და კოაბიტაციის მორიგი სერია, გაპოლიტიკოსებული ასოებისა დანაცმოძრაობიდან” “ოცნებაშითუ პირიქით _ “ოცნებიდან” “ნაცმოძრაობაშიპორტირებული მსახიობების მონაწილეობით.

დააკვირდით ნაცებ-ქოცების საარჩევნო სიებსა თუ მაჟორიტარ კანდიდატებს და დარწმუნდებით, რომ არ ვაჭარბებ…

მსახიობებზე გამახსენდა: გოგა ხაინდრავას მრავალსერიანი ფილმი ყველამ უნდა ნახოს, მაგრამ არა მგონია, “ჰეროკრატიამ” მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, რადგან ხალხს უჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა: ასეთი პირწავარდნილი ავაზაკები, სადისტები ყოფილან და რატომ არ დაისაჯნენ უმკაცრესად ამ ფილმის გმირები?

არის კიდევ ერთი, ნაცებ-ქოცების “ჩახუტების” უფრო დრამატული სცენარი მოვლენათა განვითარებისა _ თუ ქართველმა ამომრჩეველმა სიბრძნე გამოიჩინა და ნაცქოცებს უარი სტკიცა ნინო ბურჯანაძის დემოკრატების, გოგი თოფაძის მრეწველებისა და ირმა ინაშვილიდავით თარხანმოურავის პატრიოტების სასარგებლოდ და ნაცებმა, მიუხედავად სამეგრელოში მოპოვებული ხმებისა, ბარიერი ვერ გადალახეს, ატყდება დასავლეთიდან (წაიკითხე _ აშშდან) აკომპანირებული ღნავილი ნაცებისა: არიქა, არჩევნები გაგვიყალბესო, და დაიწყება არეულობა ისეთი, რომ, როგორც გურიაში იტყვიან, შეიძლება ფიშტოც კი გავარდეს. ესეც, რა თქმა უნდა, სამეგრელოს დაბრალდება, ოღონდ გაცილებით მძიმე კვალიფიკაციით _ მეგრული სეპარატიზმი…

ინფორმაცია რომ არსებობს დაგეგმილ პროვოკაციებზე, არეულობის მომზადების კონკრეტულ სქემებსა და გეგმებზე, თავისი ფიგურანტებითურთ, ამას აღარც ქოცები მალავენ და ტელევიზიებში დებატებს უმართავენ ნაცებს. არადა, ამას, დებატები კი არა, სუს-პოლიცია-პროკურატურის პრევენციული ქმედებები (წაიკითხე _ ბობოლა ნაცების დაპატიმრება) სჭირდება, რაც, მათ მიერ 4 წლის განმავლობაში სამართლიანობის არაღდგენის გაკვეთილებიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა.

და რას აკეთებს ამ დროს ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის ბაგაზეა დაბმული?

სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემ, მანამდე მკითხველს მცირე ექსკურსს შევთავაზებ საკუთარი წარსულიდან, რათა განსაზღვროს, მაქვს თუ არა მორალური უფლება, განვსაჯო კონკრეტული წარმომადგენლები ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციისა:

მე თავის დროზე სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი ვიყავი, მაგრამ მალე მივხვდი ჩემ შეცდომას და რადიკალურ ოპოზიციაში ჩავუდექი “ნაცმოძრაობას”. ჩემი ძმა, ლევან მხეიძე, იმხანად ახალშექმნილი ფინანსური პოლიციის შეფი გახლდათ. ოჯახი მემუდარებოდა, თუ სააკაშვილს არ აქებ, ნუ ლანძღავ მაინც და, რა გინდა, გადაიდე ფეხი ფეხზე და იცხოვრე გემრიელადო.

მაგრამ ჩემსას “მივაწექი”, რის გამოც მამაჩემი 3 წლის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა…

მერე იყო და, როდესაც ჩემი ალალი დეიდაშვილის _ ნათია ფანჯიკიძის ქმარი, ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილს განუდგა, ჯერ ბატონი რეზო ამაშუკელის მიერ შექმნილ “ლაზარეს” პირველ შეკრებაზე რუსთაველის თეატრის გადაჭედილ დარბაზში ჩემს სიძეს საჯაროდ “დავარტყი” (იმხანად ჯერ კიდევ მჯეროდა ივანიშვილის) და ცაში ავიყვანე ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შემდეგ სტატია გამოვაქვეყნე “საქართველო და მსოფლიოში” სათაურით “სიძევ, შენ გეუბნები, დაო (მაია ფანჯიკიძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი _ დ. მ.), შენ გაიგონე”, რითაც საკუთარ სისხლხორცთან მისაბრუნებელი გზა თვითონვე მოვიჭერი.

რა, “ჭკუით რომ მოვქცეულიყავი”, ირაკლი ალასანია პატარა ნაჭერს მაინც არ მომიტეხავდა ამერიკული ნამცხვრიდან?

ახლა ისეთიც შეიძლება გამოჩნდეს, ვინც იტყვის: ეს კაცი გიჟია, არც მამა იცის, არც ძმა, არც ნათესავი; ყოფილიყო ჭკუით და ეთალა მსუყე დუმა ამა სოფლისაო.

დიახ, როცა საქმე სამშობლოს ეხება, ნათესავი კი არა, შვილი არ მინდა მისი მტერი.

ამიტომ ვფიქრობ, არათუ მორალური უფლება მაქვს, ვთქვა სათქმელი, არამედ ვალდებულიც ვარ, თორემ, თუ სხვა დავინდე, როგორ ჩავხედო თვალებში ჩემს სისხლსა და ხორცს?!

ბატონ რეზო ამაშუკელზე მოგახსენებთ, რომლის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში სათაურით “ბიძინა ივანიშვილს ფეხის გულებზე უნდა კოცნიდეთ”, რამაც აღაშფოთა საზოგადოების უმეტესი ნაწილი, მათ შორის _ მეც!

რამდენიმე კითხვას დავუსვამ ხანდაზმულ პოეტს:

* ხელისუფლებას მივმართავო, რომ ამბობთ, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლება არ არის?

* ან, რომ გაიძახით, ლიბერასტებს მიხედეთო, ვისი მრჩეველი იყო ბუდარიხა თამარ ჩუგოშვილი, ბიძინასი თუ “პაპა კარლოსი”?

* ან ვისი ვიზირებით შეადგინეს “ქართული ოცნების” სამარცხვინო საარჩევნო სია, რომელიც სავსეა “ოცნებაში” გადაბარგებული ნაცებით, და რომლის პირველი ნომერი თამარ ჩუგოშვილია?! ვეჭვობ, ეს ბიძინას გარეშე არ მოხდებოდა.

* ან ვისი მუშტების ბრახუნის ფონზე მიიღეს თქვენი სათაყვანებელი პატრიარქის მიერ ქვეყნის დამღუპველად შერაცხილი ანტიდისკრიმინაციული კანონი? ბიძინასი ხომ არა?

* ან ვისი ფეხისგულების კოცნისკენ მოგვიწოდებთ, ვინც ჭაბუა ამირეჯიბის ორმოცზე პატრიარქი შეურაცხყო? თუ ესეც ამერიკის ელჩმა უბრძანა?

* რომ გაიძახით, “კარალევა მარგო” (“კლიჩკების” შერქმევაში უბადლო ხართ) პრეზიდენტია” ნაცების მთავარი საყრდენიო, ვინ წამოგვისკუპა ის პრეზიდენტად?

* ან ლეღვი მერი რომ ჰყავს თბილისს, ვინ ქნა ეს საქმე? მერი, რომელმაც 40 თუ 50 ათასი ლარივერ იშოვადავითის ძეგლის დასაბრუნებლად თბილისის ცენტრში და მერაბ ბერძენიშვილს შეურაცხყოფად გაატანა საფლავში

* რესპუბლიკელებს რომ ლანძღავთ, ვინ ამოიღო საფლავიდან და ვინ ჩააბარა ქვეყნის მართვის სადავეები _ პარლამენტის თავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრის პოსტები _ ამ ხლისტებს, რომლებსაც 2011 წელს პულსიც აღარ ესინჯებოდათ და მიწის მიყრაღა აკლდათ?

* აზიზიეს მეჩეთის აშენების პირობა ვინ მისცა თურქეთს ან საყდრისის უნიკალური ძეგლი ვინ ააფეთქა?

* რომ გაიძახით, ბიძინამ საქართველო იხსნა სააკაშვილისგანო, 2012 წლის ოქტომბრის გამარჯვებაში “პატარა წვლილი” “პატრიოტთა ალიანსის” მიერ მოპოვებულ ციხის კადრებსაც ხომ არ მიუძღვის?

კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, ბატონო რეზო, მაგრამ დანარჩენს პირადად ბიძინა ივანიშვილს დავუსვამ ღია წერილში და მის ნამდვილ სახეს დაგანახვებთ თქვენც და სრულიად საქართველოსაც. წერილს კი თქვენი ვიდეოგამოსვლიდან ამოღებული ციტატით დავასრულებ:

“მთელმა საქართველომ იცის, რომ მე ვდგავარ ბიძინა ივანიშვილის გვერდით და, შუაზე რომ გაიხეთ, მის გვერდით ვიდგები”.

ვინ იხევა შუაზე, ბატონო რეზო? _ ცოტა ხნის წინათ ასე ამბობდით ქვეყნის დამაქცევარ შევარდნაძეზეც, მაგრამ შუაზე არ გავხეულვართ.

ჰოდა, ახლა ივანიშვილი მოგახმაროთ ღმერთმა!

ასეა, ივანიშვილს ყველაფერი აქვს, რაც იყიდება, მათ შორის ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის დიდი ნაწილიც ჯიბეში უდევს.

ჰოდა, ბანკომატებთან რიგში მდგომებს, მათ, ვისაც ჭკუაში დაუჯდებათ ბატონი რეზო ამაშუკელის მოწოდება, ფეხის გულებზე კი არა, ცოტასხვაგანაცშეუძლიათ ემთხვიონ მამამარჩენალ ივანიშვილს!

მათ კი, “ქართული ოცნების” ვირეშმაკობით თავგაბეზრებულთ, რომლებსაც ჯერ არ გადუწყვეტიათ, ვის მისცენ ხმა, ვურჩევ და მოვუწოდებ, ბიულეტენები არა პირსისხლიანი “ნაცმოძრაობის”, არამედ გოგი თოფაძის, ნინო ბურჯანაძის ან დავით თარხანმოურავის პარტიებისკენ მიმართონ (არც ისინი არიან უნაკლოები, მაგრამ ანტიქართველობაში მაინც არ არიან ეჭვმიტანილნი!).

ეს კი დღეს მთავარი მგონია _ ნაც-ქოცი ლიბერასტების ხელში ქართველი ერი გადაგვარების რეალური საფრთხის წინაშეა.

წერილს კი იმ პათოსით დავამთავრებ, რომლითაც დავიწყე _ თუ “ქართული ოცნება” ზუგდიდში ან სამეგრელოს რომელიმე სხვა რაიონში არჩევნებს “ნაცმოძრაობასთან” წააგებს, ეს იქნება “ქართული ოცნების” უნიათობის, დანაშაულებრივი დაუდევრობის, ნაცებთან ფარული გარიგების ბრალი და არა იმის შედეგი, რომ სამეგრელო ნაცების ფორპოსტია. იდეას, თითქოს სამეგრელო ნაცების ფორპოსტია, უკვე კულტივირებსქართული ოცნება”. ეს ბეცები ცდილობენ, თავიანთი უნიათობა და ან სულაც ნაცებთან გარიგება სამეგრელოს დააბრალონ, ხელი მეგრელ ამომრჩეველს შეაწმინდონ და ვერ ხვდებიან, რომ მათ ასეთ მავნებლურ და ვირეშმაკულ მიდგომას, უწინარესად, სწორედ ნაცები გამოიყენებენ ანტიმეგრული განწყობების გასაღვივებლად, მერე თვითონ რომმოევლინონამ კუთხესმეგრელოფობიისგანდამცველებად. სამეგრელოს თემით სპეკულირების, ანტიმეგრული განწყობების წახალისებისა და სამოქალაქო ომის შედეგები არც ისე დიდი ხნის წინათ ვიწვნიეთ, უკვე რომ დაგვიწყებოდა. ასე რომ, აღიარეთ, პატივცემულო ქოცებო, შეცდომები, ფარული გარიგება ნაცებთან და ხელები შორს სამეგრელოსგან!

ცეცხლს ნუ ეთამაშებით!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ამდენი მოღალატე და ფულზე სამშობლოს გამყიდველები დღეს რომ გვყავს, საქართველოს
    მთელი ისტორიის მანძილზე არ გვყოლია. მაშინ ძირითადად თავადები იყვნენ შადიმანები
    ეხლა მდაბიო გლეხებიც მიემატნენ, ე.წ. ინტელიგენციის სახით.

  2. ბურჯანაძე გაცილებით ადრე და საკმაოდ მჭიდროდ იყო კოაბიტაციაში ნაცებთან, ბატონო დავით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here