Home რუბრიკები პოლიტიკა პარტია N5 და საფრთხე N1

პარტია N5 და საფრთხე N1

512

არჩევნების მოახლოებასთან ერთად საზოგადოებაში იზრდება შიში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის გამო. ხელისუფლება, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაძაბულობა განმუხტოს. ყველა ცდილობს, დაადგინოს, რამდენად რეალურია საფრთხე.

“არის ინფორმაცია, რომ რიგი პარტიებისა აპირებენ არჩევნების პერიოდში და შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს”, _ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. მართალია, მან იქვე დასძინა, რომ მის უწყებას “ყველა ძალა და რესურსი აქვს, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ დაუშვას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ამავე თემაზე საუბრისას თქვა, რომ “პროვოკაციები იქნება, მაგრამ იქნება მინი, პატარა პროვოკაციები”.

კაცმა რომ თქვას, ნორმალური ხელისუფლება მოსალოდნელ პროვოკაციებს კი არ უნდა აანონსებდეს, მიუხედავად იმისა, “მინიიქნება ის თუმიკრო”, არამედ ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ჩანასახშივე აღკვეთოს. მთლიანობაში კი, ივანიშვილის აზრით, სიტუაცია ასე გამოიყურება: “კუთხეში არიან შეყრილები. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის. 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და ახლა მათთვის კარგი შედეგი 10 კაცია. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ერთადერთი, რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, არის ძალადობა, რომ რაიმე რევოლუცია მოახდინონ. ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად გვმოძღვრავს. “რუსთავი 2”-ის დირექტორიც ნახეთ, რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. შესაბამისად, ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ” (“ინტრპრესნიუსი”).

რევოლუცია თუ სახელმწიფო გადატრიალება, მით უმეტეს, რესურსების უკმარისობის პირობებში, ხუმრობა საქმე არ არის. ნებისმიერ ეპოქასა და ქვეყანაში მისი ორგანიზატორები წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ სიცოცხლესაც დაემშვიდობონ. ნაცმოძრაობისლიდერები და აქტივისტები ნამდვილად არ წარმოადგენენ ჩე გევარას ტიპის მამაც და თავდადებულ მებრძოლებს და არ წავლენ სერიოზულ რისკზე, თუ უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები ან თუნდაც შესაბამისი ილუზია არ ექნებათ. აქ, ალბათ, უნდა ჩამოვთვალოთ რამდენიმე გარემოება, რომლებიც ხელს უწყობს მოვლენების რადიკალური სცენარით განვითარებას:

1. სააკაშვილი და “ნაცმოძრაობის” რიგი ლიდერებისა თავს უკრაინას აფარებენ. მათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა და მაღალი პოსტები იცავს. ისინი, სავარაუდოდ, მიიჩნევენ, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წარუმატებლობის შემთხვევაში არაფერი დაუშავდებათ. საქართველოში მყოფი მათი თანამოაზრეებიც უკრაინას “სათადარიგო აეროდრომად” განიხილავენ;

2. ივანიშვილის ხელისუფლებამ არათუ დასაჯა, არამედ არც კი დაჰკითხა იმ მაღალჩინოსნების უმრავლესობა, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობის წლებში (სავარაუდოდ) მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. აქედან გამომდინარე, ნაციონალებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მთავრობა ამჯერადაც ლმობიერი იქნება და ჯოხი, დიდი-დიდი, რამდენიმე რიგით აქტივისტზე გადატყდება;

3. ხელისუფლებამ ვერ განახორციელა სამართალდამცავი სტრუქტურების საკადრო გაჯანსაღება და ამის გამო შეიძლება გაჩნდეს ვარაუდი, რომ კრიტიკულ მომენტში “მეხუთე კოლონა” მათ პარალიზებას მოახდენს;

4. იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც წინა წლებში მზად იყვნენ, კბილებით დაეცვათ საქართველო ნაციონალების რევანშისგან, დღეს იმედგაცრუებული და პასიურია; იმის ალბათობა, რომ ისინი გარეთ არ გავლენ, თუნდაც მოვლენები ფრიად დრამატულად განვითარდეს, საკმაოდ მაღალია.

ყოველივე ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ჰიპოთეზური სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით დაგვირგვინდება, მაგრამ აშკარაა, რომ შეიძლება შეიქმნას როგორც გამარჯვების, ისე დაუსჯელობის ილუზია, რომელიც “ნაცმოძრაობის” აქტივისტებს რადიკალური მოქმედებისკენ უბიძგებს.

გამომდინარე იქიდან, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2003-2012 წლებში ჩაიდინა, ალბათ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ არანაირი ზნეობრივი წინაღობა ხელს არ შეუშლის მას, საკუთარი მომხრეებიუცნობ სნაიპერებსდაახვრეტინოს, “მოდელირებულიან სულაც რეალური ტერაქტები მოაწყოს და ა.შ. ყოველივე ამან შეიძლება პროცესები უმართავი გახადოს, მაგრამ, ამასთანავე, სააკაშვილს ჰაერივით სჭირდება ლეგიტიმური საბაბი, რომელიც “ვარდისფერ გადატრიალებას” თუნდაც ნაწილობრივ გაამართლებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე უცხოელი დამკვირვებლების თვალში. არჩევნების გაყალბება, ამ მხრივ, პრაქტიკულად, უნივერსალური საშუალებაა, მით უმეტეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებში საკმარისზე მეტია ძველი რეჟიმის მსახური, რომელმაც შეიძლება მასშტაბური გაყალბების იმიტირება მოახდინოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება იდეალურად მოიქცევა. მაგრამ ამასაც სჭირდება ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა _ “ნაცმოძრაობისა” და მისი მაჟორიტარი კანდიდატების შედეგი თუნდაც რამდენიმე რეგიონში შედარებით მაღალი უნდა იყოს, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას, გაყალბების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა.

რესურსების უკმარისობის პირობებში “ნაცმოძრობამ” კონცენტრაცია რამდენიმე რეგიონზე, უპირველესად, აჭარასა და სამეგრელოზე მოახდინა. ლევან ვარშალომიძემ კამპანია საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების ტოტალური, საარაკო უნიათობის გამო, მას სერიოზული წარმატების იმედი ჰქონდა, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას შეეჯახა. მოგვიანებით მისი მოქმედება ერთობ გაუფერულდა და შაბლონური ხასიათი მიიღო. ბოლოს ვარშალომიძემ უმძიმესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თურქულიჰურიეთისთვისმიცემულ ინტერვიუში საქართველოსა და თურქეთზე საუბრისას თქვა: “ერთი ერი ორ სახელმწიფოში” (ბირ მილეთ იკი დევლეთ გიბიზ). მართალია, შემდეგ თავის მართლება დაიწყო და თქვა, რომ სხვა რამ იგულისხმა, მაგრამ ინტერვიუს ტექსტი, აგრეთვე, სათაურითურქლარლე ბირ მილეთ იკი დევლეთ გიბიზ”, რომელიც ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება, სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ ტოვებს. ვარშალომიძემ, ფაქტობრივად, გაიმეორა ჰეიდარ ალიევის ფორმულა, რომლის მეშვეობით მან თურქეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა აღწერა. ეს ძალიან ჰგავს ერთგულების ფიცს თურქეთის ხელისუფლების მიმართ, რომლის სანაცვლოდ სააკაშვილი და ვარშალომიძე, ალბათ, ერდოღანისგან აქტიური მხარდაჭერის მიღებას ლამობენ. ძნელი წარმოსადგენი არაა, რაოდენ ნეგატიური იქნება ბათუმელებისა და აჭარის სხვა რაიონების მცხოვრებთა რეაქცია ვარშალომიძის ამ განცხადებაზე; ან რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ იმ პარტიის მიმართ, რომლის მთავარი ლოზუნგი, როგორც ჩანს, ასეთია: “ბირ მილეთ იკი დევლეთ გიბიზ!”

ასეა თუ ისე, აჭარა კვლავინდებურად ითვლება “მაღალი რისკის ზონად”, სადაც შეიძლება სერიოზული პროვოკაცია მოხდეს. შესაბამისი გეგმის ავტორები, შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ხელისუფლება იქ ძალიან ფრთხილად იმოქმედებს, რათა დესტაბილიზაციასა და თურქეთის (პერსპექტივაში კი რუსეთის) ჩარევის პროვოცირება არ მოახდინოს და ამიტომ “ამბოხებულთა” მოქმედებას დაუყონებლივ მკაცრად არ აღკვეთს. გამორიცხული არ არის, რომ ეს მოტივი მთელი სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენდეს.

რთული მდგომარეობაა სამეგრელოშიც და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ამ რეგიონში კოაბიტაციამ განსაკუთრებით მახინჯი ფორმები მიიღო და მთელ რიგ რაიონებში მოხდა არა მხოლოდ ნაციონალების პორტირებაქართულ ოცნებაში”, არამედ დაიწყო უცნაური სიმბიოზი ორი პოლიტიკური გაერთიანების პარტიულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ სახელისუფლო სტრუქტურებს შორის _ ხშირ შემთხვევაში გაუგებარია, ვის ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის ფუნქციონერი. ამ პროცესის ერთერთ სახასიათო გამოვლინებად კორცხელის შუალედურ არჩევნებშიოცნებისკანდიდატად ამირან ლაგვილავას დასახელება გახდა, რომელიც, ამასთანავე, “ნაცმოძრაობისწევრი იყო (ამას ნაციონალებიც ადასტურებენ). კახი კალაძემ არაერთგზის ისაუბრა კორცხელში მომხდარ ჩხუბზე, მაგრამ დღემდე არ ახსნა, რატომ შეარჩია მისმა პარტიამ ლაგვილავა. ასეთ დამოკიდებულებას ამომრჩეველი, სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფად აღიქვამს.

იმის ნაცვლად, რომ სახელისუფლო თუ პარტიულ სტრუქტურებში ახალი სახეები მიეყვანა, რომლებსაც მოსახლეობა ახალ იმედებს დაუკავშირებდა, “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური მუმიების გაცოცხლება დაიწყო. ძნელი წარმოსადგენია, ამას რაიმე სხვა მიზეზი ჰქონდეს, კორუფციის ან კლინიკური იდიოტიზმის გარდა (თანაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს).

კასრების ეპოქისშემდეგ სამეგრელოს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა. “ქართული ოცნებისხელმძღვანელობა კი, როგორც ჩანს, რეგიონულ ლიდერებს მიენდო და პროცესები თვითდინებაზე მიუშვა. მან სამეგრელოში მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევისას ისეთივე ყურადღება და სიფრთხილე არ გამოავლინა, როგორიც, მაგალითად, თბილისში. ამის გამო, ნაციონალებს ზუგდიდში, სენაკსა თუ ფოთში სერიოზული შედეგის მიღწევის შანსი გაუჩნდათ. როგორც უკვე ვთქვით, არეულობის დასაწყებად საჭიროა არა იმდენად გამარჯვება, რამდენადაც მასთან მიახლოებული, დამაჯერებელი შედეგი.

მართალია, სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო შეხვედრებზე არც ისე ბევრი ხალხი დადის და მისი კამპანია უკიდურესად ცინიკურ ხასიათს ატარებს (ლოზუნგს “ძალადობა აღარ იქნება” დაემატა ფანტასტიკური ფრაზა “მე არ ვიყავი არანაირ თანამდებობაზე, ამიტომ არანაირი პასუხისმგებლობა არ მეკისრება” _ “ლაივპრესი”.), მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარაა ამომრჩეველთა გაღიზიანება ხელისუფლებისა და მისი უფერული კანდიდატის მიმართ, ხოლო სხვა ოპოზიციური პარტიები ამ რეგიონში ჯერჯერობით უკანა პლანზე ტივტივებენ. ბიპოლარული მოდელი, რომლის ფარგლებში რეალურ მოთამაშეებად მხოლოდ “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” განიხილებიან, ყველაზე აქტუალური, ასე ვთქვათ, “ხელუხლებელი”, დღეს სამეგრელოშია.

მხოლოდ ერთი მაგალითი _ მართალია, ნაციონალები თხილის ფასის აწევაზე ულტრადემაგოგიურ დაპირებებს გასცემენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ სახელისუფლო პარტიამ დღემდე არ ინება, ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია ჩამოეყალიბებინა და ელექტორატამდე მიეტანა. ზოგიერთ სოფელში კინაცმოძრაობისაქტივისტები აქტიურ ოპონენტებზე ზეწოლასაც არ ერიდებიან, ისევე, როგორც ეს 2012 წლამდე ხდებოდა და მთავარი დამნაშავე ამაში, ალბათ, ივანიშვილის ხელისუფლებაა.

თუ ნაციონალები სამეგრელოს ერთ ან რამდენიმე ოლქში გამარჯვების მოპოვებას (რაც ძალიან ძნელი წარმოსადგენია) ან მასთან მიახლოებული შედეგის მიღწევას მოახერხებენ, იმის ალბათობა, რომ იქ დესტაბილიზაციის კერას შექმნიან, მკვეთრად გაიზრდება. საფრთხე სავსებით რეალურია და მას მხოლოდ მოსახლეობა გაანეიტრალებს, თუ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის რესტავრაციის მცდელობას უარყოფით პასუხს გასცემს. ხელისუფლება კი, რომელსაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ეძინა, ახლახან გაიღვიძა და მინიპროვოკაციებს წინასწარმეტყველებს, ამას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. თქვენს განსჯას დაამატეთ აშშ საელჩოსა და მათი 2 000კაციანი თანამშრომლებისა და სპეცსამსახურების მხარდაჭერა, აჭარაში თურქეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა მოძმე \\\”ნაცების\\\” მიმართ და მივიღებთ საკმაო ალიაქოთს სადაც მღებრიშვილს ძალზე გაუჭირდება. საფრთხეთა კლასიფიკაცია არ არსებობს და ზერელე დამოკიდებულება და შეუფასებლობა \\\”ნაცმკვლელების მიმართ\\\” სავალალო შედეგებს მოგვცემს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here